დღეს დაგეგმილი სუპერლიგის მესამე მატჩი დაძაბული გამოდგა. ერთმანეთს ლიგის დებიუტანტები, გასული სეზნში “ა” ლიგიდან აღზევებული “თსუ-ჰიუნდაი” და “შსს აკადემია-ტიტები” შეხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ უმაღლეს ლიგაში პირველ სეზონს ატარებენ, არც “თსუ-ჰიუნდაის” და არც “შსს აკადემია-ტიტებს” ახალბედობის არაფერი ეტყობათ. ორივე გუნდი საკმაოდ დაწინაურებულია ცხრილში, თსუ-ჰიუნდაელები კი სულაც ლიდერთა შორის არიან.

დებიუტანტთა შერკინების ბედი ბოლო წუთებამდე გაურკვეველი იყო. ჰიუნდაელები უმეტესწილად იგებდნენ, თუმცა “ტიტები” არ რჩებოდნენ და გუნდური თამაშის წყალობით ლიდერ კუდში მისდევდნენ. მატჩის დასრულებამდე 3:25 წუთით ადრე ჟოელ ალმეიდას გარღვევის შემდეგ “შსს კადემია-ტიტები” დაწინაურდა – 77:76. მატჩის გადამწყვეტ მომენტში ლიდერობა ითავა თსუ-ჰიუნდაელთა ახალწვეულმა ბენი ვოზოლამ, რომელმაც ჯერ სამქულიანი ჩააგდო, შემდეგ სოლო გარღვევით ორიანი მიითვალა, საპასუხო შეტევაში კი მეტოქეს ბურთი ჩაუჭრა და თანამემამულე ჯეიმზ მილიკენს საორქულედ უპასა.

ვოზოლას გაბრწყინების შემდეგ “თსუ-ჰიუნდაი” მატჩის დასრულებამდე 40 წამით ადრე 90:86 დაწინაურდა და მატჩის ბედიც ფაქტობრივად აქ გაირკვა. გამარჯვებულებს 18-18 ქულით ნიკა მეტრეველმა და ჯეიმს მილიკენმა ულიდერეს. 16 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა ბენ ვოზოლამ, გიორგი კორსანტიასა და რატკო პეტრიჩის ანგარიშზე კი 10-10 ქულა დაგროვდა. “ტიტებში” 27 ქულითა და 16 მოხსნით საუკეთესო იყო ჟოელ ალმეიდა, გიორგი შარაბიძის ანგარიშზე კი 21 ქულა დაგროვდა.

სუპერლიგის მე-8 ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა 29 დეკემბერს გაიმართება. “რუსთავი” “კაკტუსს” უმასპინძლებს, “ქუთაისი კი – “ბათუმს”.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბათუმმა" "თსუ-ჰიუნდაიც" დაამარცხა და სუპერლიგაში ადგილი გაიმყარა
ჯეიმს მილიკენის 42 ქულა და "თსუ-ჰიუნდაიმ" "დინამოს" სერია გაუთანაბრა
"დინამო" "თსუ-ჰიუნდაისთან" სერიაში 1:0 დაწინაურდა
"ქუთაისმა" "შსს აკადემია-ტიტები" ბოლო წამებზე დაამარცხა
"დინამო" "თსუ-ჰიუნდაისთან" 2:1 დაწინაურდა
"ოლიმპმა" "ტიტებს" ბოლო წუთზე მოუგო
დუდუ დადიანის თასი თბილისის "დელტამ" მოიგო
თბილისის "დინამომ" "თსუ-ჰიუნდაის" სერია 3:1 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
სუპერლიგა. IX ტური: “შსს აკადემია-ტიტებმა” “კაკტუსი” დაამარცხა
თასის გათამაშებაში სუპერლიგის გუნდები A ლიგელებზე დომინირებენ
თასი. მეოთხედფინალი: "მგზავრებმა" "თსუ-ჰიუნდაის", "ოლიმპმა" კი "ტიტებს" გაუთანაბრა