https://soccernews.ru/news/chetyre-izvestnyh-trenera-nikogda-ne-igravshih-v-futbol-228557?fbclid=IwAR2JnVuMa3SWLsufGQNK6bNnxADn2qxAOd9N-no6BqBECWTnDj4VQQEbeMs

ოთხი ცნობილი მწრთვნელი, რომლებსაც ფეხბურთი არასოდეს უთამაშიათ

კარგი მწრთვნელი რომ გახდე, სულაც არ არის სავალდებულო, რომ ცხოვრებაში გარკვეულ დროის მანძილზე ფეხბურთი ითამაშო. საკმარისია მხრებზე თავი გქონდეს და თამაშის სპეციფიკას ჩაწვდე. ევროპაში (და სხვა კონტინენტებზეც) ყოველთვის ბევრი იყო და ახლაც არიან ისეთი მწვრთნელები, რომლებსაც ბურთისთვის მხოლოდ რამდენჯერმე თუ დაურტყამთ ფეხი - ან სამოყვარულო დონეზე, ან თავიანთი გუნდების სასწავლო ვარჯიშებზე.

4. გრეგორი მანსანო (ესპანეთი)

ამჟამად ესპანელი სპეციალისტი 62 წლისაა., არსად არ მუშაობს და შეთავაზებებს ელოდება. მისი მწრთვნელობის კარიერა მდიდარია რიგ ცნობილ და სახელოვან გუნდებთან მუშაობით. გრეგორი მანსანო საფეხბურთო სკოლებს ახლოს არ ეკარებოდა და ფიზიკური კულტურის მასწავლებელი გახლდათ, თუმცა, ამის მიუხედავად, 27 წლის ასაკში დათანხმდა ეხელმძღვანელია სამოყვარულო გუნდისათვის სახელმწოდებით „სანტისტებანი“. გრეგორს ძალიან სურდა ფსიქოლოგია ესწავლა, მიზანს მიაღწია და როგორც ჩანს, სწორედ ამ ფაქტორმა შეასრულა საკვანძო როლი მისი როგორც მწრთვნელის ჩამოყალიბებაში. იგი დაკვირვებული სპეციალისტია, რომელსაც მთელი სიგრძე-სიგანით აქვს შესწავლილი ფსიქოლოგიის სხვადასხვა ასპექტები და სიტუაციას აცნობიერებს როგორც არამარტო მწრთვნელი, არამედ როგორც გუნდის ფსიქოლოგი. გრეგორ მანსანომ პირველი პროფესიული გამოცდილება მიიღო „რეალ ჰაენე“-ში, რომელმაც კონტრაქტი დაუდო იმ დროისთვის 34 წლის სპეციალისტს მხოლოდ ერთ სეზონზე. საინტერესოა, რომ გრეგორი, თავისი ცოდნის გასაფართოებლად, სულ წიგნებს და სპეციალურ ლიტერატურას კითხულობდა, რისთვისაც მას მეტსახელად „პროფესორი“ შეარქვეს. იგი ლა-ლიგეში პირველად 1999 წელს აღმოჩნდა, როცა სამუშაოდ „ვალიადოლიდში“ გადავიდა. ამის შემდეგ გრეგორი სამჯერ იყო მთავარი მწრთვნელი „მალორკაში“ და ორჯერ - „ატლეტიკოში“. გასული საფეხბურთო სეზონი გრეგორმა ჩინეთში გაატარა, სადაც „გუიჯოუ ჩიჯენის“ დამრიგებლად მუშაობდა.

3. ხულიო ველასკესი (ესპანეთი)

37 წლის მწრთვნელი, რომელმაც ამ ზაფხულს კონტრაქტს მოაწერა ხელი იტალიურ „უდინეზე“-სთან, თავის სხვა კოლეგებისაგან იმით გამოირჩევა, რომ მშობლიურ ესპანეთში გუნდებს წრთვნა ჯერ კიდევ 15 წლისამ (!) დაიწყო. 1997 წელს ხულიო მშობლიური სალამანკის ახალგაზრდულ გუნდს „სან-ნიკოლასს“ ჩაუდგა სათავეში, კეთილსინდისიერად იმუშავა მწრთვნელად და შემდეგ საქმიანობა სხვადასხვა სამოყვარულო და ახალგაზრდულ გუნდებთანაც გააგრძელა, მათ შორის პოეტური სახელწოდების მქონე კლუბ „ლაგუნა“-სთან. მოგვიანებით კონტრაქტი გააფორმა „პენა რესპუელ“-თან. 2011 წელს ხულიო „ვილიარეალის“ სისტემაში მიიწვიეს და კლუბის მესამე გუნდის (ანუ ძირითადისა და B კატეგორიის გარდა) მთავარი მწრთვნელი გახდა. ახალგაზრდა სპეციალისტის წარმატებებმა ბიძგი მისცა კლუბის ხელმძღვანელობას, რომ მისთვის მეორე გუნდში მუშაობის ნება მიეცათ, რაც იმავე წლის დეკემბერში მოხდა, როცა ხულიომ 30 წლის ასაკს გადააბიჯა. 2012 წელს ხულიო ველასკესი კიდევ ერთხელ დააწინაურეს. არა, იგი დივიზიონიდან არ წასულა, მაგრამ „ვილიარეალის“ ძირითადმა გუნდმა „პრიმერის“ შემადგენლობა დატოვა და გუნდს რომ ელიტისკენ გზა გაეკვლია, მწრთვნელობა ხულიოს მიანდეს - მან ხომ კარგად იცოდა „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ („ვილიარეალის“ მეტსახელი) მოთამაშეთა სუსტი და ძლიერი მხარეები. მოგვიანებით ხულიო ველასკესმა „უდინეზეს“ წრთვნა დაიწყო, მანამდე კი ერთი წელი პორტუგალიაში გაატარა, „ბელენენსეშ“-თან. უდინეში ხულიოს არაფერი გამოუვიდა, ამიტომაც გასულ თვეში მან ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო - მწრთვნელის პოსტიდან გადადგა.

2. ლეონარდო ჟარდიმი (პოსტუგალია)

ძნელია წარმოიდგინო, მაგრამ „მონაკოს“ მწრთვნელიც არასდროს არ ყოფილა ფეხბურთელი. 22 წლის რომ გახდა, წარმოშობით ვენესუელელი ლეონარდო ჟარდიმი სამუშაოდ „სანტაკრუზენსე“-ში გადავიდა, სადაც ახალგაზრდა სპორტსმენებს ამზადებდა. ამის შემდეგ ორი წელი წაიმუშავა ნაკლებად ცნობილ გუნდებში მთავარი მწრთვნელების ასისტენტად, მოგვიანებით კი, 26 წლის ასაკში, მთავარი მწრთვნელის თანაშემწის (ანუ „მარჯვენა ხელის“) თანამდებობა დაიკავა პორტუგალიის კლუბ „კამაჩა“-ში. საერთოდ კი, ლეონარდო ჟარდიმის პირველ სერიოზულ კლუბად უნდა ჩაითვალოს „ბრაგა“, რომელშიც იგი 2011 წელს გადავიდა. მას იქ იმ წარმატების გამო დაუძახეს, რომელსაც ბრწყინვალე მუსაობით პორტუგალიის მეორე დივიზიონის კლუბ „ბეირა-მარა“-ში მიაღწია. თუმცა ლეონარდოს „ბრაგა“-ში, რომლის სტადიონი ერთ-ერთი ულამაზესია მსოფლიოში, დიდხანს არ უმუშავია: მის მიმართ სერიოზული ინტერესი გამოამჟღავნა ბერძნული ფეხბურთის გრანდმა „ოლიმპიაკოსმა“, რომელმაც, შეიძლება ითქვას, მწრთვნელი პირდაპირ მოსტაცა პორტუგალიელებს და თავის მესაჭედ წაიყვანა. საბერძნეთში ჩატარებული სეზონით ლეონარდომ დაამტკიცა, რომ ძალზე პერსპექტიულ მწრთვნელად ითვლება - ამის დადასტურებაა „ოლიმპიაკოსის“ გამარჯვებები ქ ვეყნის ჩემპიონატში და თასის მატჩებში. ბერძნულ კლუბთან კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ ლეონარდო მისთვის უკვე სამშობლოდ ქცეულ პორტუგალიაში დაბრუნდა და „სპორტინგის“ მწრთვნელის ადგილი დაიკავა. სამწუხაროდ, შესამჩნევ წარმატებებს რატომღაც ვერ მიაღწია და ამიტომ 2014 წლის ზაფხულის დასაწყისში იგი დათანხმდა „მონაკოს“ შეთავაზებას მწრთვნელად დანიშვნაზე. „მონეგასკელი“ ფეხბურთელები („მონეგასკები“, ანუ მონაკოს ავტოხთონური მოსახლეობა) ლეონარდო ჟარდიმის ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგის მატჩებშიც მონაწილეობდნენ, მოიგეს საფრანგეთის ჩემპიონატი და გარკვეული დროის განმავლობაში „პარი სენ-ჟერმენის“ ჰეგემონიაც დაარღვიეს. მიმდინარე წლის ოქტომბერში ლეონარდო ჟარდიმმა მწრთვნელის უფლებამოსილება მოიხსნა იმ მიზეზით, რომ „მონაკომ“ სეზონის დასაწყისში მატჩები კატასტროფულად წააგო.

1. კარლოს ალბერტო პარეირა (ბრაზილია)

კარლოსს არასოდეს უფიქრია ფეხბურთი ეთამაშა სამოყვარულო დონეზეც კი - მისი ყურადღება აბსოლუტურად იყო მიმართული უმაღლესი განათლების მიღებისაკენ, მაგრამ უეცრად ყველაფერი შეიცვალა: უნივერსიტეტში საკურსო ნაშრომის თემა ისეთი შეხვდა, რომელიც ფეხბურთთან იყო დაკავშირებული, ამიტომაც სტუდენტმა დეტალურად დაიწყო ფეხბურთის თამაშის წესების შესწავლა. საერთოდ კი, კარლოსი სამედიცინო ფაკულტეტზე ფიზიოთერაპევტის სპეციალობას ეუფლებოდა - ეს პროფესია უფრო მეტად ფეხბურთთანაა ინტეგრირებული, მაგრამ ფიზიოთერაპევტები სპორტის სხვა სახეობებისთვისაც საჭიროა. 24 წლის ასაკში, ბრაზილიელისთვის სრულიად მოულოდნელად კარლოსს განის (აფრიკის სახელმწიფოს) ეროვნული ნაკრების მწრთვნელობა შესთავაზეს - მანამდე მას მწრთვნელის გამოცდილება არ ჰქონდა. ამის მიუხედავად, კარლოსი წინ მიდიოდა და შორეულ 1994-ში, როცა იგი „პენტაკამპეონების“ (ბრაზილიელი ფეხბურთელების) მწრთვნელი იყო, მსოფლიო ჩემპიონიც გახდა. მის ბოლო გამოჩენა მუნდიალზე მწრთვნელის რანგში 2010 წლით არის დათარიღებული, როცა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის გუნდს ხელმძღვანელობდა. კარლოს ალბერტო პარეირა ისტორიაში პირველი მწრთვნელი გახდა, რომლის გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატში 6-ჯერ მიიღო მონაწილეობა: მისი ალღოიანი ხელმძღვანელობით თამაშობდნენ კუვეიტის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბრაზილიის (ორჯერ), საუდის არაბეთის და სამხრეთ აფრიკის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები გუნდები.

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?