"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა "შალკესთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩზე ისაუბრა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა "შალკესთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის შესახებ აზრი გამოთქვა.

"იმედი მაქვს, ჩვენი გუნდი მომავალ მატჩს, როგორც უბრალო ფორმალობას არ მიუდგება. მე ამ მატჩს ასე არ ვეკიდები. ძალიან უნდა ვეცადოთ, რათა ფინალში გავიდეთ.

თუ წინა სეზონს გავიხსენებთ, ინგლისის ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში შინ "ჩელსისთან" დავმარცხდით. ის დაპირისპირება "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ გაიმართა.

ლონდონელებთან შეხვედრაში დაღლილები ვიყავით, ამიტომ ამჯერად შემადგენლობის განსაზღვრისას ეს ფაქტორი უნდა გავითვალისწინო. წინ ორი სერიოზული თამაში გველის. ორივე მატჩი ერთნაირად მნიშვნელოვანია. გერმანიაში გამართული პირველი მატჩის შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება იქნება.

ევროთასებზე უფრო მეტი ყურადღებით ვთამაშობთ. შესაძლოა, საქმე იმაშია, რომ ეს შეხვედრები რეგულაურული ხასიათის არ არის. პრემიერლიგა შეუწყვეტელ ბრძოლას გავს, თითქოს მუდმივად ვთამაშობთ გუნდებთან ლონდონიდან, იორკშირიდან ან ლივერპულიდან. ეს მეტოქეობის გრძნობა გვიღვივებს. სამაგიეროდ ევროთასებზე განსხვავებული სტილით თამაში შეგვიძლია, რაც საშუალებას გვაძლევს უფრო მეტად კონცენტრირებულნი ვიყოთ", - თქვა შოტლანდიელმა სპეციალისტმა.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა