ამერიკის სტუდენტურ ლიგაში ვილი ისიანის დებიუტი შედგა. 21 წლის ქართველი ფორვარდი ჰორაიზონ ლიგის (NCAA I) გუნდ "დეტროიტ მერსი ტიტანსის" წევრია, თუმცა ლიგის რეგულაციების გამო მას აქამდე თამაში აკრძალული ჰქონდა. უნივერსიტეტის გამოცვლის შემთხვევაში სტუდენტურ ლიგაში მკაცრი წესებია და ისიანის აკრძალვაც ამით იყო განპირობებული.

ისიანის დებიუტი ერთის მხრივ წარმატებული იყო და მეორეს მხრივ უიღბლო. მისი გუნდი ჰორაიზონ ლიგის ჩემპიონატის მე-4 მატჩში (მანამდე სამივე შეხვედრა მოგებული ჰქონდა) "ჩრდილო კენტუკის" ხვდებოდა. ქართველი ფორვარდი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და თამაშის მე-14 წუთზე მოედანზე დაცემისას თავი დაარტყა. ის შეცვალეს და მიუხედავად იმისა, რომ სერიოზულად არაფერი დაშავებია, მწვრთნელებმა პარკეტზე აღარ დააბრუნეს.

იმ 11 წუთში, რაც მოედანზე იყო, ვილი საკმაოდ პროდუქტიულად გაისარჯა. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდო და 9 ქულასთან ერთად 1 ჩაჭრა მოაგროვა. მიუხედავად მისი სიმაღლისა (204 სმ), ისიანი პერიმეტრიდან თამაშობდა და საკმაოდ წარმატებითაც. მისი 3 სამქულიანის წყალობით დეტროიტელები მხოლოდ 4-6 ქულით აგებდნენ, თუმცა შემდეგ, დიდი სხვაობით ჩამორჩნენ და საბოლოოდ უშანსოდ - 73:95 წააგეს.

3 მოგებითა და 1 მარცხით "დეტროიტ ტიტანსი" 10-გუნდიან ჰორაიზონ ლიგაში 2-4 ადგილებს "ოკლენდთან" და "ჩრდილო კენტუკისთან" იყოფს, ხოლო ლიდერი დაუმარცხებელი "გრინ ბეია". 5-10 ადგილებზე კი გუნდები შემდეგი თანმიმდევრობით არიან განლაგებულნი: "რაით სტეიტი", IUPUI, "ილინოის-ჩიკაგო", "მილუოკი", "იანგსთაუნ სტეიტი" და "კლივლენდ სტეიტი".

შემდეგ მატჩს "დეტროიტ ტიტანსი" 12 იანვარს, შინაურ არენაზე, ჰორაიზონ ლიგის ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდ "გრინ ბეისთან" გამართავს.

მომზადებულია GBF.GE-ის მიხედვით.

nodarichi123
ამ ისიანებს ვილი რატომ ქვიათ ყველას
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ვილი ისიანის 3 ქულა - ქართველის "დეტროიტი" 2-ქულიანი სხვაობით დამარცხდა
მამუკელაშვილმა და ბეჟანიშვილმა NCAA 11-11 ქულით და მოგებებით დაიწყეს [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XII ტური. "სიონმა" "დილას" 2:1 მოუგო [VIDEO]
ეროვნული რადარი – ქართველი კალათბურთელების ოკეანგაღმური ამბები
ვილი ისიანის გამორჩეული მატჩი NCAA-ში
ვილი ისიანმა რეგულარული ჩემპიონატი 14 ქულით დახურა და პლეი-ოფისთვის ემზადება