ჯანო ანანიძე, დიდი ალბათობით, მოსკოვის "სპარტაკს" მიმდინარე თვეში დატოვებს. მას რუსული და ჰოლანდიური პრესა აქტიურად უკავშირებს არნემის "ვიტესს".

რუსული სპორტული გამოცემა Sport.ru ჯანოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ჰოლანდიური "ვიტესი", რომლის მწვრთნელიც ცნობილი რუსი სპეციალისტი ლეონიდ სლუცკია, ჰოლანდიის მიმდინარე გათამაშებაში მეხუთე პოზიციას იკავებს. პირველ ადგილზე ფიქრიც არ ღირს - იქ მათ პსჟ-ის ჰოლანდიური ანალოგი ჰყავთ, რომელიც ყველაფერს იგებს.

მეორე ადგილიც მიუღწეველი ჩანს - 17 ტურის შემდეგ არნემელები "აიაქსს" 12 ქულით ჩამორჩებიან. სლუცკის გუნდი იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას ეცდება, ნიჭიერი და საიმედო მოთამაშეები შეკრიბოს, რათა მესამე ადგილის დასაკავებლად იბრძოლოს.

ჰოლანდიური გამოცემების ცნობით, გუნდის გაძლიერების ერთ-ერთი კანდიდატი მოსკოვის "სპარტაკის" და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძეა. ჯანოს ევროპაში გადაბარგების შესახებ დიდი ხანია საუბრობენ, მაგრამ ეს ამბავი ჭორებსა და მედიის სურვილს არასდროს გასცდენია. ყველამ იცის, რომ ქართველი ნიჭიერი და ტექნიკურია, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო ევროპულ კლუბში ტრანსფერი ვერასდროს გამოვიდა.

როგორ შეუძლია ანანიძეს, რომელსაც ყოველთვის ტრავმები აწუხებს, "ვიტესის" დახმარება? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, საჭიროა, კარგად გავიაზროთ, რა მიზნები აქვს გუნდს. "ვიტესის" მაქსიმუმი ამ სეზონში მესამე ადგილის დაკავებაა. ჰოლანდიური ფეხბურთი მთლიანად შეტევაზეა კონცენტრირებული. ამიტომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველისთვის ეს შესანიშნავი სივრცეა, თუმცა მისი სუსტი ჯანმრთელობა შესაძლოა ხელისშემშლელი გამოდგეს.

ჯანო თამაშზე დიდ დროს მკურნალობაში ატარებს. ამიტომ არავინ იცის, როდის რა მდგომარეობაში იქნება მინიატურული ქართველი. არადა, ანანიძის აღნაგობა მას არნემული კლუბის მექანიზმში სწორად ინტეგრაციაში დაეხმარება, თან კარავაევი და სლუცკი, რომლებთანაც მას რუსულად საუბარი შეეძლება, ქალაქთან და კლუბთან ადაპტაციაში დაეხმარებიან. "ვიტესი" ადრე "ქართული" კლუბი იყო, რომელსაც რომან აბრამოვიჩის მეგობარი მერაბ ჟორდანია მართავდა და კლუბში ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია თამაშობდნენ.

ანანიძე, რომლის მიმართ ინგლისური კლუბების ინტერესის შესახებ წლების წინ იწერებოდა, ინგლისში ფეხს იმ მიზეზის გამო ვერ მოიკიდებდა, რა მიზეზითაც ჰოლანდიასთან ადაპტაციას მარტივად მოახერხებს. მისმა აგენტმა თემურ ლეფსაიამ ჯანოს მომავალთან დაკავშირებით ფრთხილი კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ყველაფერს ნათელი ახლო მომავალში მოეფინება.

ჯერ ადრეა იმის თქმა, რომ ანანიძე უკვე არნემში კონტრაქტზე ხელის მოსაწერად ემზადება. მისი აგენტის სიფრთხილე იმას უნდა ნიშნავდეს, რომ თემურ ლეფსაიას ეშინია, რომ ეს ამბავი არ გამოვა. პირველ რიგში, ჯანომ აღდგენითი პროცესი უნდა დაასრულოს და კარგი იქნება, თუ მოსკოვში დარჩება - დღეს მისთვის უფრო მნიშვნელოვანი გამოჯანმრთელებაა და არა ევროპაში თამაშის უკანასკნელი შანსის გამოყენება" - ვკითხულობთ Sport.ru-ზე.

ვახო
ხუთი გოლი და 10 ასისტი რომ გაეკეთებინა ამ დღეში არ იქნებოდა
zura
ჰომ არ იცით რანაირი ქართულია? ;დდ ჰომ რა ჯანდაბაა! ;დ ხომ!!! ხ- ხ**
გიორგი
მართლა რეალურად არ მესმის და ვერ ვხდები რა აზრი აქვს ვიტესში არენდით გადასვლას თუ 6 თვეში ისევ სპარტაკში დაბრუნდება?? ჰოლანდიაში 10 გოლიც რო გაიტანოს და 20 ასისტი გააკეთოს მაინც სპარტაკში მობრუნდება ახალ სეზონში. რამდენიმე სეზონის წინ იყო გადასული არენდით როსტოვში 1 სეზონი ძალიან კარგად ითამაშა ძირითადში იჯდა შეუცვლელად თამაშობდა 5 გოლო და 10 ასისტი გააკეთა ახალ სეზონში დაბრუნდა სპარტაკში და ისევ დაიკარგაა თუ გადასვლაა უნდა გადავიდეს სამუდამოდ და აღარ მობრუნდეს უკან.
ჯანო ანანიძე
ჰომ არ იცით მოსკოვი-ასტანას რეისი რომელ საათზე გადის??
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი