უკრაინული სპორტული გამოცემა Tribuna.com-ის ბლოგერი ტარას დმიტრიკი 20 წლის ქართველ შემტევს, გიორგი არაბიძეს ვრცელ სტატიას უძღვნის და ახალგაზრდა ფეხბურთელს "შახტარის" აკადემიის ერთ-ერთ ყველაზე დაუფასებელ მოთამაშედ აფასებს.

სტატიიდან მცირე ამონარიდს წარმოგიდგენთ:

"ჯერ კიდევ 2014 წელს, საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების მატჩებში გამოაჩინა, რომ მისი ასაკის ფეხბურთელებისგან განსხვავებით, რომლებიც ძირითადად, სწორხაზოვნად უტევენ ხოლმე, მას უკვე საკუთარი გამორჩეული ტექნიკა და მოედნის ხედვა ჰქონდა.

ოსკარ ტაბერესმა, რომელმაც ურუგვაულ ფეხბურთში რევოლუცია მოახდინა, ახალგაზრდა მოთამაშეების შესაფასებლად ჩამოაყალიბა სამი მთავარი კრიტერიუმი: სისწრაფე, გადაწყვეტილების მიღების სისწრაფე და ტექნიკის დემონსტრირების სისწრაფე. არაბიძეში სამივე ეს კრიტერიუმი უმაღლეს დონეზეა კონცენტრირებული.

გიორგი არაბიძის კარიერის ეს ეტაპი (2014-2018) არის იმის ნიმუში, თუ როგორ განვითარდა გუნდის სისტემის გავლენის ქვეშ საოცარი ნიჭით დაჯილდოებული ინდივიდუალისტი ფეხბურთელი. ამისთვის მას ყველაფერი აქვს: ხაზებს შორის შესანიშნავი პასის უნარი, მოედნის ხედვა და დიაგონალური პასები.

თუმცა მისი მუდმივად ცენტრში გამოყენება, რა პოზიციაზეც მას პორტუგალიაში თამაში უწევს, ეფექტური არ არის. მისი გამოყენება ფლანგზე უმჯობესია. მას გადაწყვეტილების მიღება ძალიან სწრაფად შეუძლია, სწრაფად აფასებს სიტუაციას და კარგადაც ასრულებს მომენტს.

დონეცკის "შახტარში" გატარებულმა სამმა წელმა მას მისცა საშუალება, რომ ეპოვა ბალანსი ინდივიდუალიზმსა და გუნდურობას შორის, ახლა კი მისი ბალანსი ამ ორ უკიდურესობას შორის დაკარგულია" - ვკითხულობთ Tribuna.com-ზე.

აბგდ
მოედნის ხედვას რანაირად სწავლობენ? :დ
ვახო
აშკარაა რო არ არის ფორმაში მისი სიმაღლე და წონა არაპროპორციულია უდიდესი ტალანტის მქონე და ტექნიკურია მაგრამ ჩემი აზრით მოედნის ხედვა აქვს დასამუშავებელი და ზოგჯერ ზედმეტათ ათრევს ბურთს ხალხო ევროპაში გუნდური მოთამაშეები ჭირდებათ წარმატებებს ვუსურვებ
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
ოფიციალურად | გიორგი არაბიძე კვლავ ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელია!
არაბიძის ბრწყინვალე მატჩი - ქართველმა შემტევმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [VIDEO]
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"
"ტორპედოს" პრეზიდენტი ადასტურებს: გიორგი არაბიძე ბრუნდება!