ევროპის ლიგა. 1/2 ფინალი. საპასუხო მატჩები
თუკი თითქმის გარკვეულია, რომ 18 მაისს დუბლინში ერთ-ერთი ფინალისტი ანდრე ვილას-ბოასის "პორტუ" იქნება, მეორე ფინალისტის გამოსავლენად დღეს დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი. პორტუდან 50-იოდე კილომეტრში პატარა ქალაქ ბრაგაში გადაწყდება, თუ რომელი გუნდი იქნება "პორტუს" მეტოქე, ადგილობრივი "ბრაგა" თუ ლისაბონის "ბენფიკა".

ბუნებრივია, ბევრი ფინალში სწორედ "ბენფიკას" ელის, რომელსაც 2:1 აქვს მოგებული პირველ ნახევარფინალურ მატჩში. ასეთ შემთხვევაში დუბლინში ევროპის ლიგის ფინალი პორტუგალიური "კლასიკო" იქნება.

მოკლედ შეგახსენებთ, როგორ განვითარდა მოვლენები ლისაბონში - ჟარდელმა დააწინაურა თავისიანები, თუმცა "ბრაგამ" ვანდინიოს დარტყმით გაათანაბრა. "ბენფიკას" ოსკარ კარდოსომ მოაგებინა საჯარიმო დარტყმით. თუმცა ეყოფა კი "არწივებს" ეს უპირატესობა? პორტუგალიელებს შარშანდელი გაკვეთილი მწარედ ახსოვთ - შარშან ევროპის ლიგის მეოთხედფინალში "ბენფიკამ" "და ლუჟზე" "ლივერპულს" 2:1 მოუგო, მაგრამ საპასუხო მატჩში 1:4 შერცხვა.

"ბენფიკასა" და "ბრაგას" დაპირისპირება უნიკალური იმით არის, რომ ეს პირველი პორტუგალიური დერბია ევროთასების ისტორიაში.

დომინგუშ პასიენსია ("ბრაგას" მწვრთნელი): "ჩვენ შეგვიძლია "ბენფიკას" საჭირო ანგარიშით დამარცხება. ჩვენ ძალიან ძლიერი და შემძლე გუნდი გყვავს. თავიდან არც არავინ გვაფასებდა, მაგრამ, ხომ ხედავთ, სადამდე მოვაღწიეთ."

ჟორჟე ჟეზუსი ("ბანფიკას" მწვრთნელი): "ჩვენ გოლების გატანა არასოდეს გვიჭირდა და ამ ტრადიციას არც ბრაგაში ვუღალატებთ".

მეორე ნახევარფინალური დაპირისპირება "ელ მადრიგალზე" ჩაივლის - ვარსკვლავური "ვილიარეალი" გადაუჭრელი ამოცანის წინაშეა - დრაგაოზე" "ელ სუბმარინო" 5 ტორპედოთი "დაჭრეს", 1:5-ის ამოქაჩვა კი ვილას-ბოასის ძალზე საინტერესო გუნდთან ფანტასტიკის სფეროდანაა.

ბრაგა (პორტუგალია)-ბენფიკა (პორტუგალია) 23:05

(პირველი მატჩი 1:2)

ვილიარეალი (ესპანეთი)-პორტუ (პორტუგალია) 23:05

(პირველ მატჩი 1:5)

ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა