რაკი ჟოზე მოურინიო არ ჩანდა, მატჩის შემდეგ ყველაზე მეტი კრიშტიანო რონალდომ ილაპარაკა
რაკი ჟოზე მოურინიო არ ჩანდა, მატჩის შემდეგ ყველაზე მეტი კრიშტიანო რონალდომ ილაპარაკა.

მან თქვა, რომ „რეალისთვის“ ეს იყო „შეუსრულებელი მისია ნომერი 4“ და ისიც აღნიშნა, რომ ამ ოთხიდან, მადრიდულმა გრანდმა ერთი მისია მაინც შეასრულა (პორტუგალიელმა ესპანეთის თასის მოგება იგულისხმა), იმის გათვალისწინებით, რომ „ბარსას“ აშკარად ეხმარებიან“, საკმაოდ დიდი მიღწევააო.

და რონალდომ უეფას შეუთვალა, კატალონიელებს ჩემპიონთა ლიგის თასი ბარემ პირდაპირ გადაეცითო. იკერ კასილიასის აზრით, პირველ მატჩში გერმანელ მსაჯ ვოლფგანგ შტარკს პეპე რომ არ გაეძევებინა, ის შეხვედრა 0:0 დამთავრდებოდა და რაკი „ნოუ კამპზე“ 1:1 დაფიქსირდა, ფინალში არა „ბარსა“, არამედ „რეალი“ გავიდოდა...

ვარაუდები, ფაქტები, კიდევ ერთი სკანდალური „ელ კლასიკო“ - ფაქტი ის არის, რომ ლონდონში „ბარსელონა“ ჩავა, „რეალის“ ხელმძღვანელებმა კი, დაგვერწმუნეთ, უკვე სერიოზულად დაიწყეს იმაზე ფიქრი, ღირს თუ არა მოურინიოს მთავარი მწვრთნელის პოსტზე დატოვება.

მატჩის წინ

პეპ გვარდიოლამ დიდი ხნის შემდეგ პირველად დააყენა თითქმის სასურველი ძირითადი შემადგენლობა: 4-3-3 ტაქტიკურ სქემაში, ნახევარდაცვაში ტრიო ბუსკეტსმა, ჩავიმ და გამოჯანმრთელებულმა ინიესტამ შეკრეს. მიუხედავად ერიკ აბიდალის გამოჯანმრთელებისა, მარცხენა მცველის პოზიციაზე კვლავ კარლეს პუიოლი ვიხილეთ, დაცვის ცენტრში კი, პიკეს გვერდით ისევ მასკერანო დადგა.

„რეალს“ მოურინიოს გარდა, პეპე და სერხიო რამოსიც დისკვალიფიცირებული ჰყავდა. სამაგიეროდ, სასტარტოში რიკარდო კარვალიო დაბრუნდა. მოურინიო სტადიონზე არც მისულა - მატჩს თვალი სასტუმროდან მიადევნა. „სამეფო გუნდის“ ძირითად შემადგენლობაში, იოზილის ნაცვლად კაკა ვიხილეთ და პირველი მატჩისგან განსხვავებით, „რეალმა“ თამაში ნაღდი ცენტრფორვარდით დაიწყო - უპირატესობა გონსალო იგუაინს მიენიჭა, ქარიმ ბენზემა და ემანუელ ადებაიორი კი სკამზე დასხდნენ. ჟოზეს არყოფნაში, „რეალს“ აიტორ კარანკამ უხელმძღვანელა.

მატჩი

პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, გუშინწინდელი სუპერკლასიკო გაცილებით აქტიურად დაიწყო, რაც პირველ რიგში „რეალის“ დამსახურებაა. მადრიდელებს უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდათ და თავიდანვე თამამად შეუტიეს. მიუხედავად ამისა, პირველი რეალური საგოლე მომენტი მაინც კატალონიელებს შეექმნათ: 33-ე წუთზე მესიმ ბურთი მკერდზე მოხდენილად მიიღო, ცრუმოძრაობით ორი მეტოქე ჩამოიცილა და 14 მეტრიდან დაარტყა, მაგრამ კასილიასის კარს ააცილა. ზუსტად ერთ წუთში, „ბარსამ“ საკმაოდ სახიფათო კონტრშეტევა განახორციელა - მესიმ ვილია მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი ბურთი შორეული, მაღალი კუთხისკენ გაგზავნა, მაგრამ კასილიასმა ისევ იყოჩაღა. არ გასულა ორ წუთზე მეტი და ისევ „ბარსას“ მომენტი: მესიმ „რეალის“ საჯარიმოში ბურთი ოთხ მადრიდელთა ბრძოლაში შეინარჩუნა, მერე კი ვილიას უპასა, რომელმაც მაშინვე ჩავი მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი ქუსლით დაუგორა მესის, რომლის დარტყმა კვლავ კასილიასმა გააუვნებელყო.

რაღა კასილიასი და რაღა მანუელ ნოიერი „მანჩესტერის“ წინააღმდეგ? არა, მთლად ეგრეც არ ყოფილა! მე-40 წუთზე ჩაბი ალონსომ შესანიშნავი პასი მისცა რონალდოს, რომელმაც ფლანგიდან იგუაინისკენ გაგზავნა ბურთი, მაგრამ ვალდესმა კარი დროულად დატოვა და არგენტინელ თავდამსხმელს არაფერი გააბედინა.

49-ე წუთზე „რეალმა“ გაიტანა გოლი, რომელიც, სამართლიანად არ ჩაითვალა, რადგან რონალდო იგუაინისთვის პასის მიცემის მომენტში დაეცა და მასკერანოს ფეხებში გაებლანდა. შესაძლოა, მასკერანოს იგუაინისთვის ვეღარც მიესწრო, მაგრამ ფაქტია, რომ ჯარიმა იყო.

54-ე წუთზე კი კატალონიელებმა ანგარიში გახსნეს: დანი ალვეშისა და ინიესტას კომბინაციას, ამ უკანასკნელის გენიალური პასი მოჰყვა პედროსკენ, რომელიც კასილიასთან ფაქტობრივად პირისპირ დარჩა, „რეალის“ მეკარე კი ამჯერად უძლური აღმოჩნდა.

ათ წუთში მადრიდელებმა წონასწორობა აღადგინეს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს გოლი პიკეს სინდისზეა, რომელმაც საშინელი პასი გააკეთა. დი მარიამ ბურთი ძელს მოარტყა, იქიდან ასხლეტილი კი მარსელოს მიუვიდა, რომელმაც ვალდესის კარი უპრობლემოდ დალაშქრა. ამრიგად, 1:1 და „რეალს“ ფინალში გასასვლელად კიდევ ორი გოლი სჭირდებოდა.

90-ე წუთზე გვარდიოლამ მოედანზე აბიდალი შეუშვა და ფრანგს მთელი „ნოუ კამპი“ უდიდესი ოვაციით შეეგება. რაც შეეხება „რეალს“: მადრიდელებს მომენტები აღარ ჰქონიათ.

დასკვნა: „რეალმა“ გაცილებით უკეთ ითამაშა, ვიდრე პირველ შეხვედრაში, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. „სამეფო გუნდისთვის“ ამდენ წუწუნს ის აჯობებდა, რომ პირველ მატჩშიც შეეტიათ...

რეაქციები

ანდრეს ინიესტა (ბარსელონა): „ჩვენ უბრალოდ კმაყოფილები ვართ იმით, რომ „რეალი“ გავაგდეთ და ფინალში გავედით. საბოლოო ჯამში მთავარი ნაღდად არ არის ის, თუ ვინ უფრო ლამაზ ფეხბურთს თამაშობს - ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია. მე კი უბრალოდ მიხარია, რომ ჩვენ ლამაზ ფეხბურთს ვთამაშობთ და ფინალშიც სწორედ ასეთი ფეხბურთით გავედით. შარშან „ინტერმა“ მახინჯი ფეხბურთით მოგვიგო, მაგრამ არ მითქვამს, რომ მილანელები იმ წარმატებას არ იმსახურებდნენ...“

პედრო (ბარსელონა): „დღეს „რეალმა“ უკვე ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ ჩვენ მაინც მოწოდების სიმაღლეზე ვიყავით. მოგება „ნოუ კამპზეც“ გვინდოდა, მაგრამ რაც მთავარია, ფინალში ვართ. უბედნიერესი ადამიანი ვარ იმის გამო, რომ გოლი გავიტანე. დიდი მადლობა ინიესტას მაგიური პასისთვის.“

იკერ კასილიასი (რეალი): „პირველ შეხვედრაში პეპე რომ არ გაეძევებინათ, ის მატჩი 0:0 დამთავრდებოდა და რაკი დღეს 1:1-ს მივაღწიეთ, ფინალში ჩვენ გავიდოდით. იგუაინის გოლი, ჩემი აზრით, უნდა ჩათვლილიყო, მაგრამ ხომ იცით, როგორც ხდება ხოლმე...“

კრიშტიანო რონალდო (რეალი): „ეს იყო მორიგი მისია, რომლის შესრულებაც შეუძლებელი გახლდათ. წესით, აქ საერთოდ არ უნდა ჩამოვსულიყავით... ადგნენ და „ბარსას“ პირდაპირ ჩაახუტონ თასი. რა აზრი აქვს ამ ყველაფერს?“

Top ფეხბურთელი

ჩავი ერნანდესი (ბარსელონა)

„ბარსას“ მთავარმა ფლეიმეიქერმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია. მშვენიერ პასებს რომ თავი დავანებოთ, ჩავი ბურთს 102-ჯერ შეეხო და მისი პასების 94 პროცენტი (!) ზუსტი გახლდათ. ჩავისთან ერთად, საუკეთესო იყო ინიესტაც.

Flop ფეხბურთელი

კაკა (რეალი)

პირველი დაპირისპირების ყველაზე უსახური ფეხბურთელი მესუთ იოზილი გახლდათ, გუშინწინდელ მატჩში კი, მთავარი Flop მოთამაშე უკვე კაკა იყო - ფეხბურთელი, რომელმაც იოზილი შეცვალა. ბრაზილიელი პირველ ტაიმში საერთოდ არ ჩანდა. კაკამ გამთამაშებლის მოვალეობებს თავი საერთოდ ვერ გაართვა. თვითონ განსაჯეთ: ის პირველ ტაიმში ბურთს მხოლოდ 13-ჯერ შეეხო. ერთი სიტყვით, კაკა „ბარსელონასთვის“ არანაირ ხიფათს არ წარმოადგენდა. ამიტომაც გაიყვანეს მოედნიდან.

მსაჯი

ბელგიელი ფრანკ დე ბლეეკერე შეეცადა, მშვიდი ყოფილიყო. მართალია, ნაკლებად აგრესიული ორთაბრძოლების დროსაც უსტვენდა, სამაგიეროდ, ყვითელი ბარათის ამოღებას არ ჩქარობდა. მან მე-13 წუთზე კარვალიო გააფრთხილა, მერე კი, სამი საკმაოდ უხეში ორთაბრძოლისას ყვითელი აღარ უჩვენა. 75-ე წუთზე მარსელომ მესი რომ მოცელა, მადრიდელი აშკარად გასაფრთხილებელი იყო, ისევე, როგორც ბარსელონელი პედრო დიარასთან ორთაბრძოლის შემდეგ. მოკლედ, ბელგიელმა არბიტრმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს „კლასიკო“ წითელი ბარათის გარეშე დამთავრებულიყო.

ანალიზი

შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ბარსელონაში კოკისპირული წვიმა წამოვიდა და „ნოუ კამპის“ მოედანი მაგრად დასველდა, რის გამოც ფეხბურთელები დიდ რისკზე წასვლას ვერ ახერხებდნენ. პირველი მატჩისგან განსხვავებით, „რეალმა“ თავიდანვე შეუტია - მადრიდელი ფეხბურთელები თამამად გადადიოდნენ „ბარსას“ ნახევარზე. რაკი „რეალმა“ თამაში გახსნა, კატალონიელებსაც გაეხსნათ ხელ-ფეხი, მაგრამ გვარდიოლას გუნდი პირველი ტაიმის პირველ ნახევარში უჩვეულოდ ბევრ არაზუსტ პასს აკეთებდა.

მართალია, „რეალი“ გაცილებით აქტიური იყო, ვიდრე პირველ შეხვედრაში, მაგრამ ბურთს მაინც „ბარსა“ აკონტროლებდა. თამაშის დაწყებიდან ნახევარ საათში კი, კატალონიელებმა ტემპსაც მოუმატეს და რამდენიმე მომენტი შექმნეს, მაგრამ კასილიასი მოწოდების სიმაღლეზე იდგა.

„ბარსელონა“ მეორე ტაიმშიც აკონტროლებდა სიტუაციას, მადრიდელები ვალდესის კართან მომენტებს ვერ ქმნიდნენ და კატალონიელთა კარს რეალურად მხოლოდ 55-ე წუთზე დაემუქრნენ. მარსელომ ანგარიში რომ გაათანაბრა, ვალდესის კარიდან ბურთი დიდი მონდომებით გამოიტანა და ცენტრისკენ წაიღო - „რეალმაც“ აშკარად მეტად მოინდომა, მაგრამ მადრიდელებმა ისეთი ვერაფერი მოიმოქმედეს, „ბარსელონას“ ფინალში გასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ რომ დამდგარიყო.

Obiekturi azri
Comment გარწმუნებთ, ზედმიწევნით კარგად ვიცი ფეხბურთის თამაშის წესები. თუ თქვენ ნეიტრალური გულშემატკივარი ხართ ან თუნდაც რეალის ფანი, უფრო მეტს უნდა მოითხოვდეთ საკუტარი გუნდისგან და ერთ სადაო ეპიზოდს არ უნდა ჩამოეკიდოთ და ასე არ უნდა დაწვრილმანდეთ!თუ დააკვირდებით ბარსელონას გულშემატკივარი ამას არასოდეს აკეთებს, მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტი საფუძველი აქვს საამისოდ! დავუბრუნდეთ ისევ არჩათვლილი გოლის ეპიზოდს - თუ კარგად ნახავთ ეპიზოდს, ვფიქრობ აღარ უნდა ვიდაოთ იმაზე, რომ კრისტინას მხრიდან მასკერანოს მიმართ თამაშის წესები აშკარად დაირღვა!მან კორპუსი ჩაარტყა ფეხში და წააქცია. თუკი ვთანხმდებით იმაზე, რომ თამაშის წესი დაირღვა, მაშინ რაღატომ ვდაობთ იმაზე, რომ თამაში უნდა გაჩერებულიყო? თუ მაინცდამაინც პიკეზე გაქვთ გართულება და მიგაჩნიათ, რომ თამაშის წესს არღვევდა კრისტინას წინააღმდეგ, ამიტომ კრისტინას დარღვევაც მსაჯის მხრიდან რეაგირების გარეშე უნდა დარჩენილიყო?ეს მიგაჩნიათ თამაშის წესების ცოდნად? ბოლობოლო დისტეფანომ აღიარა, რომ რბილად რომ ვთქვათ უსუსურად გამოიყურებოდა რეალი ბარსასთან შედარებით, თქვენ რა გჭირთ ასეთი, რომ გადაყევით ამ უსახური დაულამაზო ფეხბურთის დაცვას, არ შეიძლება და თავად რეალის სახელს აყენებთ ამით ჩრდილს, როცა ასე წვრილმანდებით. აღიარეთ, რომ ამ სეზონის ხუთივე კლასიკოში ბარსა გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა. LEO სიმართლე გითხრა ეგ ეპიზოდი არ მახსოვს, მაგრამ მივესალმები ანტიფეხბურთის წინააღმდეგ ნებისმიერ ქმედებას! რაც ინდტერმა შარშან ითამაშა ეს არ იყო ფეხბურთი და რატომ გსიამოვნებთ ხალხო ანტიფეხბურთის გამარჯვება ფეხბურთზე და მითუმეტეს ანტიფეხბურთის ზეიმის ყურება? რაც შეეხება მასკერანოს ეპიზოდს, რას ქვია შეტევაში იყო გუნდი და ამიტომ არ უნდა გაეჩერებინათ? კრისტინამ დაარღვია თამაშის წესები და შეტევაც შეჩერდა. იმედია, არ შემედავებით იმაში, რომ მასკერანო ნამდვილად მან წააქცია. ეჭვი ხომ არ გეპარებათ იმაში, რომ მასკერანო ასწრებდა იგუაინს და გოლიც არ გადიოდა. ე.ი. თუ პიკემ დაარღვია თამაშის წესები, კრისტინას მხრიდან თამაშის წესების დარღვევაზეც მსაჯს ყურადრება არ უნდა მიექცია??ეს არის თამაშის წესების ცოდნა? კარგით რა ხალხო, ნუ წვრილმანდებით ასე...
LEO
Obiekturi azri ბარსელონას შეუძლია დამარცხების ვაჟკაცურად მიღება არა?:))))))))) ინტერთან გამოვარდნა გაიხსენე, საფინალო სასტვენიდან ზუსტად ერთი წუთი და 44 წამი იყო გასული, დათვლილი მაქვს როცა მოედნის სარწყავი სისტემა ჩართეს თან მარტო იმ ნახევარზე, სადაც ინტერის ფეხბურთელები იდგნენ, ესაა ღირსეული წაგება, ვივა ბარსა:))))))) თუ პიკემ წააქცია ჯარიმა უნდა მოეთხოვა და არა გოლიო რომ იძახით, შეტევაში თამაში რომ არ ჩერდება ხოლმე არ გაგიგიათ არასდროს?
comment
tato კარგი, მაშინ აგიხსნით რა გამოდის ჩემი ლოგიკიდან: იმ შეტევის დროს რონალდუ რომ წესების დარღვევით შეაჩერა პიკემ, მგონი ამაზე ვთანხმდებით. ამ შემთხვევაში რეალი უტევდა და უპირატესობის პრინციპის თანახმად მათ შეტევის დამთავრების საშუალება უნდა მისცემოდათ. ახლა კი მითხარით, მასკერანო რონალდუს გამო წაიქცა თუ უფრო პიკეს გამო? რონალდუ თავისი ინიციატივით დაეცა და იმიტომ დაეჯახა მასკერანოს? ეს აბსოლუტურად იგივეა თავად პიკე რომ დაჯახებოდა მასკერანოს. ამ შემთხვევაშიც უნდა გაეჩერებინა თამაში მსაჯს? იმ მომენტში მსაჯს უნდა აერჩია შემტევი გუნდისათვის საუკეთესო ამ ორ ვარიანტს შორის: ჯარიმა შემტევი გუნდის სასარგებლოდ ან შეტევის ჩამთავრება. არასწორი გადაწყვეტილება აშკარაა. რაც შეეხება თქვენ მიერ ახსნილ განსხვავებას სიმულაციასა და გაფორმებას შორის, ეს ორი ცნება თვისობრივად ერთიდაიგივეა და რაც მთავარია შედეგიც ერთიდაიგივე აქვს. რა კვალიფიკაციას მიცემდით ალვეშის საქციელს პეპესთან ორთაბრძოლის მომენტში, მაშინ როცა საერთოდ არ შეხებია? თქვენი განსაზღვრების მიხედვით ეს სიმულაცია იყო. ან მასკერანოს საქციელს, როცა რონალდუსთან კონტაქტის მერე საჯარიმოს მისადგომებიდან გორაობით ლამის კარში ჩავიდა. შედეგი ორივე მომენტიდან ერთია, ამ ორმა მომენტმა მსაჯებს მიაღებინა ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებმაც უდიდესი გავლენა იქონია ორივე მატჩზე.
ზვიადი
ეს უკვე ფეხბურთი აღარ არის. ეს უკვე წუწუნია. ვისაც ფეხბურთი უნდა და უყვარს, მოედანზე დაამტკიცოს. ტოჟე მნე ვარსკვლავები, მეტოქის პატივისცემა თუ არ იციან.
tato
comment!!!! სიმულაციაა როდესაც არავინ გეხება და ისე ვვარდები ე.ი. მსაჯს ჯარიმას ან თუნდაც პენალტს გამოტყუებ.ისე როგორც აკეთებდა ვთვატ ტოტი (გაიხსენეთ საქართველოს ნაკრებთან თამაში) ან იგივე თვენს მიერ მოწონებული კრისტინა. ხოლო გაფორმება არის როდესაც ჯარიმას არის და საკუთარი ვარდნით თუ სახის დამანჭვით ამძიმებ ამ ჯარიმის თუნდაც ხარისხს. ვერავინ იტყვის რომ პეპეზე ჯარიმა არ იყო, მაგრამ ამავე დროს ალვეშმა გააფორმა. ეგ შენი აზრია წითელი ეკუთვნოდა თუ არა, ცემი აზრით მსაჯის გადასაწყვეტი იყო მიცემდა თუ არა წითელს, თუ არ მიცემდა წითელს არც არავინ ეტყოდა საყვედურს, მაგრამ თუ წითელს მიცემდა არც მაშინ უნდა ეთქვა ვინმეს საყვედური. მსაჯის გადასწყვეტი იყო. ხოლო რაც შეეხება კრისტინას მომენტს გაიხსენე თასის ფინალის მომენტი როდესაც ინიესტა შერბოდა საჯარიმოში ვილიას პასის შემდე, ინიესტასი კიდევ უფრო იყო ჯარიმა, რადგან ორმა ფეხბურთელმა გაუკეთა, არც მაშინ დაუნიშნავს ჯარიმა არავის, მაშინ რატომ არ ამოიღეთ ხმა???? ეხლა კი აშკარად დაეცა კრისტინა მასკერანოს ფეხზე, თუ არ გჯერავს ერთ-ერთ კომენტში არის ლინკი და იქ ნახავ. სრულად ვეთანხმები ობიექტურ აზრს!!!!! შენი ლოგიკიდან გამომდინარე ე.ი. კრისტინას წაქცევის დროს იყო ჯერ ჯარიმა და მერე მასკერანოს დროსაც იყო ჯარიმა და მაშინ რატომ გიკვირს, რომ მსაჯმა თამაში გააჩერა და ბურთი არ ჩათვალა????
comment
Obiekturi azri რბილად რომ ვთქვათ თქვენი კომენტარი ძალიან შორს არის თქვენი სახელისაგან. ნუ აღარაფერს ვამბობ თქვენ მიერ ფეხბურთის წესების გაგებაზე როდესაც რონალდუს მომენტს განიხილავთ, როცა რონალდუს მიერ მასკერანოს წაქცევას ამოგლეჯილად განიხილავთ. რა თქმა უნდა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თუ რატომ წაიქცა რონალდუ, ვინ უტევდა და ვის ინტერესებში შედიოდა ჯარიმა და თამაშის გაჩერება მაგ დროს. ეს ერთი პროცესია რომლის შეფასებაში რომელიმე მომენტის ცალკე ამოგლეჯა უდიდესი შეცდომაა. თუმცა თქვენ რა მოგეთხოვებათ მაშინ როცა ამ სტატიის ავტორი ჟურნალისტი (ობიექტური?), ბ-ნი გოტფრიდი იგივეს აკეთებს... tato თქვენ მართლა გჯერათ როდესაც ამბობთ რომ სიმულაციასა და გაფორმებას შორის დიდი სხვაობაა?! თუ ასეა იქნებ საზოგადოებას აუხსნათ რა არის განსხვავება? ასევე ჩემი აზრით პეპეს მომენტის კრაუჩთან შედარება თქვენს არგუმენტს არანაირად ამყარებს, პირიქით, რადგანაც არავინ ამბობს რომ იმ მომენტში პეპე ყვითელს არ იმსახურებდა, სწორედ მაგას ვამბობთ რომ მსაჯს მხოლოდ ყვითელი უნდა ეჩვენებინა და არა მაშინვე წითელი.
tato
უყურეთ ამ კადრებს რეალის ფანებო და მერე ილაპარაკეთ: http://www.youtube.com/watch?v=_kpNjlYVjP8
Obiekturi azri
ნიკას თუ რეალის ფანი არ ხარ მაშინ რამ დაგაბრმავა? თუ ამბობ, რომ კრისტინა პიკემ წააქცია, მაშინ ჯარიმა უნდა მოითხოვო და არა გოლის ჩათვლა. მასკერანო რომ ნამდვილად კრისტინამ წააქცია ტანით, ამაში დასარწმუნებლად საკმარისია კარგად უყურო ეპიზოდს რამდენიმე ხედიდან. თუ ფიქრობ, რომ მასკერანო თავისი ინიციატივით წაიქცა, მაშინ მართლა მაგ სიმართლით გევლოს შენ და მაგ სიმართლით განესაჯეთ ყოველთვის. მეზიზღება ხალხი, რომლებიც საკითხის ზედაპირული შესწავლის შემდეგ თავს უფლებას აძლევენ სხვას მოახვიონ თავისი დილეტანტური აზრი. ჯობია კარგად შეისწავლო ეპიზოდი და ამის შემდეგ გამოთქვა აზრი.
ნიკა
ობიექტურ აზრს რამ წააქცია რონალდუ? პიკემ ხომ არა? ნახე ჩანაწერი - არსებობს! მაშერანო კი რონალდუმ რითი წააქცია - ზურგით? ნახე ჩანაწერი - არსებობს! ძალიან ობიექტური ხარ, მეტი რომ არ შეიძლება -მაგ სიმართლით გევლოს და მასეთი სიმართლით განესაჯოთ! მე რეალის ფანი ნამდვილად არ ვარ, იმასაც ვაღიარებ, რომ ბარსელონა გაცილებით უკეთესი გუნდია, მაგრამ შევზე თეთრს რომ ვისმენ ზიზღი მეუფლება „ობიექტური“ ანალიტიკოსების მიმართ.
giorgi
კრისების ადგილი არის სახლშიიიი!!! ვეთანხმები ტატოს. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის ჩემპიონატი არ მომწონს, ვაღიარებ, რომ მსოფლიოში ყველაზე მაგარი თამაში არის ელ კლასიკო, რომელსაც წელს ფასი დაუკარგა მოუმ, თავისი ტაქტიკით, მოუს ტაქტიკას ქვია მხეცების ფეხბურთი და მას საერთო არ აქვს ფეხბურთთან. მანჩესტერი აუცილებლად დაამრცხებს ბარსელონას შემტევი ფეხბურთით და შემდეგ რეალის ფანებო თქვენი ფეხბურთელები სტაჟირებაზე გამოუშვით მანჩესტერში. ფეხბურთის ღმერთმა დაიფარა ფინალი რეალისგან. ბარსსელონა ძაან ძლიერი გუნდია, მაგრამ მანჩესტერი აუცილებლად დაამრცხებს. გაუმარჯოს მანჩესტერ იუნაიტედს!!!!!!!
daTo
ვულოცავ ბარსას!!!!! რეალის ფანებო ერთს გეტყვით: მოიცილეთ ეს პორტუგალიელები, თორემ ისინი ის დაღუპავენ გუნდს, როგორც დაღუპეს ჰოლანდილების სიმრავლემ ბარსა. იმას კი არ ვამბობ, რომ ცუდი ფეხბურთელები არია ან ჰოლანდილებეი იყვნენ ცუდები, ისინი არ უხდებიან ისეთი თამაშის სტილს როგორსაც თამაშობს თუნდაც ბარსა ან ადრე თამაშობდა რეალი.
tato
ვულოცავ ყველა ბარსას გულშემატკივარს გამარჯვებას!!!! გაიმარჯვა ფეხბურთმა და ველურების სირბილმა და ფიზიკამ!!!!! დავიწყოთ ბოლო თამაშით, გუნდი, რომელიც არღვევს თამაშის წესს 31-ჯერ (თითქმის ყოველ 3 წუთში ერთხელ) და მთელი თამაშის განმავლობაში კარში ურტყამს 3-ჯერ მას მადრიდის რეალი არ უნდა ერქვას (მემგონი სირცხვილია)."დიდმა" ჟოზემ თავიდანვე აირჩია პროვოკაციული ტაქტიკა, რომლის წინააღმდეგ ჩემი აზრით 2 რამ უნდა გააკეთო: 1. ნერვებმოშლილმა უნდა ადგე თითოეული რეალის ფეხბურთელს თამაშის დრის თავ-ყბა უნდა გაუნგრიო, რაც მოგებულს დატოვებს თვითონ რეალს, რადგან ფეხბურთელს გაგიძევებნ და 2. ყოველი ძაან უხეში ჯარიმა უნდა გააფორმო (გაფორმებასა და სიმულაციას შორის დიდი სხვაობაა). ვერავინ იტყვის რომ პეპემ უხეშად არ ითამაშა და გასაძევებელი არ იყო, რა მნიშვნელობაა აქვს შეეხო თუ არა, საუბედუროდ რომ შეხებოდა ფეხს მოაზრობდა ალვეშს. გაიხსენეთ თასის ფინალი, ბარსას უბურთო ფეხბურთელებსაც კი ფეხებში ურტყამდნენ (ნახეთ ყოუტუბე-ზე რამდენჯერ გააკეთეს). ეხლა რაც შეეხება კრისტინას სიმულაციას!!!! იგივე მოხდა თუნდაც თასის ფინაში, როცა ალბიოლმა ინიესტა წააცია საჯარიმოში შესვლის დროს, მაშინ მსაჯმა ჯარიმაც კი არ დადო და ატეხეს რეალის ფანებმა ისიმულიანტაო, იგივე გააკეთა კრისტინამ რეალის ფანები ხმას არ იღებენ და პირიქით გოლი უნდა ჩატვლილიყოო, რეალი ამ შემთხვევაში დაისაჯა კრისტინას სიმულაციის გამო. არაფერს ვამბობ დიმარიაზე, რომელთან შედარებითაც ბარსას ფეხბურთელები ანგელოზები არიან. რეალის ფანებს არ ამოუღიათ ხმა ტოტენჰემთან კარუჩის გაძევების გამო, ნახეთ ვიდეო, სადაც ჩანს რომ კრაუჩი არც მარსელოს და არც სერხიო რამოსს არ ეხება, მაგრამ თამაშობს უხეშად, გეთანხმებით გასაძევებელი იყო, მაგრამ მაშინ პეპეც გასაძევებელი იყო და ეს უნდა აღიაროთ. რეალის ფანებო გეყოფათ სიმულაციაზე საუბარი, როდესაც გუნდში კრისტინა გყავთ, რომელიც ნაკრებში თავისი სიმულაციის გამო ინგლისში ვერ ჩადიოდა, რადგან რუნი უპირებდა გალახვას, გაიხსენეთ ეს ფაქტი. ბოლო-ბოლო მიდით იმ დასკვნამდე, რომ ყველა მსაჯი არ არის რეალის წინააღმდეგი და ყველა მსაჯთან არ ხართ მართლები, დამიჯერეთ თქვენი და რეალის პრობლემა არის "დიდი" ჟოზე და მისი პროვოკაციული ტაქტიკა. სირცხვილია რეალი საკუთარ მოედანზე თამაშობდეს 5 მცველით და 5 ნახევარმცველით. თქვენმა ლეგენდამაც დისტეფანომ აღიარა, რომ რეალის ფეხბურთელები და მწრთვნელი არიან ვირთხები და ვირთხების ადგილი არის სახლშიიიიი. ეხლა რაც შეეხება ბარსას ჩელსისთან თამაშს ისიც გაიხსენეთ, რომ იმ შეხვედრაში ბარსა მსაჯმა ძაან საეჭვოდ დატოვა 10 ფეხბურთელით!!!!! ეხლა რაც შეეხბე ინტერთან თამაშს, გაიხსენეთ ჯერ მილანში აშკარა თამაშგარედან მილიტოს მიერ გატანილი მესამე გოლი, ხოლო ბარსელონაში არჩათვლილი აშკარა პედროს გოლი და არ დანიშნული აშკარა პერნალტი, მაგრამ მაშინ ბარსამ ხმა არ ამოიღო და ინტერს მიულოცა გამარჯვება. წარმომიდგენლია იგივე რომ მომხდარიყო პირიქით მოურინიო მსოფლიოს შესძღავდა თავისი ტირილით და მათხოვრობით. ამშიც არის სხვაობა ბარსას და დღევანდელ რეალს შორის, მოიგო რეალმა თასის ფინალი (სადაც ასევე უნდა გაეგდოთ პეპე) მოგილოცეთ ხომ და არ დაგვიწყია თვენნაირად ტირილი და მოთქმა. რეალს არ ეკადრება ტირილი, რადგან ეს არის ძაან დიდი გუნდი, გავიხსენოთ დელბოსკეს დროინდელი რეალი ზიდანებით და ფიგუებით, ეს იყო უდიდესი გუნდი, რომლისგანაც დღეს მხოლოდ სახელი დარჩა. აღიარეთ რომ ბარსა დღეს რეალზე 10 თავით მაღლა დგას, მაგრამ გიჭირთ, მე კი იმ დროს დელბოსკეს დროს ვაღიარებდი რეალის აშკარა უპირატესობას, რადგან ბასსას სათავეში იყო ისეთი მწვრთნელი როგორიც ვაან გაალია, რომელიც არ უხდებოდა ბარსას, დღეს კი რეალს არ უხდება ჟოზეეეეეეე (ვან გაალის მოსწავლე), რადგან ის გუნდს ათამაშებს ისეთ დაცვით ფეხბურთს, როგორიც მემგონი მსოფლიოში არავის უთამაშია. ეხლა რაც შეეხება ფინალს, მემგონი უძლიერესი და ულამაზესი ფინალი იქნება, რადგან გავიდა ორი შემტევი და ლამაზი ფეხბურთის მოყვარული გუნდი. რეალმა კი ყველაფერი თავისთავს უნდა დააბრალოს, ვრთხების ადგილი არის სახლშიიიიიი (ეს თქვენი ლეგენდის ტერმინია)!!!!! გაუმარჯოს ბარსას და მაგარ ფეხბურთს, ძირს ისეთი ფეხბურთი როგორსაც ჟოზე და მისი შეგირდები ქადაგებდნენ ბარსასთან თამაშის დროს
Obiekturi azri
თამამად შეიძლება ითქვას, რომ გუარდიოლას ბარსელონა არის ყველა დროის საუკეთესო კლუბი ფეხბურთის ისტორიაში!რეალის ნამდვილი გულშემატკივარი გუნდისგან ლამაზ ფეხბურთს უნდა ითხოვდეს და უნდა აღიაროს, რომ დღეს ბარსა გაცილებით უფრო ძლიერი გუნდია!ხალხო, რაზე კამათობთ, უყურეთ კარგად იგუაინის გოლის ეპიზოდს, აშკარად მოცელა კრიშტიანუმ მასკერანო. მე კასილასისგან მიკვირს, რომელსაც მართლა პატივს ვცემ, ასეთ სულმდაბალ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს,არ ეკადრება ეს სამეფო კლუბის კაპიტანს, თორემ კრიშტიანუსგან არაფერი მიკვირს, ვაღიაროთ, რომ მართლაც კარგი ფეხბურთელია, მაგრამ დიდი ფეხბურთელი ვერასდროს გახდება, იმიტომ რომ ძალიან პატარა ადამიანია და პიროვნული ღირსებები არ გააჩნია! კომენტარის გაკეთებაც კი არ ღირს მოურინიოს და რეალის ფეხბურთელების უღირს განცხადებებზე, ეს არის ბოღმიანი და ბოროტი ადამიანების კომენტარები, რომელთან ფეხბურთის ლამაზად თამაში და დამარცხების ვაჟკაცურად მიღება არ შეუძლიათ! იმის ნაცვლად, იფიქრონ იმაზე, რომ გააუმჯობესონ თამაში და უფრო მრავალფეროვნად ითამაშონ (ამის პოტენციალი აქვსთ) დედაკაცებივით ჭორაობენ! მიმაჩნია, რომ რეალის ყველა ნამდვილმა ქომაგმა უნდა აღიაროს, რომ დღეს რეალი არ არის ის გუნდი, რომელიც ჩემპიონობას იმსახურებს! ვაფასებ რეალის ხელმძღვანელობის საქციელს, როდესაც მათ ჩემპიონატის ულამაზოდ მომგები კაპელო დაითხოვეს!დროა მიხვდნენ, რომ მოურინიო მიუხედავად იმისა, რომ კარგი მწვრთნელია, უღირსი პიროვნებაა და ფეხბურთელებზეც ცუდ ზეგავლენას ახდენს, ამიტომ იგი დროულად უნდა მოაცილონ გუნდს! იმედი მაქვს ბოლოსდაბოლოს ვნახავთ ლამაზ ფეხბურთს რეალის შესრულებით და ვიხილავთ ნამდვილ, შემტევ ელ-კლასიკოს, და არა იმას, რაც ბოლო 4 მატჩი იყო. 4 ლამაზი თამაში წაგვართვა მოურინიომ!
guja
ეს რეალის ქომაგები მაგრები ხართ რა,თქვენ თუ რეალის თამაშს თამაშს ეძახით,ფეხბურთზე წარმოდგენა სულ დაგიკარგიათ.სიმულაციებზე ლაპარაკისას კი პირი გამოირეცხეთ.მთელს რეალში ერთი კაცი თამაშობს და ისიც კარებში აყენია დანარჩენები ჯალათები არიან.მომენტებს კარგათ დააკვირდით და ნახავთ რეალს თამაში რამდენი კაცით უნდა დაემთავრებინა.ისე რეალისტებმა რეალობის შეგრძნება სულ დაკარგეთ.ბოღმა გახჩობთ და barca ასე იწერება.
grtyt
bijo es xalxi gamagijebs,tu ar gindat rom naxot,tu tvalshi azgudi giketiat .rato gaeblanda imas rato ar izaxit pikes brali ar iko rom aeblanda? tu jarima iko pirikit unda daenishnat.tavshi rom ikra xeli siafantma maskeranom es mainc naxet tavi ronaldom miartka fexebshi ikit :))) sasaciloa ra satirali tu ara. aferistebis gundi gaxda barselona da ukve ise midis sakme kvelas kelshi amouvida barselonas siafantobebi da msajebis daxmarebebi. gaixsenet naxevrafinali chelsistan otxi penali ar daudes chelsis, arsenaltan finali .kargit ra
ნასერ ალ-ხელაიფი: "ბარსასთან" მატჩს მოუთმენლად ველოდებით
პსჟ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტია
"ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა? სამაგიეროდ, ევროპალიგის მოგებისთვის ვიბრძოლებთ" - ჟოზემ მოურინიო
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
"ოქროს ბურთი" როდრის და დემბელეს - მაშ ვინისიუსს რაღა? - რეალი აღშფოთებულია
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს