„რეალს“ ტოგოელის ყიდვის უპირატესი უფლება აქვს, მაგრამ მანჩესტერელები ფიქრობენ, რომ მადრიდული გრანდი ამ უფლებას არ გამოიყენებს...
არაერთხელ დაგვიწერია, რომ მიუნხენის „ბაიერნის“ უმთავრესი მიზანი დაცვის ხაზის გაძლიერებაა. ისიც გაცნობეთ, რომ რეკორდმაისტერი „მანჩესტერ სიტისა“ და გერმანიის ნაკრების უკანახაზელ ჟერომ ბოატენგს უმიზნებს, მაგრამ როგორც ირკვევა, ეს ტრანსფერი არ შედგება – მანჩესტერელებს ჟერომი არ ეთმობათ.

„ჟერომის გაშვება არ გვინდა, ის ჩვენი სამომავლო გეგმების ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილია. ჩემპიონთა ლიგაში გავდივართ და ბოატენგი ძალიან გვჭირდება. ვიცი, რომ „ბაიერნს“ მისი ყიდვა უნდა, მაგრამ ტრანსფერს არ დავუშვებთ,“ - აცხადებს „სიტის“ სპორტული მმართველი მაიკ რიჯი „ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. შეგახსენებთ, რომ ჟერომ ბოატენგი მანჩესტერულ კლუბში გასულ ზაფხულს „ჰამბურგიდან“ გადავიდა და „სიტიმ“ HSV-ს მის სანაცვლოდ 12.5 მილიონი ევრო გადაუხადა. ჟერომს „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი 2015 წლამდე აქვს გაფორმებული.

მოკლედ, შეიხები ჟერომ ბოატენგს ვერ ელევიან, სამაგიეროდ, „სიტის“ წარმომადგენლები არ მალავენ, რომ მიუნხენურ გრანდს სხვა ფეხბურთელს დაუთმობენ, თანაც, დიდი სიამოვნებით. საუბარია 27 წლის ტოგოელ თავდამსხმელ ემანუელ ადებაიორზე, რომელიც ახლა მადრიდის „რეალშია“ განათხოვრებული. მან „სამეფო გუნდში“ 13 მატჩი ჩაატარა და სამი გოლის გატანა მოახერხა.

„ბილდის“ ინფორმაციით, „ბაიერნს“ ადებაიორიც აინტერესებს და ჩვენი გერმანელი კოლეგები იმასაც წერენ, რომ მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელებმა მანჩესტერელ კოლეგებს ემანუელის საკითხზე შეხვედრაც კი სთხოვეს. „სიტი“ ადებაიორს 13 მილიონად აფასებს, მისი ხელფასი კი კვირაში 150 000 ევროა. მართალია, „რეალს“ ტოგოელის ყიდვის უპირატესი უფლება აქვს, მაგრამ მანჩესტერელები ფიქრობენ, რომ მადრიდული გრანდი ამ უფლებას არ გამოიყენებს...

ადლერმა 30 მილიონი მოითხოვა

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, გერმანიის ნაკრების მეორე მეკარემ, 26 წლის რენე ადლერმა „ლევერკუზენს“ ოთხწლიანი კონტრაქტის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო, ანუ, წელიწადში 7.5 მილიონიანი ხელფასი მოსთხოვა, რაც „ბაიერისთვის“ ძალიან დიდი ფულია. მიუხედავად ამისა, „ლევერკუზენის“ ხელმძღვანელები არ გაბრაზებულან და გუნდის ერთ-ერთ უმთავრეს წევრთან მოლაპარაკებების გაგრძელებას აპირებენ, რადგან მათი მიზანი ადლერის შენარჩუნებაა. თუმცა ისიც ფაქტია, რომ „ბაიერს“ რენესთვის ამხელა ჯამაგირის გადახდა არ შეუძლია.

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა