რუპერტ მერდოკი და FIAT-ის პრეზიდენტი ჯონ ელკანი ყველაზე პრესტიჟულ სერიაზე კონტროლისთვის ფინანსურ ოპერაციას ამზადებენ

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მედიამაგნატმა რუპერტ მერდოკმა ფორმულა 1-ის შეძენის სურვილი გამოთქვა, თუმცა ძალიან მალე ამ საკითხზე მითქმა-მოთქმა შეწყდა.

საინტერესო იყო ამ ჭორის შესახებ "სამეფო რბოლების" ფაქტობრივი მფლობელის ბერნი ექლსტოუნის რეაქცია. თავდაპირველად მან შორს დაიჭირა თავი ამ იდეისგან, თუმცა რამდენიმე დღეში აღიარა, რომ თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია.

ამასობაში, ტელეკომპანია Sky-მ მეტად საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა: მერდოკი ანიელების იტალიურ კლანს შეეკრა და ფონდ CVC Capital Partners-ის შეძენას აპირებს. სწორედ ამ ორგანიზაციას ეკუთვნის კომპანია Delta Topco-ის 63 პროცენტი. Delta Topco კი თავის მხრივ, ფორმულა 1-ის მფლობელი გახლავთ.

კომპანია News Corporation, რომლის მფლობელია მერდოკი და იტალიური საინვესტიციო ფირმა Exor, რომელსაც FIAT-ის პრეზიდენტი ჯონ ელკანი განაგებს, ფინანსურ ოპერაციას ამზადებენ. მიზანი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სერიაზე კონტროლის დაწესებაა.

"ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია Exor და გლობალური მედია-ჯგუფი News Corporation ადასტურებენ კონსორციუმის სავარაუდო შექმნის შესახებ მოლაპარაკებებს, რომლის მიზანია ფორმულა 1-ის მრავალწლიანი განვითარების პროგრამა, - წერია ოფიციალურ განცხადებაში. - უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში Exor და News Corporation გამართავენ მოლაპარაკებებს პოტენციურ პარტნიორებთან და სპორტის წამყვან პერსონებთან. ჯერჯერობით არ არის გარკვეული, მიგვიყვანს თუ არა ეს ფორმულა 1-ის ამჟამინდელ მფლობელებთან დიალოგამდე".

ბრიტანელი ჟურნალისტი ადამ კუპერი ვარაუდობს, რომ Exor-სა და News Corporation-ს, შესაძლოა შეუერთდეს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, მექსიკელი კარლოს სლიმი, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს სხვადასხვა სარბოლო პროექტებს.

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა