საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩიც მოიგო ევრო 2022-ის პირველ შესარჩევ ეტაპზე: მალტაში, კოტონერა დარბაზში 30-25 დავამარცხეთ აზერბაიჯანი და ხვალ, 17 საათზე, პირველობისთვის გადამწყვეტ მატჩში კვიპროსის ეროვნულ გუნდს ვეთამაშებით.

აზერბაიჯანმა მედგარი წინააღმდეგობა გაგვიწია, ისევე როგორც პირველ მატჩში - კვიპროსს. ეს საკმაოდ ათლეტური, ოღონც ცოტა მძიმე და ასაკოვანი გუნდია.

ჩვენების სასტარტო შემადგენლობაში ერთი ცვლილება იყო - თამაში დაიწყო და რატი მსხვილიძემ, რომელმაც პირველი გოლიც გაიტანა, გიორგი ცხოვრებაძეს კი ადგილი მე-15 წუთისთვის დაუთმო. აზერბაიჯანი დაცვაში აქტიურ, 3-2-1 განლაგებას იყენებდა ხოლო მათ მეკარეს, ჰუსეინ გაფაროვს დროდადრო კარგი მოგერიებები ჰქონდა. 22-ე წუთზე, ჩიქოვანის გაძევების შემდეგ 10-12 ჩამოვრჩით, პირველი ტაიმი მთლიანად თანაბარი იყო და ბოლო წამებზე რევაზ ჭანტურიამ დაგვაწინაურა - 16-15.

ჭანტურია გუნდში საუკეთესო იყო. მან რამდენჯერმე ძალიან კარგად ითამაშა ინდივიდუალურად, მეორე ნახევარში კი იშვიათი ფოკუსი ჩაუტარა მეტოქეს, როდესაც შეტევაში ისე დააჯარიმა, რომ მსაჯს 2 წუთით გააძევებინა კიდეც.

მალე 19-16 დავწინაურდით, მაგრამ გაფაროვმა ზედიზედ მოიგერია რამდენიმე ბურთი და 39-ე წუთზე აზერბაიჯანმა ისევ გაათანაბრა, 19-19, თუმცა, ძალები აღარ შერჩა და დროის გაწელვა დაიწყო - მეტოქე აჭიანურებდა პაუზებს, სულ ითხოვდა მოედნის მოწმენდას, მუდმივად აპელირებდა მსაჯებთან და ტექნიკურ დელეგატებთან, რითაც ჩვენც საფუძვლიანად დაგვიგდო ტემპი და მაკედონიელ არბიტრებსაც აურია თავგზა. ბლომად, 5-5 იყო გაძევება. დაცვაში აზერბაიჯანი იყენებდა სხვადასხვა აქტიურ სქემებს - 5-1, 4-2, 3-3, ზოგჯერ პერსონალურად იყვანდა გიორგი ცხოვრებაძეს, რომელიც გუშინდელივით აქტიური ვეღარ იყო და 6 გოლიდან 3 შვიდმეტრიანით გაიტანა.

საბოლოოდ, თამაში გარდატეხეს ირაკლი კბილაშვილმა და ლექსო წითელიშვილმა. კბილაშვილმა ჯერ რიცხვობრივ ნაკლებობაში გაიტანა, შემდეგ - მეტობაში, ამას შორეული დარტყმა დაურთო წითელიშვილმა და 49-ე წუთზე ანგარიში 27-21 გახდა, ხოლო მალე ჭანტურიამ შვიდბურთიანი უპირატესობაც დააფიქსირა - 30-23. მატჩის ხასიათიდან გამომდინარე, ჯორჯე რაშიჩმა მხოლოდ ბოლოში შეიყვანა მოედანზე ახალგაზრდები, რის გამოც თევზაძეს, ჭანტურიასა და აბრამიშვილს თითქმის შეუცვლელად მოუწიათ თამაში.

დღესვე კვიპროსმა მოუგო მალტას, 38-20. ხვალ, კვიპროსთან გადამწყვეტი მატჩი 17 საათზე დაიწყება.

საქართველო - აზერბაიჯანი 30:25

საქართველო: თევზაძე, ტორონჯაძე - ჭანტურია 6, ცხოვრებაძე 6, წითელიშვილი 5, არსენაშვილი 4, კბილაშვილი 3, ჩიქოვანი 2, აბრამიშვილი 2, მსხვილიძე 1, ორჯონიკიძე 1, მაისურაძე, იმნაძე, დიხამინჯია, გოგოლაძე, დათუკაშვილი - მწვ. რაშიჩი

აზეებაიჯანი: გაფაროვი, სკრებცოვი - ე. აიდამიროვი 9, ასქეროვი 5, მამადოვი 3, ი. სლემანოვი 3, ნაზარალიევი 2, ვალიევი 1, ისმაილოვი 1, ჰ. აიდამიროვი 1, სალიმოვი, რ. სლემანოვი, აზიზოვი, სერგუნინი - მწვ. ფარაჯოვი

geohandball.ge

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
ტიტე კალანდაძემ ისრაელთან პლეი-ოფის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ნიცასთან" მატჩში?
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
"ლივერპული" სალაჰის გარეშე დარჩა
პსჟ-ს წინააღმდეგ "ლივერპულის" კარს ორივე მატჩში გიორგი მამარდაშვილი დაიცავს
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
ტიტე კალანდაძე: დავამტკიცეთ, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში - ახლა ჯგუფიდან გასვლას შევეცდებით
ტიტე კალანდაძე: ვფიქრობ, შვედეთთან მატჩში არ გვქონდა საბრძოლო სულისკვეთება
მიხაელ აპელგრენი: საქართველო ბევრად უკეთესია ამ ჩემპიონატზე, ვიდრე მეგონა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა სეზონი გამარჯვებით გახსნა
გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში მოხვდა
ტიტე კალანდაძემ ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა