დღეს, 16 იანვარს ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს მორიგი წარმატებული დღე გამოუვიდა, რომელმაც ავსტრალიის ღია პირველობის 1/32-ფინალში მსოფლიოს 137-ე ჩოგანი, იტალიელი სტეფანო ტრავალა ხუთ სეტში ანგარიშით 3:6, 6:3, 3:6, 6:4, 6:3 დაამარცხა.

დაპირისპირება საკმაოდ რთული გამოდგა. საქართველოს პირველმა ჩოგანმა შეხვედრაში გარდატეხა მეხუთე სეტში მოახდინა, როდესაც 4:3-ზე ბრეიკი შეასრულა და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა.

ქართველმა სპორტსმენმა ამ მოგებით წინა წლის შედეგი დააფიქსირა (90 ქულა) და 105 000 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა. ამ ეტაპზე ნიკა მსოფლიოს მე-18 ჩოგანია.

18 იანვარს ქართველ სპორტსმენს არანაკლებ დაძაბული შეხვედრა ელოდება. მისი მეტოქე მსოფლიოს მე-15 ნომერი, ბერძენი სტეფანოს ციციპასი იქნება. ეს ორი ჩოგბურთელი ერთმანეთს არასდროს შეხვედრია და კარიერაში პირველად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

მამუკა
მჯერავს ციციპასს უპრობლემოდ გაივლის, აი ფედერერის კი რაგითხრთ, ნუუ მიუხედავად ჩემი ფედერერისადმი ფანობისა ამშემთხვევაში ნიკას სულითადაგულით ვუგულშემატკივრებ! წარმატებები ნიკას!
დათო
ამ კუთხით ნამდვილად გეთანხმებით!!!
ქართველი
წარმატებები ნიკას! მე ვუყურე ორივეს თამაშს და ასეთი დასკვნები გამოვიტანე. ტროიცკი ისე სუსტაად გამოიყურრბოდა და იმდენად უუნაროდ ეთამაშა, ვფიქრობდი ან სერიოზულად დაელამდა ან სპეციალურად შვება ასეთქო და მიუხედავად ამისა ისე ანერვიულა ციციპასი ჩოგნები ამტვრევინა, ანუ თუ ბასილაშვილი დინამიურად წარმართავს მატჩს რაც აშკარად აკლია და გამოჩნდა, ბოლო ორ თამაშში, უჭირს მიბილიზება ძალიან და ბადესთაან გასვლა რაც მხოლოდ ორჯერ გააკეთა ბოლო თამაშში, როდესაც ამის უამრავი შესაძლებლობა იყო. ამას ერ
zampara
ილარიონ გეთანხმები,ასეთი თამაშით ვერაფერს გავხდებით ბევრად ძლიერ და აგრესიულად მოთამაშე ციციპასთან.იმედია ნიკა მოუმატებს და მეორე წრესაც გადალახავს.წარმატებები ვუსურვოთ მას!
ATP 17
ჩეჩინატო იმ შუაშია რომ გავარდა და რეალურად რეიტინგში ზრდის საშუალება ამ ტურნირზე აღარ აქვს და თუ ციციპასიც მიაყოლა შეიძლება 15 საც გამოკრას ხელი , გააჩნია შვარცმანი რას იზავს .
ილარიონი
ილუზიებს ნუ ავყვებით! დაველოდოთ
იზა
ულევი გამარჯვებები
qartveli
გილოცავ ნიკოლოზ, კიდევ ერთხელ,ეს ეს ერთი და სხვა მრავალი, ეხლა ციციპასიც მიაყოლე შენ გენაცვალე, გფარავდეს ღმერთი!
გიორგი ჯანიკაშვილი
ნიკა,გილოცავ გამარჯვებას! არაფერი ყოფილა დღეს უჩვეულო-უნდა დაგემარცხებინა და დაამარცხე კიდეც.ციციპასსაც დაამარცხებ,რადგან სწორი მიმართულებით მოძრაობ.შარშან ნაკლოვანებათა დიდი ნაწილი უკვე ჩამოიშორე;წელს უძლიერესთა ,,კასტასთან" ბრძოლაში შედეგების სტაბილურობა მოვა.აუცილებლად მოვა,რადგან ,,დიდმა ათეულმა" ქვეცნობიერად უკვე გაღიარა და შენი შიშიც ჩაესახა.წინ,თამამად ნიკა! ეს შენი ,,ათეულში" დამკვიდრების წელია.
ემირი
ცისიპასს გაივლის ნიკა, მაგრამ მერე ფედერერზე რო მოგვაგებინა ემაგი გაასწორებს სასწაულად
დათო
უკაცრავად მაგრამ, ჩეკინატო რა შუაშია? ციციპასმა ჯერ ბერიტინის მოუგო, შემდეგ ტროიცკის!!!
დათო
ყოჩაღ ნიკა, ბრძოლაში მოიგო!!! ციციპასი დღეს ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად ითვლება!!! ვუყურე მის თამაშებს ბრისბენის ტურნირზე და ვთვლი, რომ ამ ეტაპზე ძალიან არასტაბილურია!!! თამაშის დროს ძალიან ნერვიულობს და უამრავ შეცდომას უშვებს!!! ნიკა თუ პირველივე სეტში აიღებს ინიციატივას, აუცილებლად მოიგებს!!! სხვათაშორის ციციპასი თბილისის კორტებზეა გაზრდილი და მის მშობლებს ჩვენს ქალაქში ბევრი მეგობარი ყავს!!! წარმატებები ნიკას!!!
გიზოგ
გილოცავ ნიკა და კიდევ უფრო დიდ წარმატებებს გისურვებ.
ქართველი
ნიკა მაგარია ძალიან, მალე ტოპ 10-ში იქნება, ეს ორი მართლა "ბრძოლა" აზრზე მოსაყვანად სჭირდებოდა, თითქოს საკუთარბთავს არ ჰგავს, ბოლოს პოულობს საკუთარ თავს და იგებს მაინც. მაგრამ ასე სჩვევია ხოლმე მას და შემდეგ ძალებს იკრებს
aburjga
გვარი ნახეთ - ციცი პასი. რაის ციცი და რომელი პასი? ამან ბასილაშვილს როგორ უნდა მოუგოს, ვერ წარმომიდგენია?!
ირაკლი
თამაში არ გამოუვიდა კიარა, სუსტ ჩოგბურთელებს ეთამაშება. ციციპასთან ნამდვილი ომი იქნება და დარწმუნებული ვარ მოიგებს.
123
დარხეული აქვს ციციპასს.
semi
აი ისეთი კომენტარი დაწერე რომ დარწმუნებული ვარ ჩოგბურთისთვის არასდროს გიყურებია, ციციპასი მაღალი დონისაა მაგრამ ბევრად ძლიერი ჩოგბურთელები ყავს დამარცხებული ნიკოლოზს და დაბალი რანგის ტურნირების ხარჯზე მსოფლიოს 20 საუკეთესო ჩოგბურთელში მოხვედრა წარმოუდგენელია. ბასილაშვილზე რომ წერ დაბალი რანგის ტურნირები მოიგოო ციციპას რა აქვს მოგებული გინახავს? მაგრამ რაღაცით ხო უნდა გააკრიტიკო სხვანაირად როგორ შეიძლება.
ლაშა
18 იანვარს მსოფლიოს მე-18-ეტე ჩოგანი მოიგებს!!!
ვასო
ეს ბერძენი თუ დაამარცხა, მაშინ მართლა მაღალი დონე ყოფილა, რადგან რასაც მიაღწია, ეგ დაბალი დონის ტურნირების ხარჯზე. ასეთ დონეზე ჯერ მაგას არაფერი არ გაუკეთებია, ეხლა ქავს შანსი და წარმატებას ვუსურვებ. აუცილებლად ვნახავ თამაშს და დიდ ბრძოლას ველოდები, მთავარია ფიზიკაში გაძლოს, ძაან ძლიერია ბერძენი
roma
ძალიან სასიხარულო ამბავია ნიკოლოზის წარმატება,გამარჯვებებს უსურვებ შემდგომში,მაგრამ მაშფოთებს და არ მომწონს ერთი რამ ტრავალა 137 ადგიზეა რეიტინგში და ასე არ უნდა გაჭირვებოდა მისი დამარცხება,ნიკოლოზის რეალური ძალა შემდეგ ტურში გამოჩნდება,უნდა მოუმატოს და პირველ მოწოდებას რაღაც უნდა მოუხერხოს თორემ გაუჭირდება შემდეგ ტურში,წარმატებები ნიკოლოზს.
Dv
Nikooo midi daafederere yvela
paata
ოქრო ხარ, გენაცვალე!
paata
ოქრო ხარ, გენაცვალე!
ლევანი
მადლობა sportalls! სხვა საიტები ჯერ ისევ წინა შეხვედრის შესახებ წერენ.
გოგა
გილოცავ ნიკოლოზ! ფინალი უნდა ითამაშო
Frieden
Sad vuyuro nikas tamashebs. Mitxrat vinmes iqneb. Madloba
ATP 17
იმის გათვალისწინებით რომ ჩეჩინატო გამოვარდა და ციციპასს ხვდება , ყველაფერი უნდა ჩადოს ნიკამ ამ შეხვედრის მოსაგებად , თუმცა პირველ მოწოდებას თუ რამე არ მოუხერხა , გაუჭირდება აგრესიული ბერძენის გაჩერება . წარმატებები ნიკოლოზ .
დდდ
მეც ვუყურე ამ თამაშს და ვფიქრობ კონცენტრაციის ნაკლებობას განიცდის ხოლმე ნიკოლოზი რამდენი მოუმატა ოდნავ იმდენი შედეგზე აისახა მჯერა შემდეგ ეტაპზე უფრო ძლიერ ნიკას ვნახავთ.ეს სიცხეზე ლაპარაკი არ ღირს რადგან ორივე ერთნაირ სიტუაციაში იყვნენ.არამგონია იტალიაში განსხვავებული კლიმატი იყოს ვიდრე საქართველოში
ვახო
მაგარი კაცი ხარ ნიკოლოზ წარმატებები
შალვა 73
შენ გენაცვალე ნიკოლოზ. აბა შენ იცი, წარმატებები!!! მადლობა ჩვენი გახარებისთვის.
მახო
გილოცავ ნიკოლოზ!!! არ გაჩერდე. მთელი საქართველო გგულშემატკივრობს! მოახდინე სასწაული და გაგვახარე პირველი დიდი შლემის თასით! შენი გამარჯვება მთელი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. წარმატებებს და იღბალს გისურვებ!!!
გულშემატკივარი
ვუყურე ამ მატჩს და ძალზედ რთული თამაში გამოუვიდა ნიკას.ისეთი სცენარით ვითარდებოდა შეხვედრა რომ იფიქრებდი კაცი დათმობს ამ შეხვედრასო,თუნდაც მე-4 სეტში როდესაც 4-1 იგებდა და 4-4 გაუხადა,მაგრამ ამ კაცის სასახელოდ უნდა ითქვას რომ ფსიქოლოგიურად მაგრად არის მომზადებული,ახერხებს მობილიზებას და გადამწყვეტ დროს იგებს.ბრავო ნიკო,მაგარი კაცი ხარ.
კობა
წარმატებები ნიკა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
ალონსოს პენალტით "ვიგომ" "სევილია" მატჩის მიწურულს დაამარცხა
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში შევიდა და ასეულში დაბრუნდა
ბასილაშვილი ფორმაში შედის - ATP-ის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა და ასეულში დაბრუნების შანსი აქვს
ბასილაშვილი ჩენდუს ტურნირის მერვედფინალში გავიდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ