2018 წლის ეროვნული ლიგის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა ირაკლი ბუღრიძე საჩხერის "ჩიხურადან" ბელგიის მეორე ლიგის ბინადარ "ბეერხოსტში" გადაბარგდა, რომელიც "იუპერ ლიგაში" გადასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატურაა.

Sportall.ge ქართველ ფეხბურთელს დაუკავშირდა და ბელგიურ ამბებზე ესაუბრა.

- გილოცავ ახალ ასპარეზს. პირველ რიგში, კონტრაქტის დეტალებზე რომ გვითხრა, რა სახის ხელშეკრულება გაფორმდა კლუბთან და რამდენი ხნით?

- კლუბთან 1.5+2 სისტემით გავაფორმე კონტრაქტი.

- რა იქნება ირაკლი ბუღრიძის როლი კლუბში, გადასვლისას იყო თუ არა საუბარი ძირითად შემადგენლობაზე?

- კი, იყო ამაზე საუბარიც, რომ ძირითადის ფეხბურთელად მომიაზრებენ, მაგრამ ჯერ არ ვარ იმ კონდიციებში, როგორშიც უნდა ვიყო. თითქმის ერთი თვე სრულად არ მქონდა ნავარჯიშები, ხოლო "ბეერხოსტს" ახალი წლის პერიოდში 5-დღიანი პაუზა ჰქონდა და შემდეგ ისევ გააგრძელეს მომზადება. ამ ეტაპზე ვემზადები და ნელ-ნელა თანაგუნდელებს დავეწევი.

- როგორ გაიარე კლუბში ადაპტაცია და როგორი ინფრასტრუქტურა აქვს "ბეერხოსტს"?

- კლუბში ძალიან თბილად დამხვდნენ და უკვე მივეჩვიე ყველაფერს. ძალიან მეგობრული და კარგი გარემოა. კლუბის ინფრასტრუქტურასა და პირობებზე ლაპარაკი ზედმეტია, ყველაფერი არის უმაღლეს დონეზე და ძალიან დიდი პროფესიონალიზმია.

- საჩხერის "ჩიხურადან" ბელგიაში როგორია ლეგიონერობა და ფიქრობ, რომ ბელგიის მეორე ლიგა უკეთესი ალტერნატივაა?

- რა თქმა უნდა, წინ გადადგმული ნაბიჯია ბელგიაში გადასვლა, თან ისეთ გუნდში, რომელსაც უმაღლეს დივიზიონში გადასვლის ძალიან დიდი შანსი აქვს.

- იყო თუ არა სხვა კლუბებიდან შემოთავაზება? და თუ იყო, რატომ შეარჩიე "ბეერხოსტი"?

- სხვა შემოთავაზებებიც მქონდა: რუსეთიდან, რუმინეთიდან, ბულგარეთიდან და ყაზახეთიდან, მაგრამ ევროპაში, საფეხბურთო ქვეყანაში თამაში მსურდა და ამიტომ ავარჩიე "ბეერხოსტი".

ხელფასი, რა თქმა უნდა რუსულმა და ყაზახურმა კლუბებმა უფრო მეტი შემომთავაზეს, მაგრამ აქ მერჩივნა ნაკლებ ხელფასზე თამაში. ჩემი ასაკისთვის ეს იდეალურია. თან მე როგორი პირობებიც მინდოდა, ისეთი შემომთავაზეს. ვფიქრობ, ძირითადისთვის მომიაზრებენ.

- საჩხერის "ჩიხურა" ლიდერებისგან დაიცალა. რას ფიქრობ, რა ელის იმერულ კლუბს ახალ სეზონში, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ევროშესარჩევი უნდა ითამაშოს?

- საჩხერე კი დატოვა რამდენიმე ლიდერმა, მაგრამ ამ გუნდზე ვერასდროს იტყვი, რომ დასუსტდა, რადგან ყოველ წელს ევროპა ლიგის შესარჩევის საგზურის მოპოვებას ახერხებს. მინდა წარმატებები ვუსურვო "ჩიხურას" და დარწმუნებული ვარ, წელსაც წარმატებული სეზონი ექნებათ.

QT
ვინც თვაყურს ვადევნებთ ფეხბურთს, დავინახავდით როგორ იცვლება ჩვენი ლეგიობის საფეხბურთო გეოგრაფია და მიუხედავად იმისა რომ სასწაულ ევროპულ კლუბებში არ გადადიან ჯერჯერობით, მაინც მივესალმები ახალგაზრდების ასეთ არჩევანს. სამწუხაროდ მათ ახლიდან ჭირდებათ გზის გაკვალვა და პერიოდი როდესაც გვყვავდა ძლიერი ლეგიონერები, კალა, შოთი, ქეცბა, ქინქი, კობი და სხვები, ვერ გამოვიყენეთ და თავიდანაა გასათელი ეს გზა. იმედია ირაკლიც და სხვებიც წარმატწბით ითამაშებენ, დამკვიდრდებიან და უკეთეს კლუბებში გადავლენ და ასევე სხვესაც გაუხსნიან გზას. წარმატებები და მეტი ლეგიონერი ევროპაში.
ქუთაისელი
რათქმა უნდა წარმატებებს გისურვებ....ეგრე იძახდა ჩვენი მეკარე გიორგი მაკარიძე და ეხლა სადაა ყველა ვხედავთ,ან თუნდაც ზივზივაძე.........წადი ბიძიკო თუ მეტს გიხდიან..........ვერ ხედავ ბრაზილიელი ჰალკი ზენიტში იყო და ეხლა ჩინეთშია მგონი.....თუ განვითარება გინდა იქაც განვითარდები და თან კარგ ხელფასსაც აიღებ......ტიტულებს რაც შეეხება ისეთ გუბში ყველას უჭირს დამკვიდრება რომლებიც ტიტულებისათვის პრეტენზია აქვს ამიტომ სანამ შეგიძლია იშოვე იმდენი ფული რომ შეგეძლონ ნორმალურად და კარგად ცხოვრება ......
912
ქუთათელაძეს წააკითხეთ ეს ყველა დონეზე გაკოტრებულ ანჟიში რომ გადავიდა და იძახის პერსპექტიული გუნდიაო.
გოგა
ყოჩაღ ირაკლი თავიდან დაბალ ხელფასზე და ევროპა ჯობია მოუმატე ითამაშე კარგად და კარგ გუნდშიც გადახვალ და ხელფასიც მაღალი გექნება.
Ultranationalist
ეს ყველაფერი კარგი მაგრამ ბეერხოსტი თუ ბეერსხოტი?
dadu
წარმატებები ირაკლი. ნეტავ ყველა ქართველი ფეხბურთელი შენნაირად აზროვნებდეს და რუსეთში და ყაზახეთში არ იკლავდნენ საფეხბურთო კარიერას ფულის გულისთვის. 19-20 წლის ფეხბურთელი ფულზე რო ფიქრობს იმიტომ ანებებს მერე 24-25 წლის ასაკში ფებურთს თავს. საქართველოს რო გყვავს ახალგაზრდა ვეტერანები ისეთი უნდა ზუსტად, ქართველი ფეხბურთელი 25 წლისა უკვე ვეტერანია.
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ირაკლი ბუღრიძე "ბეერსხოტიდან" თბილისის "დინამოში" გადავიდა
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"ტორპედომ" 6 ფეხბურთელი დაიმატა და თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
მოსაზრება: არ გაუშვათ გია ცეცაძე, დაამატეთ სოსო ფრუიძე!
ლეგიონის უქმეები: გიორგი ჩაკვეტაძის პირველი გოლი 2019 წელს [VIDEO]
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
ირაკლი ბუღრიძემ ბელგიის ჩემპიონატში პირველი საგოლე გადაცემა შეასრულა - ქართველის კარგი თამაში [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
"მეხელენის" სასამართლო პროცესები, მიზნები, "ჩიხურა" - ინტერვიუ ირაკლი ბუღრიძესთან