ფიფას ვებგვერდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან მუშაობით რუსთავის რეგიონული ტექნიკური ცენტრის განახლების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

მეოცე საუკუნის დასაწყისში ინგლისელმა მეზღვაურებმა შავი ზღვის აკვატორიაში მდებარე ფოთის პორტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას ლამაზი თამაში - ფეხბურთი გააცნეს. მას შემდეგ საქართველოს 5-მილიონიან პოპულაციაში ფეხბურთის ფანების რიცხვი იზრდება.

1990 წლამდე ქართველებს საკუთარი ეროვნული გუნდი არ ჰყავდათ, მათი ვარსკვლავები საბჭოთა კავშირის ნაკრებში თამაშობდნენ. დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მსოფლიო ფეხბურთის დინამიკური და აქტიური წევრია, რომელიც ამ სპორტის სახეობას შესანიშნავად ავითარებს.

ბოლო წლებია სფფ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და განახლებაზე მუშაობს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაშიც ფიფას განვითარების პროგრამა მხარს დიდი ძალებით უჭერს.

ამბიციური მიზნის მისაღწევად, პირველი ნაბიჯი რუსთავის რეგიონული ტექნიკური ცენტრის განახლებით გადაიდგა, რომელიც სიდიდით საქართველოს მეხუთე ქალაქია და თბილისიდან 30 კილომეტრითაა დაშორებული. ტექნიკური ცენტრი საერთაშორისო სტანდარტებით კეთილმოეწყო და დამონტაჟდა როგორც მოედნის, ასევე გარე პერიმეტრის განათებები.

დამატებით სხვა ელექტროსისტემები დაემატა, მაგალითად, სრულმასშტაბიანი საფეხბურთო მოედნები. დღევანდელ საფეხბურთო სამყაროში ადეკვატური და სიცოცხლისუნარიანი განათებები საფეხბურთო მოედნისთვის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია, სტადიონის საერთაშორისო სტანდარტებში მოსაქცევად. ეს საშუალებას აძლევს ნებისმიერი ასაკის ფეხბურთელს, უსაფრთხოდ და ეფექტურად ივარჯიშოს.

2018 წელს, საქართველო გახდა პირველი გუნდი, რომელმაც უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაასრულა. მათ ტურნირის ისტორიაში პირველი გოლი ყაზახეთს გაუტანეს. ეს წარმატება, ნაწილობრივ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თითოეული წევრის შრომასაც მოჰყვა. ამ პროცესში ინფრასტრუქტურის როლი უმნიშვნელოვანესია.

საეჭვო არ არის, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და საქართველოს ნაკრები და მისი მომავალი თაობა გრძელვადიან პერსპექტივაში ამ შრომიდან დიდ სარგებელს მიიღებს.

გიორგი
კობიაშვილი და მისი გუნდი, ცალსახად, ძალიან პროდუქტიულად მუშაობენ და ამისთვის მადლობა ეკუთვნით
lashe
მიდი კობი ჩვენ თავიდანვე გვჯეროდა შენი სიტყვის და საქმის კაცობის , თვალყურს ვადევნებ შეძლებისდაგვარად და გერმანული ბევრი კარგი იდეა შეუთავსა ქართულს და რაც მთავარია ინფრასტრუქტურას აუმჯობესებენ ყველაზე დაბალი ლიგებიდან დაწყებული რაც ყველაზე ჭკვიანური გამოყენებაა ფულის , მაგარი გუნდია ფედერაციაში როგორც ჩანს
ვეტერანი
ფიფას ფუტბოლის ალტერნატიული თამაში ხომ არ მოგვეძიებია საქართველოში მომგებიანი ბიზნესი ყოფილა თურმე.
aba
კი ოღონდ ყაზახეთში
tngh
ესეთი ცენტრები აუცილებლად გამოიღებს შედეგს. რაც შეიძლება მეტი რეგიონალური ცენტრია საჭირო!!!
დ
სკეპტიკოსებისგან განხვავებით რატომღაც მჯეროდა და მჯერა ამ ბიჭის იმიტომ, რომ ფეხბურთი უყვარს, განსხვავებით იმ ხალხისგან, ვინც მილიონები იშოვა საქართველოში, 10 მილიონი დოლაიანი ბიუჯეტის მქონე კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე გადის ჯგუფურ ეტაპზე, რამდენ კაცსა აქვს ეგ ფული, მაგრამ არავინ არ დებს ამ წაუგებელ საქმეში, არ უყვართ ფეხბურთი და იმიტომ! წაუგებელი იმიტომაა, რომ საქართველო ტალანტების ამოუწურავი საბადოა, გააკეთონ ინფრტრუქურა, სკოლები, მწვრთნელები მოიწვიონ და 5-10 წელიწადში ათმაგად ამოიღებენ იმ თანხას, მაგრამ არ უყვართ! აი კობიმ უნდა შეძლოს დააჯეროს ბიზნესმენები, თუნდაც უცხოელი, რომ ღირს ამ საქმეში ფულის ჩადება, ან თვითონ ყოფილი ფეხბურთელები რატომ არ აკეთებენ ამას ვერ ვხვდები, ფინანსები საკმარისი აქვთ ამისთვის. 4-5 კლუბი გვინდა ასეთი და საკმარისი იქნება, მიდი კობი, გვეშველოს იქნებ რამე!
ჰაჰა
ყოველ შემთხვევაში ყინული დაიძრა. ახლა მაინტერესებს რა იქნება შემდეგი ნაბიჯები, თუ მხოლოდ ამ შედეგზე ვჩერდებით.
ზურა
კობი ძაან მაგარი პრეზიდენტია ეჭვი მინიმუმ ნორმალურად მოაზროვნე ადამიანს არ შეეპარება! მაგრამ ვისურვებდი ორ საქმეს ერთად არ აკეთებდეს, პოლიტიკას მოშორდეს და მხოლოდ ფეხბურთზე იყოს კონცენტრირებული ჯობია მგონი, თორე სხვა მხრივ რასაც ის და მისი გუნდი აკეთებს ძალიან მაგარია და მიხარია ..
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
"ცვლილებები აუცილებელია" - უეფამ ჯანი ინფანტინოს გადადგომა მოითხოვა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
"ეს ყველაფერი როგორ გავიგო?" - გვარდიოლა აღშფოთებულია
უეფას გამარჯვება და პერესის კაპიტულაცია - სუპერლიგა ოფიციალურად დაიხურა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
კიდევ უფრო მკაცრი წესები რასიზმის წინააღმდეგ - ინფანტინოს ინიციატივა
აშშ დაეხმარა. ისრაელს არ მოკვეთენ - რუსეთი დაბრუნებას ითხოვს