ქართველი ფალავანი ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოს გამოეთიშა. როგორც ცნობილი გახდა, მან არსებული ტრავმის გამო მეტად აღარ გარისკა და იანვრის სუპერტურნირიდან თავი მოიხსნა.

ჯერ კიდევ ჰაცუ ბაშოს დაწყებამდე ცნობილი იყო, რომ ლევანს ბარძაყის ტრავმა აწუხებდა, თუმცა ქართველმა სეკიტორმა ბოლომდე ბრძოლა გადაწყვიტა. ლევანის მონდომების მიუხედავად, პირველ ოთხ ბრძოლაში გამოჩნდა, რომ ის უშანსოდ იყო. ტოჩინოშინი, ფაქტობრივად, მხოლოდ ხელების იმედად იბრძოდა, რადგან ფეხზე დაყრდნობას და მიძალებას ვერ ახერხებდა.

როგორც იცით, ქართველმა ოძეკმა პირველი 4 ბრძოლა დათმო და მაკე-კოშამდე ამდენივე დაპირისპირება აშორებდა. ბაშოს დასრულების შემდეგ ლევანს აუცილებლად ჩააყენებენ კადობანში, რაც იმას ნიშნავს, რომ მარტის ბაშოს თუ ის მინიმუმ 8 გამარჯვებით არ დაასრულებს, ოძეკის ტიტულს დაკარგავს.

ლევან გორგაძე რეაბილიტაციას დღეიდან იწყებს. ვიმედოვნებთ, რომ ის მომავალ ბაშოზე არათუ კაჩი-კოშზე, არამედ უფრო მეტი მიზნებითაც მოგვევლინება.

ბესო
მე ვარ ბესო
რიგითი
ალბათ საჭირო იყო რამოდენიმე ბრძოლის ჩატარება! ჩვენზე უკეთ, თვითონ იციან! ნუ გამოხტებით ხოლმე ამდენი პროფესორები!!!!!!!!!
ვვვ
გაგამ რა ქნა? აღარ გვეტყვით ხოლმე?
Beqa
ეხლა ერთ რამეს დავწერ და სანამ შემეწინააღმდეგებით ბოლომდე წაიკითხეთ ჯერ კავკასიელებს ახასიათებს (ქართველი კი ვარ მარა მე არ ვარ ეგეთი არ მივიჩნევ მაგის ნაწილად თავს) ტრიპაჩობა ესეთ რაღაცეებში, ვინიცობაა გაუვარდა და მოიგო ტვინი უნდა გაბურღონ მერე იმანაც და მთელმა იმისმა საძმაკაცომაც რო აი რა მაგარია ცალი ხელით მოუგო რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ ერთი ქართველი ას თურქს კლავდა ცალი ხელით და ა.შ. ნუ სადღეგრძელო ბაზარი რა რეალურად ესე ცალი ხელით ციებ-ცხელებით ასთმის შეტევის დროს და ა.შ. მაინც შეჯიბრებაზე გასვლა არც კაცობა არაა არც ვაჟკაცობა და არც რაინდობა თუ წაგების მერე 24 საათი მაგაზე ილაპარაკებ რო კარგად რო ვყოფილიყავი მოვიგებდიო, თუ რისკავ და მაინც გადიხარ ეგეთ მდგომარეობაში კეთილი ინებე და რო წააგებ ხმა არ ამოიღო, აი ეგ იქნება კაცობა. მეორე მხარეს მდგომ სპორტსმენს არაფერი დაუშავებია, მოემზადა კაცი, იშრომა და ამ დროს ვიღაცა და იმას აყოლილი ვიღაცეები ეუბნებიან რო თურმე რა ცუდი კაცია როგორ არ შეეცოდა ძალით უნდა წაეგო არ გაიხაროს მაგან და მოკლედ ჯვარზე გააკრავენ ხოლმე. გამოჯანმრთელდი 100%ით და ისე გადი ტურნირზე, აი ზუსტად ეგაა ფეირ პლეის პრინციპების დაცვაც ვაჟკაცობაც და კარგი სპორტსმენობაც, ის კი არა მოტეხილი ხელით რო მაინც გადიხარ ტურნირზე ჯანმრთელ სპორტსმენთან საბრძოლველად და წაგების მერე თან ქალივით ტირიხარ თან იმ კაცს უმხედრებ გულშემატკივარს, იმან დააშავა შენ რო მოუმზადებელი გახვედი? ეს ბოლო წინადადება კონკრეტულად ტოჩინოშინს არ ეხება მარა რამდენი წელია შეხება მაქვს ჭიდაობასთან და ვერ ამოიძირკვა ეს საერთო კავკასიური სენი რა
ხახა
ქართველმა როგორ წააგო? ქართველი ხომ ყველაზე მაგარია

თუ არ იცნობ ამათ ცხოვრების წესს, ტყუილად ნურაფერს იტყვი გაუაზრებლად პატივცემულო. ჯერ მის რეჟიმს გაეცანი და მერე ისაუბრე მწვადზე და ღვინოზე. მაგ წესს რომ მისდევდეს, ერთ ბრძოლასაც ვერ მოიგებს
ფხიი
ახალი წლების მერე ქართველს შეჯიბრება უნდა? საცივს და მწვადებს რომ მიადგები და ღვინოს გადაუძახებ,მოიგებ რამეს?
სოსო
ლევანმა კარგად იცოდა,რომ წესით ამ ბაშოზე არ უნდა გასულიყო.გარისკა და მაინც გავიდა.უკვე ორი ბრძოლის შემდეგაც ცხადი იყო,რომ შანსი არ ჰქონდა და კიდევ ორი ბრძოლის გამართვა,ჩემი აზრით, ლევანის გუნდის უხეში შეცდომა იყო.რაც მოხდა,ვეღარაფერს შეცვლი.ღმერთმა ქნას,რომ ტრავმა ძალიან არ გამწვავდეს და მომდევნო ბაშოზე მაინც მოესწროს აღდგენა.არა და სულ რომ არ გამოსულიყო,ამის გაცილებით უკეთესი შანსები ექნებოდა.წარმატებებს ვუსურვებ ტოჩისაც და გაგამარუსაც.
Geno
ეგრე რა შე დალოცვილო, მიხედე თავს. ასე ტრამვას უფრო გაირთულებდი. ახლა მოხვალ ფორმაში და მარტის ბაშოზე ისევ გაგვახარებ.
"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
მეტოქე "ტოჩის" ყელში წვდა და დოჰიოდან გადააგდო, ქართველმა ივლისის ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა [VIDEO]
ტოჩინოშინის საფირმო ჩავლება და დოჰიოზე გაგორებული მეტოქე [VIDEO]
"რიოგოკუ კოკუგიკანის" სასახლეში ცერემონია შედგა - ნახეთ, როგორ გააცილეს სუმოდან ტოჩინოშინი [VIDEO]
ჰაცუ ბაშო 33 წლის მე-17 მაეგაშირამ მოიგო და ცრემლები ვერ შეიკავა
დრამატული დაპირისპირება - ტოჩინოშინი ტაკანოშოსთან დასანანად დამარცხდა [VIDEO]
"მრცხვენია! როდესაც ქომაგის წინაშე ასე გამოდიხარ..." - ტოჩინოშინი კარიერას ასრულებს
ჰაცუ ბაშო. XII დღე [LIVE]
ჰაცუ ბაშო. XIV დღე. [LIVE]
ჰაცუ ბაშო. XIII დღე [LIVE]
ჰაცუ ბაშო. XIV დღე: ტოჩინოშინის მე-9 მარცხი ტურნირზე
3 მარცხიანი სერია დასრულდა, ტოჩინოშინმა მარტივად გაიმარჯვა [VIDEO]
ჰაცუ ბაშო. XIII დღე: ტოჩინოშინმა ოძეკის მიწოლას ვერ გაუძლო [VIDEO]