თემურ ქეცბაიამ "ვოლგას" ქართველი ნახევარმცველის ეროვნული გუნდიდან გაშვების მიზეზებზე ისაუბრა
საქართველოსა და ხორვატიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრის შემდეგ თემურ ქეცბაიამ გოგიტა გოგუა ნაკრებიდან გაუშვა, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, თუმცა მთავარი მწვრთნელი და ფეხბურთელი კომენტარისგან თავს იკავებდნენ.

ახლა კი ცხადი გახდა, რომ ქეცბაია ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ნახევარმცველს ხორვატიასთან 3 ივნისის შეხვედრაზეც არ გამოიძახებს, რისი დასტურიც მისი სიტყვები იყო დიმიტრი ობოლაძის გადაცემა "საფეხბურთო ღამეში".

"ერთი წლის განმავლობაში მსურდა მასთან კონტაქტის დამყარება, მაგრამ ვერა... რატომ არ ჰკითხეთ კლაუს ტოპმიოლერს, ბოლოს რატომ აღარ იწვევდა? 15 თამაშში მივეცი თავის გამოჩენის საშუალება. შემტევმა ნახევარმცველმა ამდენ შეხვედრაში გოლი თუ არ გაიტანა, საგოლე გადაცემა მაინც უნდა გააკეთოს...

ფეხბურთი გუნდური თამაშია და სადაც გუნდს სჭირდები, იქ უნდა ითამაშო და არა მხოლოდ იქ, სადაც შენ გინდა. რომ გამოვა ფეხბურთელი და აქ მინდა და არა იქო, ასე სადაა? ...

მესმოდა ლაპარაკი, გოგუას საქართველოს ნაკრებში თუ არ ათამაშებენ, დავიღუპებითო. თუ მართლა ასეა, დაღუპულა ჩვენი საქმე და ეგააა. ... გოგუასთვის ხაზი არ გადამისვამს, თუ გამოსწორდება, მოვიწვევ, ვათამაშებ და დაეხმაროს გუნდს, მაგრამ ნაკრებში არ გამოვა. "მე აქ მევასება და იქ არა" - ეს ყველამ თავიდან უნდა ამოიგდოს, სადაც გეტყვიან, შენს ნაკრებს იქ უნდა ემსახურო", - თქვა ქეცბაიამ.

giorgi
თავში ავარდნილი სოფლელი ს ი რ ი ბიჭია ეგ გოგუა, ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა რო ნაკრებში იტამაშებდა და ეხლა კიდე გაუტკბა და კიდე უკადრისობს რაღაცეებს. ვერ ვიტან ეგეთ ყ.. ტიპებს!
vaka264
გუნდში მთავარი მწვრთნელია და ვინც მის მითითებებს არ შეასრულებს უნდა დაისაჯოს ვინც არ უნდა იკოს!!!
gigi
სადაც უკეთ გამომდის თამაში რას ქვია? კარგმა ფეხბურთელმა ყველაგან უნდა ითამაშოს, სადაც მწვრთნელი ეტყვის
Dato
ქეცბაიას დიდ პატივს ვცემ, თუმცა ჯერ ისეთი რამაც არ გაუკეთებია ნაკრების მწვრთნელის რაგნში რომ ფეხბურთელები უაპელაციოდ მოისროლოს სანაგვეზე. ჯერ ერთი, ყველა ვერ იქნება უნივერსალური ფეხბურთელი - თუ ადამიანმა ითხოვა იქ მათამაშე სადაც უკეთ გამომდის თამაშიო, რა არის ამაში გასაკვირი?! კომენტარებს რომ ვკითხულობ აზრი მიჩნდება რომ ასეთი ლოგიკით შუმახერს ტანკისტობაც უნდა მოვთხოვოთ რადგან ბოლიდის მართვა შეუძლია. ცოტათი გავაანალიზოთ სიტუაცია და ისე რომ მივიღოთ დასკვნები უკეთესი იქნება ყველასთვის.
gigi
იცი რას გეტყვით? ჩვენ არავინ ვართ, რომ ქეცბაია განვსაჯოთ. ძაან მაგარი კაცია და თავისი საქმისა თვითონ იცის. რაც შეეხება გოგუას, შეუცვლელი არავინაა
ramo
tolo, გოგუა კი არა კაციშვილი არ არის დასაკარგი. არც ჩვენ ვკარგავთ. მაგრამ ამ ნაკრებში ვერ გამოდგება. შეიძლება სხვა ნაკრებში გამოდგეს. ღმერთმა ხელი მოუმართოს, ოღონდ ჩვენ გუნდურ ფეხბურთს ეხლა ვსწავლობთ და თუ შეიძლება რომ ოდნავ დროებით გვერდზე დადგეს.
Minimal
ქეცბაიამ უკეთ იცის ვინ სად და როდის ათამაშოს!!! დიდებული კაცია თემური!!!
tolo
chven aragvyavs dasakargi fegburtelebi mitumetes iests ver davkargavt rogoric goguaa, aserom azrze modi qecbo.
sulkhani
მიუხედავად იმისა, რომ გოგუა კარგი და საჭირო ფეხბურტელია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მხარს ვუჭერ ქეცბაიას. თუმცა, ვისურვებდი, რომ კონფლიქტი მოგვარდეს და გოგუამ მალევე დაბრუნდეს ნაკრებში.
irakli
ვნხოთ ვნახოთ იმედია ერთხელ და სამუდამდ დალაგდება ყველაფერი და ჩვენი დროც დადგება, მაგრამ ესე ვარსკვლავებს ვერ მოვწყვიტავტ და იმედია ჩაკეტილ პეხურთს მალე გავხსნით
Temuri
კარგით რა ვაცალათ ამ კაცს საქმის გაკეთება. მართალია ქეცბა თუ ერთ ფეხბურთელით წყდება ქართული ფეხბურთი ბედი დავღუპულვართ და ეგაა. პროფესიონალი თუ არი ყველგან უნდა ითამაშოს, სადაც მწვრთნელი ეტყვის. მიდი ქეცბა. წარმატებებს გისურვებ.
tolo
სწორედაც რომ დაღუპულები ვართ და დაღუპულია ჩვენი საქმე ეს ისრაელთანაც გამოჩნდა გოგუას გარეშე საქართველოს ნაკრები ის გუნდია რომელიც ნებისმიერ მეტოქესთან აუფსაიდერია.
irakliiadondze
ქეცბა სწორია, ტუ ნახეთ გადაცემა, როგორ ინერვიულა გოგუაზე კომენტარს რომ აკეტებდა, ხოდა ტუ არ უნდა ძმაო თამაში არც მოიწვიოს, ვინც უფრო ჯიგრიანად და დამჯერედ იტამაშებს ის უნდა ათამაშოს სწორედ....საღორ ქეცბა
nnn
სწორი მიდგომაა ქეცბაიას მხრიდან რას ნიშნავს აქ მინდა და იქ არა თამაში. მწვრთნელის სიტყვა კანონი უნდა იყოს ფეხბურთელებისთვის. ასე რომ არ იყოს მაშინ საერთოდ რათ უნდათ მწვრთნელი ყველამ ის რაც უნდა ის აკეთოს და იქნება დომხალი
ika_milan
მართალია ქეცბაია... გოგუა კარგი და საჭირო ფეხბურთელია, მაგრამ ულტიმატუმები არ უნდა აყენოს ნაკრებში, ამის უფლება არავის აქვს. გენაცვალე ქეცო მიდი შენი იმედი გვაქვს!
zuxusha
მწვრთნელი, მის ხასიათში რომც არ იჯდეს, გუნდთან მაინც დესპოტი უნდა იყოს, მით უმეტას ამბიციურ ჩვენებურებთან, სხვანაირად არაფერი გამოვა.
Rezo_82
გოგუა ნახდად საჭირო კაცია მაგრამ ეტყობა ჯიუტი. აბა თეთრაძეს უთხრას აქ მევასება და აქ არაო... საღოლ თემურ..
akaki
გადაწყვეტილება სწორი მიუღია. ის კი ეს მიზეზი თავიდანვე რომ არ ითქვა, რბილად, რომ ვთქვა, წინა პერიოდის გადმონაშთია. ბოლობოლო უნდა დავეჩვიოთ სიმართლის ლაპარაკს. საქმისთვის მწარე სიმართლე უფრუ სასარგებლოა ვიდრე ტკბილი ტყუილი.
GiorgiI
აუცილებლად ასე უნდა გაგრძელდეს! ჯობია ათი თამაში წავაგოთ, მაგრამ ნაკრებში წესრიგი იყოს! მომავალი თაობისთვის კარგი გაკვეთილი იქნება. ქეცბაიამ ძალიან კარგად იცის, რომელი ფეხბურთელი სად გამოიყენოს!
Tornike
მხოლოდ ასეთი მიდგომა თუ მოგვიტანს შედეგს! დიდი მადლობა თემო. ძალიან მინდა, რომ გოგუამ კიდევ ითამაშოს ნაკრებში, მაგრამ თუ მართლა ამბობდა "აქ მინდა თამაში და აქ არა" - ეს მიუღებელია
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა