ესპანეთის ჩემპიონატის მეორე წრე "სანტიაგო ბერნაბეუზე" საინტერესო მატჩით იწყება - "რეალი" და "სევილია" ეკვატორს 33-33 ქულით შეხვდნენ. რაც კარგია ანდალუსიური კლუბისთვის, ვერანაირად ვერ იქნება დამაკმაყოფილებელი "სამეფო კლუბისთვის". ამიტომ, სანტიაგო სოლარის ბედი მადრიდულ კლუბში ბეწვზე კიდია.

"რეალმა" ბოლოს სამეფო თასზეც წააგო - "ლეგანესთან" - 0:1, თუმცა მეოთხედფინალში მაინც გავიდა. ეს ამ სეზონში "რეალის" მე-10 მარცხი იყო ყველა შეჯიბრებაში, რაც 1998/99 წლების შემდეგ "სამეფო კლუბს" არ შემთხვევია. როგორც ჩანს, სოლარისაც კარგად ესმის, რა მდგომარეობაშია - "ლეგანესთან" წაგებული მატჩის შემდეგ მისი პრესკონფერენცია სულ 3 წუთსა და 10 წამს გაგრძელდა!

ამ ორი გუნდის მატჩები მუდამ მხიარულად მიმდინარეობს, უამრავი გოლი გადის. მიუხედავად იმისა, რომ "რეალის" უპირატესობა ბოლო მატჩებში უბრალოდ უზარმაზარია, ბოლო შეხვედრა "სევილიამ" მოიგო და თან 3:0. პირველ წრეში "სანჩეს პისხუანზე" სერხიო რამოსსა და კომპანიას "ბართლომეს ღამე" მოუწყეს - ანდრე სილვამ დუბლი შეასრულა, ანგარიში კი ვისამ ბენ იედერმა გახსნა, ეს ყველაფერი პირველ ტაიმში მოხდა.

მადრიდელებს კვლავ არ ეყოლებათ ტრავმირებული გარეთ ბეილი, რომელსაც სასტარტოში ბრაზილიელი ვინისიუს ჟუნიორი შეცვლის, თუკი დისკვალიფიკაციას არ გამოუწერენ "ბეტისთან" უგვანო საქციელისთვის. ისკო 11-ეულში არ მოიაზრება, გუნდს უბრუნდება ლუკას ვასკესი.

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, სებალიოსი - ლ. ვასკესი, ბენზემა, ვინისიუსი

სევილია (5-3-2): ვაცლიკი - ხესუს ნავასი, კარისო, კიაერი, ს. გომესი, ესკუდერო - სარაბია, ბანეგა, ფ. ვასკესი - ბენ იედერი, ანდრე სილვა.

სხვა მატჩებში ლიდერი "ბარსელონა" "ლეგანესს" მასპინძლობს, მდევარი "ატლეტიკო" კი აუტსაიდერ "უესკას" სტუმრობს. სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა აქვს "ხეტაფესა" და "ალავესის" დაპირისპირებას. მადრიდელები მე-6 ადგილზე არიან, ბასკები - მეხუთეზე.

ფაქტები

"რეალსა" და "სევილიას" შორის ბოლო 12 მატჩი (ყველა ტურნირში) უცილობლად 2.5 გოლზე მეტით სრულდება.

"რეალმა" ბოლო 13 საშინაო მატჩიდან "სევილიას" 12 მოუგო (ყველა ტურნირში).

"რეალმა" ბოლო 11 საშინაო მატჩში (ყველა ტურნირში) "სევილიას" წინააღმდეგ სულ მცირე, 2 გოლი გაიტანა.

"სევილიასთან" ბოლო 10 საშინაო მატჩიდან (ყველა ტურნირში) 9-ში მოიგო, როგორც ტაიმი, ისე მატჩი.

ლა ლიგა. XX ტური

პარასკევი, 18 იანვარი

ხეტაფე-ალავესი 4:0

გოლები: 1:0, 4:0 მატა (33. პენ, 88), 2:0, 3:0 მოლინა (46, 55)

შაბათი, 19 იანვარი

რეალი-სევილია 19:15

უესკა-ატლეტიკო 21:30

სელტა-ვალენსია 23:45

კვირა, 20 იანვარი

ბეტისი-ჟირონა 15:00

ვილიარეალი-ბილბაო 19:15

ლევანტე-ვალიადოლიდი 21:30

რაიო ვალეკანო-სოსიედადი 21:30

ბარსელონა-ლეგანესი 23:45

ორშაბათი, 21 იანვარი

ეიბარი-ესპანიოლი 23:59

ბომბარდირები: 17 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 14 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 12 - კრისტიან სტუანი (ჟირონა); 10 - იაგო ასპასი (სელტა).

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

sdfffff
ეგ თამაშების ყიდვის ბრალია.
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
სეზონს სხვა მწვრთნელი ჩაამთავრებს - "სევილიამ" მატიას ალმეიდა დაითხოვა
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
მიქაუტაძე შევიდა და "თამაში გააკეთა" - როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა