აზერბაიჯანის "დიდი პრიზის" ტურნირი სპორტკომპლექს "სერხედჯში" ხვალ დაიწყება და 8 მაისამდე გასტანს

სპორტში მიზანდასახულ, სწორ მუშაობას რამდენის გაკეთება შეუძლია, ამის ნათელი მაგალითი აზერბაიჯანის "დიდი პრიზის" ტურნირია ძიუდოში, რომელიც ხვალ დაიწყება და 8 მაისამდე გასტანს ოლიმპიურ სპორტკომპლექს "სერხედჯში".

თუ იქაურთა გამოცდილებას გავითვალისწინებთ, ეს ჩვენთვისაც კარგი მაგალითი იქნება. ცალკეული გამონათებების მიუხედავად, ვერ ვიტყვით, რომ მსოფლიოს სპორტს ფეხაწყობილები მივყვებით. სხვას რომ თავი დავანებოთ, დარბაზიც არ გვაქვს, სადაც ამ რანგის ღონისძიებას ჩავატარებთ, აზერბაიჯანელებს კი რამდენიმე აქვთ ასეთი.

არაფერს ვამბობ სასტუმროებსა თუ სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე, შედეგად იქაურები ოლიმპიური განაცხადის წარდგენაზე ფიქრობენ, ჩვენ კი, პრაქტიკულად, ყამირს ვტეხავთ. ამასაც ჯერ უფრო იდეის, სურვილის დონეზე და არა რეალურ-პრაქტიკულად, თანამედროვე ინფრასტრუქტურის შენებით.

ზემოაღნიშნული შეჯიბრება ზუსტად ამავე ვადებში ტუნისში უნდა გამართულიყო, მაგრამ იქ შექმნილი პოლიტიკური არეულობების გამო ბაქოში გადმოიტანეს. ძნელად თუ ვინმე იფიქრებდა, რომ დაძაბულობა აქამდე გასტანდა, მაგრამ მარიუს ვიზერს წინასწარმეტყველის ნიჭი აღმოაჩნდა. შეჯიბრების სხვაგან გადატანა გონივრული გადაწყვეტილება იყო, რასაც ვერ ეღირსა მეორე არეული არაბულ-აფრიკული ქვეყანა - ეგვიპტე, სადაც გასამართი მსოფლიოს თასი საერთაშორისო ფედერაციამ, უბრალოდ, გააუქმა. არადა, სალიცენზიო შეჯიბრება იყო და ძიუდოისტებს ქულების დაგროვების შანსი შეუმცირდათ.

როგორც კი ვიზერს ერთი დასცდა, ტუნისის ტურნირის სხვაგან გადატანას ვაპირებთო, აზერბაიჯანელებმა სიტყვის დასრულება არ აცალეს, ისე შესთავაზეს სამსახური. ჩვენმა მეზობლებმა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციასთან ხომ ჩინებული ურთიერთობა დაამყარეს, ძიუდოს მახვშებთანაც გამონახეს საერთო ენა და ამ პრესტიჟული შეჯიბრების მასპინძლობაც მოიპოვეს. შეგახსენებთ, რომ შარშან მათ მასტერსის ჩატარების უფლებაც ასევე პოსტ-ფაქტუმ, თითქოსდა ყოველგვარი წინაპირობების გარეშე მიიღეს - მათზე საერთოდ არ იყო ლაპარაკი, მაგრამ უცებ ბომბივით იფეთქა ცნობამ, რომ მასტერსს ბაქო უმასპინძლებდა.

სხვათა შორის, იმ შეჯიბრებიდან დაბრუნებული ჩვენი ძიუდოისტები გაკვირვებულები ჰყვებოდნენ იქ ნანახ ატმოსფეროზე. მათ გაკვირვებას იწვევდა როგორც ორგანიზაციული საკითხების მოგვარების მაღალი დონე, ისე საკუთარ სპორტსმენებისადმი ყურადღება და მხარდაჭერა. როცა ბაქომ "დიდი პრიზის"გამართვის უფლება მიიღო, იქაური ნაკრების თავკაცმა აგიარ ახუნდზადემ პირდაპირ განაცხადა, ეს სალიცენზიო ტურნირია და ჩვენს სპორტსმენებს რეიტინგში ქულათა მარაგის შევსების ჩინებული შანსი ეძლევათო. აქედანაც ჩანს, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ თავიანთი ძიუდოისტების წარმატებისთვის, სტუმრებს კი ნამდვილი ჯოჯოხეთი ელოდებათ.

ბაქოს "დიდ პრიზზე", როგორც ამავე სტატუსის სხვა შეჯიბრებებზე, ჩემპიონობა 200 ქულადაა შეფასებული, მეორე ადგილი - 120-ად, მესამე - 80-ად, მეხუთე ადგილოსანი კი 40 ქულას მიიღებს. ამათ გარდა, 1/16-ფინალში გასული ფალავანი 24 ქულას დაიმსახურებს, წინა წრის მონაწილე - 16-ს, ხოლო თუ კიდევ ერთი წრე იქნება საჭირო, იქ მოხვედრილს 8 ქულა დაეწერება. ტურნირის საპრიზო ფონდი 150 ათასი დოლარია. აქედან ჩემპიონის სარგო 3 000-ია, ვიცე-ჩემპიონისა - 2 000, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორების - 1000-1000 დოლარი.

შეჯიბრებები ქალთა შორისაც გაიმართება. 6-ში ვაჟთაგან 60 -66, ქალთაგან კი 48, 52 და 57 წონების წარმომადგენლები იჭიდავებენ, მეორე დღეს 73-81, ქალთაგან კი 63-70-ის მოჭიდავეები ტურნირს კი 8 მაისს დარჩენილი წონების ძიუდოისტები დაასრულებენ.

წინასწარი მონაცემებით, ბაქოში 53 ქვეყნის 800-მდე მონაწილეს ელოდებიან. მათ შორის ძიუდოსთვის ისეთი ეგზოტიკური წარმომადგენლებიც იქნებიან, როგორიცაა პერუ, სენეგალი, გაბონი და ანგოლა. ბოლო წლებში საერთაშორისო ფედერაცია ბევრს აკეთებს ძიუდოს პოპულარიზაციისთვის ისეთ ქვეყნებში, სადაც სპორტის ეს სახეობა არაა პოპულარული. ასეთთა შორისაა აფრიკის კონტინენტიც, სადაც ძიუდო მხოლოდ ჩრდილოეთში, არაბულ ქვეყნებშია განვითარებული, კონტინენტის უდიდესი ნაწილი კი ჯერაც აუთვისებელია. იქ პერიოდულად ეწყობა საწვრთნელი კემპები. ერთი ასეთი კემპი ახლახან გაბონში დასრულდა, ძიუდო კი უკვე "შავ კონტინენტზეც"ნელ-ნელა იკიდებს ფეხს. შეგახსენებთ, რომ იქაურები თბილისის ტურნირზეც ლამის ყოველწლიურად ჩამოდიან - ყოფილან ნიგერიელები, კოტ-დივუარელები, სენეგალელები...

იქნებ ზემომოყვანილი ციფრები მონაწილეთა რაოდენობის შესახებ გადაჭარბებულიცაა, თუმცა ბევრად ნაკლებიც არ იქნება ანუ მართლაც შთამბეჭდავი შეჯიბრება გამოვა. მასპინძელთა სამწუხაროდ, ტურნირს მთავარი ხიბლი დააკლდება - არ იქნებიან იაპონელები და კორეელები. სხვა წამყვანი გუნდები კი ჩავლენ და თანაც - უძლიერესი შემადგენლობებით, მაგრამ ეს მათთვის არც ისე დიდი შვებაა. ცალკეულ ცნობილ ფალავანთაგან ვისი დანაკლისიც აზერბაიჯანულმა მედიამ გამოიტირა, როგორც შეჯიბრების დანაკლისი, ეს ჩვენი გაბერძნებული თანამემამულე ილიას ილიადისია (90) - მსოფლიოს ჩემპიონატისთვის უკეთ მომზადების მიზნით, მან ამ ტურნირის გამოტოვება არჩია. ჯერჯერობით არაა ცნობილი, ჩავა თუ არა ბაქოში მოლდოველი სერგეი ტომა (81), რომელმაც სტამბოლში ევროპის ჩემპიონატის ფინალი აზერბაიჯანელ ოლიმპიურ ჩემპიონ ელნურ მამადლისთან დათმო. თუმცა მოლდოველმა ამ წაგებითაც იხეირა - მოლდოვურმა ფედერაციამ კიშინიოვში ოროთახიანი ბინით დაასაჩუქრა, ადგილობრივმა სპორტისა და ახალაგაზრდობის სამინისტრომ კი 3 000 ევროთი დააჯილდოვა.

საინტერესოა, რომ მოლდოვისთვის ეს იყო პირველი მედალი 1997 წლის შემდეგ, ხოლო ტომა თუ მსოფლიოსა და ოლიმპიადაზეც მოიპოვებს მედლებს, ორივე წარმატებისთვის სათითაოდ შეჰპირდნენ ბინებს. "იქნება სამი მედალი? ჩვენს მოგცემთ სამ ბინას"- სახალხოდ მიმართა სპორტსმენს მოლდოვის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა ვიაჩესლავ მანოლაკმა. "როცა ვჭიდაობ, მაშინ მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობ და არა ბინებსა და ფულზე. ახლა ჩემი მიზანია, მოვიპოვო მედალი მსოფლიოს პირველობაზე, მოვხვდე ოლიმპიადაზე და იქაც წარმატებით გამოვიდე"- განაცხადა სანაცვლოდ ტომამ.

"წინასწარ მაფრთხილებდნენ: "ხომ მართლა იქნები ბაკურიანში შეკრებაზე?". დავეჭვდი, ასე რატომ მაფრთხილებენ-თქო" - ბექა ღვინიაშვილმა ძიუდოს კარიერის დასრულების მიზეზზე ისაუბრა
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა