ტრავმის შემდეგ შედეგიანად დაუბრინდა მოედანს ვილი ისიანი, რომელსაც “დეტროიტ ტიტანსის” შემადგენლობაში ამერიკის სტუდენტურ ლიგაში დებიუტი 5 იანვარს ჰქონდა და სწორედ იმ მატჩში მიღებული ტრავმის გამო მომდევნო 2 შეხვედრა გამოტოვა. შეგახსენებთ, რომ სადებიუტო მატჩში ვილიმ 11 წუთში 9 ქულა ჩააგდო.

გასულ მატჩში კი ისიანი მოედანს დაუბრუნდა და 15 წუთში 12 ქულა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ისევე როგორც სადებიუტო შეხვედრაში, ვილიმ ამჯერადაც მხოლოდ სამქულიანებით შეაგროვა მონაგარი. “დეტროიტმა” “ოკლენდ გრიზლისს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 73:79 დამარცხდა. ქართველი ფორვარდი სათადარიგო იყო და მოედანზე 15 წუთით გამოჩნდა. ამ დროში ვილიმ 9-დან 4 სამქულიანი ჩააგდო და 12 ქულას 2 მოხსნაც მიამატა. მატჩისშემდგომ ინტერვიუში დეტროიტელთა მწვრთნელმა ქართველი ლეგიონერის კარგი თამაში გამოარჩია.

ისიანის გუნდს 10-გუნდიან “ჰორაიზონის” კონფერენციაში 5 მოგების წილ 2 მარცხი აქვს და 2-3 ადგილებს “ოკლენდთან” იყოფს. მომდევნო მატჩს დეტროიტელები ჩიკაგოში, ილინოისის საუნივერსიტეტო გუნდ “ფლეიმსთან”, 25 იანვარს გამართავს.

მომზდებულია GBF.GE-ს მიხედვით

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ვილი ისიანის 3 ქულა - ქართველის "დეტროიტი" 2-ქულიანი სხვაობით დამარცხდა
მამუკელაშვილმა და ბეჟანიშვილმა NCAA 11-11 ქულით და მოგებებით დაიწყეს [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XII ტური. "სიონმა" "დილას" 2:1 მოუგო [VIDEO]
ეროვნული რადარი – ქართველი კალათბურთელების ოკეანგაღმური ამბები
ვილი ისიანის გამორჩეული მატჩი NCAA-ში
ვილი ისიანმა რეგულარული ჩემპიონატი 14 ქულით დახურა და პლეი-ოფისთვის ემზადება