რუსთავის "ხარები", ისევე, როგორც შარშანდელ სეზონში, ამჟამადაც უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის. საკმაოდ ახალგაზრდული, საინტერესო მორაგბეებით დაკომპლექტებული გუნდი ვერაფრით ახერხებს, რუსთავულ რაგბის ოდინდელი დიდება დაუბრუნოს...
რუსთავის "ხარები", ისევე, როგორც შარშანდელ სეზონში, ამჟამადაც უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის. საკმაოდ ახალგაზრდული, საინტერესო მორაგბეებით დაკომპლექტებული გუნდი ვერაფრით ახერხებს, რუსთავულ რაგბის ოდინდელი დიდება დაუბრუნოს. არადა, საქართველოს ნაკრებში ამ ქალაქში დაფრთიანებული მორაგბეები ამჟამადაც მრავლად თამაშობენ.

"ხარები", რომლის მწვრთნელთა შტაბში ახლახან ცვლილებები მოხდა, საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა და აქტივში მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს. რუსთაველები თასის გათამაშებაშიც ვერ გამოვიდნენ კარგად და ასპარზობას მეოთხედფინალიდან გამოეთიშნენ. კლუბში არსებულ პრობლემებსა და სამომავლო მიზნებზე აღმასრულებელ დირექტორს დავით კაკაბაძეს ვესაუბრეთ.

- საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრეში გუნდის თამაშით, ცხადია, უკმაყოფილონი ვართ. შვიდი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მოვიგეთ. არადა, გუნდს პოტენციალი ბევრად მეტი აქვს. მართალია, ყველაფერთან ერთად მოთამაშეთა ხშირმა ტრავმიანობამაც შეგვიშალა ხელი, მაგრამ, დარწმუნებულნი ვართ, გუნდს გაცილებით უკეთესად უნდა ეთამაშა. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ გაწბილებულები დავრჩით.

- რა მიზანი დაუსახეთ გუნდს სეზონის წინ და რა გააკეთა ხელმძღვანელობამ მის მისაღწევად?

- მიზანი შარშანდელზე უკეთესი შედეგის მიღწევა იყო. გახსოვთ, ალბათ, "ხარები" ბოლოსწინა ადგილზე გავიდა და უმაღლეს ლიგაში დასარჩენად პლეი ოფში მოუწია თამაშმა. შარშან პირველი წრის შემდეგ ორი მატჩი გვქონდა მოგებული და ბოლოსწინა დგილზე ვიყავით. წლეულს მდგომარეობა უფრო მძიმეა.

ასე რომ არ ყოფილიყო, გუნდის ხელმძღვანელობამ ყველაფერი იღონა. მოთამაშეებმა ვერ შეძლეს თავიანთი პოტენციალის ბოლომდე გამოვლენა. მათ გაცილებით მეტი შეუძლიათ.

- გუნდმა მხოლდ ერთი გამარჯვება მოიპოვა, თანაც ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ "ვისოლი\ყოჩებთან". "ხარებმა" ლიდრთა რისხვის სახელი შარშანდელი სეზონიდან დაიგდო, როცა პირველივე ტურში მაშინდელი ჩემპიონი, თბილისის "ლოკომოტივი" დაამარცხა. რით შეიძლება ეს აიხსნას?

- ძნელი სათქმელია. სავარაუდოდ, აქ მთავარი ფსიქოლოგიური მომენტია. როგორც ჩანს, ჩვენი მორაგბეები ლიდერებთან თამაშში მეტად ინდომებენ, რაც მათი პოტენციალის სრულ გამოვლენას უწყობს ხელს. ეს, ერთი მხრივ, კარგია, მაგრამ ძალების ასეთივე კონცენტრაცია გუნდს ყველასთან უნდა შეეძლოს. ვეცდებით, ამ მიმართულებით ბევრად მეტი ვიმუშავოთ.

- თქვენ აქამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი იყავით. ამჟამად კი აღმასრულებელი დირექტორი ხართ. ვინ მოამზადებს გუნდს ჩემპიონატის მეორე წრისთვის?

- "ხარების" მწვრთნელი ზაზა ხუციშვილი იქნება. ალბათ, გახსოვთ, რომ სეზონის დაწყების წინ თვრამეტწლამდელთა ნაკრებთან ვმუშაობდი. ამიტომ გუნდი ჩემპიონატისთვის მან მოამზადა. მე საწვრთნელ პროცესს ჩამოცილებული ვიყავი და ამიტომ გადავწყვიტეთ, საქმე ბოლომდე მან მიიყვანოს. ჩემი ფუნქცია ამჟამად საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტით შემოიფარგლება. პარალელურად "ხარების" ბავშვთა გუნდებსაც ვწვრთნი.

- "ხარებმა" ვერც საქართველოს თასის გათამაშებაში შეძლო დამაკმაყოფილებელი შედეგის ჩვენება...

- დიახ, თასის გათამაშებას მეოთხედფინალიდან გამოვეთიშეთ. სამწუხაროა, მაგრამ ნახევარფინალისკენ გზა ჩემპიონატში უშუალო კონკურენტმა "ბათუმი XV"-მ გადაგვიკეტა. სტუმრად თამაშში ორი ქულის სხვაობით - 18:20 წავაგეთ. არადა, ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, რომ მოგებაც შეგვეძლო.

- შვიდკაცა რაგბის ჩემპიონატი წლეულს პირველად ტარდება რამდენიმე ეტაპად. მეორე ეტაპზე "ხარებს" მონაწილეობა არ მიუღია...

- იმიტომ, რომ იმ დროისთვის, როცა მეორე ეტაპის გამართვა გადაწყვიტეს მორაგბეები შვებულებაში იყვნენ წასულნი. არადა, პირველ ეტაპზე, რომელიც გაზაფხულზე, საქართველოს ჩემპიონატის დაწყების წინ გაიმართა, მე-5 ადგილი დავიკავეთ. მაშინ გუნდმა მშვენივრად ითამაშა და კმაყოფილნი ვიყავით.

შვიდკაცა რაგბი ძალიან სასარგებლოა გუნდის უკანა ხაზის მოსამზადებლად. მოთამაშეები მეტ გამოცდილებას იღებენ, თამაშს უფრო ხვეწენ და, ვფიქრობ, შვიდკაცა რაგბის საქართველოს ჩემპიონატის რამდენიმე ეტაპად ჩატარება კარგი წამოწყებაა. ოღონდ საჭიროა, ამ ეტაპების გამართვის დრო სწორად შეირჩეს.

- რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, "ხარებს" საკმაოდ სოლიდური სპონსორი ჰყავს და მალე სარაგბო ინფრასტრუქტურის საკითხიც დადებითად გადაწყდება...

- "ხარების" სპონსორი "ჰაიდელბერგცემენტია". დიდ დახმარებას გვიწევს ქალაქის მერიაც. სწორედ მათი უშუალო ხელშეწყობითაა, რომ რუსთავში სარაგბო სტადიონის მოსაწყობად ტერიტორია გამოიყო და მალე მშენებლობაც დაიწყება. ასე რომ , ამ მხრივ პრობლემა ნაწილობრივ მოგვარებულია.

- საქართველოს ჩემპიონატი დაახლოებით თვენახევარში განახლდება. "ხარებს" უძნელესი მეორე წრე ელის. რა ცვლილებებია მოსალოდნელი შემადგენლობაში და როგორ აპირებთ ურთულესი ბრძოლებისთვის მზადებას?

- მართალია, სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე ვართ, მაგრამ ყველაფერი დაკარგული არ არის. მეორე წრის პირველივე შეხვედრა რუსთავში უშუალო კონკურენტ "ბათუმი XV"-სთან გვაქვს. ფარ-ხმალის დაყრას არც სხვა გუნდებთან ვაპირებთ. იოლად არაფერს დავთმობთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ.

რაც შეეხება ცვლილებებს, "ბათუმი XV"-დან გადმოვიდა პირველხაზელი სერგო მოქია, რომელიც ამ სათამაში რგოლში არსებულ ხარვეზს აღმოგვიფხვრის. სხვა ცვლილება მოსალოდნელი არ არის. საწვრთნელ შეკრებას 22 აგვისტოდან, სავარაუდოდ, მანგლისში მოვაწყობთ. ვეცდებით, კარგად მოვემზადოთ და უძლიერესთა შორის ადგილი შევინარჩუნოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა