"სპორტ-ექსპრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში "სპარტაკის" მცველმა გიორგი ჯიქიამ ქართველი ნახევარმცველის, ჯანო ანანიძის "კრილია სოვეტოვში" იჯარით გადასვლაზე გააკეთა კომენტარი.

- გუნდიდან სამედოვი და ანანიძე წავიდნენ. თქვენი რეაქცია? თქვენ ხომ ახლო ურთიერთობა გქონდათ?

- გული დამწყდა. ჩვენ ერთად ხშირად ვიყავით და არა მხოლოდ ბაზაზე და მოედანზე. არ დავმალავ, საწყენია. როდესაც აქ მოვედი, სწორედ ჯანო დამხვდა, ასე ვიტყვი, ჩემი მეურვე იყო. მიმიღო, ყველაფერი მაჩვენა, კოლექტივში შემიყვანა. მე და სამედოვი ერთად მოვედით და მასთან ჩინებული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, დავმეგობრდით. გაგებით მოვეკიდე მწვრთნელების გადაწყვეტილებას, ასეთია ფეხბურთელის ცხოვრება, ყველას დაუდგება განშორების მომენტი, თუმცა მაინც გულდასაწყვეტია. ყოველდღე ვუკავშირდებით ერთმანეთს. მთავარია, ჯანმრთელად ვიყოთ და ვითამაშოთ. ჯანოს აქ ველი - 100%-ით.

- მას "როსტოვში" იჯარა წაადგა.

- იყო ასეთი პერიოდი, მაგრამ მგონია, ჯანოს კიდევ შეუძლია "სპარტაკისთვის" სასარგებლო იყოს.

- რატომ?

- ჩვენი გუნდის მწვრთნელის კონონოვის სათამაში სტილი ჯანოსთვის ზედგამოჭრილია. პასი, ქუსლური, შერბენები. რუსეთში ეს მას ლამის ყველაზე უკეთ ეხერხება. ის შესაძლოა, აქ საუკეთესო ათიანია... ვეცდები ბაზაზე მის ნომერში არავინ ან შესახლდეს. ჩვენი ოთახები გვერდიგვერდაა, ყველაფერს დავინახავ.

- მელქაძეს მეურვეობთ?

- მაგას არავის მეურვეობა არ სჭირდება, იქით გაუწევს მეურვეობას ყველას!

- მთლად ასეა საქმე?

- ყოჩაღია, ბევრს შრომობს, "მოედანს ხნავს", შანსს ეჭიდება. ახალბედა არაა და ყველაფერი ესმის. კარგია, რომ მას ყურადღება მიაქციეს. ვეუბნები - ეცადე, ყველაფერი შენზეა დამოკიდებული.

- თვითდაჯერებულად გამოიყურება.

- დიახ, თავხედი თავდამსხმელია. მომწონს, რომ მშიშარა არაა. ორთაბრძოლას არ უფრთხის, აგრესიულია. ჩემს გვერდით იყოს და ყველაფერი კარგად იქნება.

- გარეგნულად იგუაინს ჰგავს.

- კი, ჰგავს, ოღონდ იგუაინს ცოტა უფრო დიდი ღიპი აქვს.

ხვიჩა
ისე სინდის ნამუსი სულ დაკარგეთ, ჯიქიაზე და ანანიძეზე წერთ ყველაფერს ცუდს, ისინი მეგობრები არიან და დარჩებიან, თქვენ იკითხეთ ვისაც გშურთ და ცუდს წერთ მაგათზე.
Hm
არ წავსულავარ ღრუსეთში და არცარასოდეს წავალ! მაგრამ ეს ჯიქია რომ ღამურაა ამაზე საუბარიც ზედმეტია!!
გოგა
სოსო. გეთანხმები! აქ ყველა მაგარია და პატრიოტი.
soso
ნებისმიერი თქვენგანი რუსეთში კი არა იმის იქეთ წავა ოღონდ ფული იშოვოს და არ გინდათ ეხლა პატრიოტობანას თამაში აქ ყოვედღე ერთმანეთს რო ხოცავენ ეგეც რუსების ბრალია ?

სპორტული სიახლეები წერეთ და არა ჯიქიას და ანანიძის ნოსტალგიები. მეგობრობის დღიურია თუ სპორტული საიტი ????
Erekle
Moqalaqe ara, qveyanaa okupanti xaro
ბათუმი
არა, ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები არიან!
ჰმ!
არ არსებობს ორი რუსეთი. ეგენი ყველა ერთია. საქმე საქმეზე რომ მიდგება პირველი ეგენი გამოგვითხრიან ძირს.
ხარი
რუსეთის ყველა მოქალაქე ოკუპანტია?
შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
გიორგი ჯიქიას უგუნდობა დასრულდა
გიორგი ჯიქია კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"ჯიქიას რომ ქართული პასპორტი ჰქონდეს - რუსს მეორეხარისხოვნად მიიჩნევენ" - საფეხბურთო აგენტი
ჯიქია დიდ გასამრჯელოს ითხოვს და შესაძლოა, ტაბიძის თანაგუნდელი გახდეს
"ანთალიასპორს" ჯიქიას მოშორება უნდა