საქართველოს ძიუდოს აღმასკომმა დადგენილება მიიღო ფინანსური სახსრების ეფექტურ გამოყენებასთან დაკავშირებით ეროვნულ ნაკრებთან მიმართებაში.

1. ოლიმპიური ციკლის აქტიურ ფაზაში შესვლის გამო მოხდეს ფინანსური რესურსების მაქსიმალური მიმართვა ეროვნული ნაკრები გუნდის კუთხით სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებ გუნდებსა თუ განსახორციელებელ პროგრამებთან შედარებით.

2. ჯანსაღი კონკურენციის შექმნის უზრუნველყოფის მიზნით ნაკრები გუნდის მთავარ მწვრთნელს მიეცეს რეკომენდაცია 2019 წლის ევროპის ოლიმპიური თამაშებისთვის გუნდის შერჩევის დროს კონკურენციაში მყოფ თითოეულ სპორტსმენს მისცეს თანაბარი და რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა საერთაშორისო შეჯიბრებზე და ამავე შეჯიბრებზე მიბმულ საერთაშორისო ერთობლივ შეკრებებში მონაწილეობის.

3. მეორე პუნქტში ჩამოყალიბებული მიზნის უზრუნველსაყოფად ნაკრები გუნდის დაკომპლექტებამდე (პირობითად ანტალიის გრან-პრის ჩათვლით, ზუსტ თარიღს განსაზღვრავს მთავარი მწვრთნელი) არარეკომენდირებულად იქნეს მიჩნეული საქართველოში შიდა შეკრების ჩატარება, რა დროსაც დაზოგილი თანხა, გარდა შეჯიბრებისა ამავე დროს მიმართულ იქნას საკლუბო ჩემპიონატის საპრიზო ფონდის გაზრდის კუთხით.

4. საკლუბო ჩემპიონატის საპრიზო ფონდი გაიზარდოს და განისაზღვროს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარით. აღნიშნული საპრიზო ფონდის ზრდა 70%-ით მოხდეს უფროს ასაკში გასამართ საკლუბო პირველობასთან მიმართებაში, რაც მისცემს საშუალებას ოფიციალურ შეჯიბრებზე (ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიოს ჩემპიონატი, ოლიმპიური თამაშები) ვერმოხვედრილ სპორტსმენებს ძიუდოსადმი ინტერესის არათუ დაკარგვის, არამედ კიდევ უფრო გაღვივების, მათი შემოსავლის და საშეჯიბრო პრაქტიკის გაზრდის კვალობაზე.

5. ზემოაღნიშნული ასევე ხელს შეუწყობს პირადი მწვრთნელების ჩართულობას მათი შეგირდების კონკურენციის პერიოდში მომზადების დროს, ხოლო ამ პერიოდისთვის მთავარ მწვრთნელს მისი თანაშემწეების დახმარებით მიეცემა მზადების პროცესზე დაკვირვების და კონტროლის საშუალება. ზემოაღნიშნული ასევე გამოიწვვეს ისეთ დადებით ეფექტს, როგორიცაა სხვადასხვა კლუბებსა თუ დარბაზებს შორის კონკურენციის ზრდა.

6. გამონაკლისის სახით ზემოაღნიშნული პუნქტები არ გავრცელდეს 23 წლამდეთა ნაკრების იაპონიაში უკვე დაგეგმილ შეკრებასთან დაკავშირებით (10.02 – 28.02) რამეთუ მისი გაუქმება გამოიწვევს ფედერაციის ფინანსების არაეფექტურ ხარჯვას, გამომდინარე გარკვეული ხარჯების უკვე გაღების გამო.

გიორგი
კარგია,რომ ძიუდოში მეტი ფული იდება და უკეთ ფინანსდება. ეს რამდენიმე წელი სტაბილურად უნდა განხორციელდეს და ვთქვათ ოლიმპიადის შემდეგ ტაქტიკა არ უნდა შეცვალონ. უბრალოდ ამ შემთხვევაში ეჭვი მაქვს, რომ საქართველოს ჩემპიონატში წარმატებული სპორტსმენები, ვისაც შეიძლება ნაკრების ძირითად შემადგენლობაზე "უარი ათქმევინონ" სწორედ ამ საკლუბო ჩემპიონატში გაზრდილი პრიზებითა დახელფასებით შეეცდებიან მათ გაჩუმებას. აქამდეც ვთვლიდი და ახლაც ვთვლი, რომ საქართველოს ჩემპიონი იმსახურებს მინიმუმ გარანტირებულად ევროპის ჩემპიონატზე გასვლას. ის რომ რამდენჯერმე გახდე საქართველოს ჩემპიონი და მაინც არ გაგიშვან არც ევროპაზე და არც მსოფლიოზე, ესაა ის დიდი უსამრთლობა რაც ღუპავს ქართულ ძიუდოს
aburjga
ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ქართულ ჭიდაობაშიც!!!!!!!!!!!!!!!! ქართული ჭიდაობა იყო და უნდა იყოს ძიუდოისტების სამჭედლო!
[VIDEO] ქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე - ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ავსტრიის გრან-პრიზე ქართული ფინალი შედგება
[VIDEO] პირველი დღე უმედლოდ - მარგველაშვილი ავსტრიის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო