ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ზურაბ დათუნაშვილი: ფედერაციიდან მამაო გამომიგზავნეს, რომელმაც მითხრა, პრივილეგირებული იქნებიო

ზურაბ დათუნაშვილი: ფედერაციიდან მამაო გამომიგზავნეს, რომელმაც მითხრა, პრივილეგირებული იქნებიო

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ორგზის ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის გირაოთი გათავისუფლების შემდეგ პრესკონფერენცია მოაწყო.

სპორტსმენის თქმით, ფედერაციიდან მამაო გამოუგზავნეს, რომელმაც გაჩუმება სთხოვა და სანაცვლოდ პრივილეგირებულ მდგომარეობას დაჰპირდა.

"მისი დაჭერა არავის სურდა. უბრალოდ, შეეძლო, რომ თანამდებობაც დაეტოვებინა და ვიცი, რომ თანამდებობასაც დატოვებს. განცდა მაქვს, რომ სიმართლე იზეიმებს. ჩვენი თანამშრომლობა შეუძლებელია. ამის მიზეზებია: არასწორი მმართველობა, ძალადობრივი, არასპორტული ურთიერთობებით დაბლოკვა ადამიანების. მისი განცხადება, რომ მისი წასვლით ქვეყანა დაინგრევა, აჩვენებს, რომ სხვა რეალობაში ცხოვრობს. ბიჭების შრომას თვითონ იბრალებს. მე არ მომითხოვია არავის მხარდაჭერა, ეს ადამიანები ურეკავენ ძიუდოისტებს, ეუბნებიან - მოდით, დაგვიდექით გვერდშიო. ასე კრებენ ამ ხალხს.

ფედერაციიდან მამაო გამომიგზავნეს, რომელმაც მითხრა: ზურაბ, პრივილეგირებული იქნებიო. გავჩუმდეთ, ხმა არ ამოვიღოთო. ალბათ, იმის ეშინიათ, რომ საზოგადოებამ გაიგოს. მითხრა, ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდაო, ყველა ტურნირზე შენ წახვალო. მე კი ვუთხარი: ზუსტად ამ პრივილეგიაზე მაქვს პრეტენზია, რომ არ უნდა იყოს ფედერაციაში პრივილეგიები, რატომ უნდა იყოს ისე, როგორც მე მინდა? უნდა იყოს სამართლიანად.

დრო მოვა და გამოჩნდებიან ჩემი თანამოაზრეებიც, ამ ეტაპზე ამას მე ვითხოვ. მე ვერ შევურიგდები ისეთ ადამიანს, ვისი განწყობაც ვიცი. ფორმალურად რომ შევურიგდე, ხომ ვიცი, რომ ასეთი განზრახვები ამოძრავებს.

ასეთი დაპირისპირების შემთხვევა, მე მგონი, ისტორიაში პირველია, როდესაც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი რკინის ნივთს იყენებს სპორტსმენის მიმართ. ამ ფედერაციის სათავეში ვინც არიან, ის ხალხი, ვინც განსხვავებულ აზრს გამოთქვამს, მტერი ჰგონიათ და მიდის ამ "მტრის" ყველანაირად დაჩაგვრა. მე შემეძლო, რომ ფედერაციაში ვყოფილიყავი ხელშეუხებელი, მექნებოდა ყველაფერი, ვიჭიდავებდი, მაგრამ ასე არ მინდა.

ორ ადამიანს შორის იყო კონკურენცია, ვინ წავიდოდა მსოფლიო ჩემპიონატზე. ის ადამიანები ვერ იძახიან ალბათ. ერთ ადამიანს ეკუთვნოდა, ვინც არ იყო მათი მოსწავლე, მათ კი სურდათ, იმ ადამიანისთვის მიეცათ შანსი, ვინც მათი მოსწავლე იყო და არ ეკუთვნოდა. ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელი წავიდოდა. ორივე ჩემი მეგობარია. მე ჩემი აზრი ვუთხარი და ჩემი სიმართლე არ მოვიდა მწვრთნელთან თანხვედრაში.

ჩემთვის უნდა მოეცათ შანსი, რომ დამემტკიცებინა მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემი წასვლა და ვიბლოკებოდი. ეს ზაფხულში დაიწყო. ახლა ვაგრძელებ ვარჯიშს ჩემს პირად მწვრთნელთან ერთად.

არ ვაპირებ საქმეების გარჩევას, სამართლებრივად ვაპირებ ყველაფრის გარკვევას. მე სრულიად აპოლიტიკური ადამიანი ვარ. ძალით ცდილობენ, რომ ყველაფერი პოლიტიკისკენ წაიყვანონ.

ძალადობა ჩემი მისამართით, გეგეშიძის გარდა, სხვა გაურკვეველმა ხალხმაც განახორციელა. ჩვეულებრივად დავიკითხე და მოვყევი ყველაფერი, რაც რეალობა იყო", - ამბობს ზურაბ დათუნაშვილი.

უბედურება ისაა, მეზღაპრეების უფრო გჯერათ, ვიდრე ეკლესიის

• ირაკლი

უკვე ტვინი შეჭამეს ამათაც და ძიუდომაც. ცოტა ხანი უნდა დასვა ბიუჯეტის დიეტაზე და რომ შემოაკლდებათ კარმუშკა მერე მოვლენ ჭკუაზე. ამ ფედერაციის პრეზიდენტებს თავი მაო ძე დუნები ხომ არ გონიათ? სპორტის სამინისტროს ერთი ხელის მოსმით შეუძლია დაალაგოს ეს თემა და შექმნას ისეთი სისტემა რომ დედის ახევა არ დაჭირდეს გამარჯვებულის და დამსახურებული სპორტსმენის გამოვლენას.

• Gu

გრუზინიზმი:D, პუტინის ბრალია ასე ეო მოხდა, ან მიშასი

• მათრახი_

“გრუზინიზმი” უნდა მოისპოს. ნამდვილი ქართველი ვაჟკაცების ავტორიტარული რეჟიმი უნდა დამყარდეს.

• ერთი რიგითი ქართველი, ბესო შიოშვილი

ზურა დათუნაშვილის ნაირი ადამიანები რომ არსებობენ, იმიტომ გვქვია ერი!

• lsd

ხალხის პოზიცია ხო გასაგებია ? ა რა ?

• maiam

ზურა შენ ხარ სპორცმენი,თავმოყვარე სამართლიანი.გეგეშიძე კი ჩვეულებრივი მოძალადე ზონდერია.მორჩა გათავდა

• tngh

ძალიან ბევრი ნაც/ნობი "პოჩერკია"...

• გიორგი

სტატია და კომენტარების წაკითხვის შემდეგ ესეთი შთბეჭდილება შემექმნა რომ იმის მერე რაც ქურდები აღარ აგვარებენ საქმეებს მამაობმა ჩაანაცვლეს; სახელმწიფოს სამართალი და კანონი ისევ გამოტოვებულია. სატირალი რომ არ იყოს სასაცილო იქნებოდა.

• gio

სიმართლე თავისას ყოველთვის გაიტანს, არ შედრკე მეგობარო.

• eka

ძალიან კარგად აზროვნებს, აბა რა ყველგან რომ ჩაწყობებია, იმიტომ ვართ დღეს მშვენივრად, ყველა ნაძირალა ხელმძღვანელი უნდა გამოაშკარავდეს

• zmo

თუ სიმართლეს ამბობს ეს ნიშნავს რომ საქართველოში კიდევ დარჩენილან წესიერი ხალხი და გვქონია შანსი გადარჩენის, მცირედი, რადგან მისნაირები სამწუხაროდ ცოტანი დარჩა ქვეყანაში და რაიცი იქნებ როდესმე სახელმწიფოს სათავეშიც მოექცეს ეს ხალხი და გვეშველოს

• daviti

ყველაზე მეტად ის მომწონს ამ ბიჭში რომ შერიგებაზე და კულოსებში მიჩუმათებაზე არ მიდის, ეგეთი ძიუდოს ფედერაციაში რომ გვასიამოვნეს გვეყ

• გატუზო

მაგ მეთოდს ლიპო და კოიყენებს. მიუგზავნეს მღვდელი გორელებს შესარიგებლად. ოღონდ იაპონიის ჩხუბამდე. გორელებმა ჩვენ რა შუაში ვართ, მარა თუ ძაან გინდათ ქევხიშვილიც იყოს მაგ შეხვედრაზეო და უარი უთხრეს რებელებმა :D

• martlaaa

მაგრა ჯანსაღად მსჯელობთ ორვე. მაგაზეა ნათქვამი მიდი და შეეცილეო.

• aburjga

კარგი ბიჭია დათუნაშვილი, ყველაფრამდე მაგარია! მაგრამ შერიგების წინააღმდეგი ნუ წავა, ჩემი თხოვნაა!

• გიორგი

ეს ბიჭი ისე საღად და სწორედ აზროვნებს რომ მეცოდება კიდეც აქაურობისთვის. არ გაახარებენ; აქ მამაო-დედაოს მიგზავით 'აყომარებენ' საქმეებს. სამწუხაროა, მაგრამ ეგრეა, ჩვენი რეალობაა.

• auh

ქევხიშვილს შემოუთვლია ეს რაკაი მეთოდები გქონიათ რატო არ მასწავლეთოო

• musi

ზურა ჯიგარო არ დანებდე. აქ ბევრს დაწერენ. ნასეტკობს და რა კაცური საქმეაო. რეებს ბაზრობსო. შერიგდნენო. დაიკიდე. ახლა მართლა არის შანსი შეცვლის! ეგ ძველბიჭების ბანდა მოცილდეს მაქაურობას და ბევრად კარგი შედეგი იქნება. კარგი კაცი ხარ!

• აზრი

ეს ბიჭი დანიშნეთ ფედერაციის ხელმძღვანელად.

ამათი ტვინი მეტს ვერ ქაჩავს და გიკვირთ? უბრალოდ ძალიან სირცხვილია და მომაბეზრებელი ამათზე საუბარი. რა ჰგონიათ მართლა თავი?

• გატუზო

მოდი და მიედავე რამეში? ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი, რატო უნდა იყოს გეგეშიძის მხარეს, ვერ ვხვდები

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა

ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა

რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია

"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

"მივიღე გადაწყვეტილება, ჩავერთო პოლიტიკაში, იმიტომ, რომ..." - ზურაბ დათუნაშვილი ნიკა გვარამიას დაფუძნებულ გუნდს უერთდება

გამარჯვებას ნიკა მელიასა და ძმებ წულუკიძეებს ვუძღვნი - ზურაბ დათუნაშვილი

ზურაბ დათუნაშვილი: გეგა გეგეშიძემ უარი განუცხადა სერბულ მხარეს, რომ მსოფლიოზე მეასპარეზა

დათუნაშვილმა სერბეთს ბრინჯაო მოუპოვა

ადვოკატის განცხადებით, ზურა დათუნაშვილის ნოტარიულად დამტკიცებულ წერილში აღნიშნულია, რომ დათუნაშვილი და გეგა გეგეშიძე მორიგდნენ და დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს

ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს

newposts.ge: 20 წლის პოლიციელის მკვლელი პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძის რეკომენდაციით შეიწყალა

სერბებმა დათუნაშვილი დააფასეს - საპატიო სპორტსმენობა

"ბრავო, ოსტატო!" - როგორ მიულოცა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ზურაბ დათუნაშვილს ოლიმპიური მედალი [PHOTO]

გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

"რა ჭიდაობის და კრივის ფედერაციები, რა სუმო?" - დავით ჯაფარიძე გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს