ზამთრის შესვენების შემდეგ, 2018/2019 წლების დიდი 10-ი „შევარდენზე“ დედაქალაქური დერბით განახლდა. აუტსაიდერი ‘არმია’ მოქმედ ჩემპიონ ‘ლოკომოტივთან’ ვერაფერს გახდა, ოთხი ლელო გაუშვა და 9:28 დამარცხდა.

ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა ბონუსიც ჩაიწერა და გასული წლის მიწურულს დაკარგული მეორე ადგილი დაიბრუნა.

ანგარიში არმიელებმა ბახვა კობახიძის ჯარიმით გახსნეს, თუმცა ‘ლოკომოტივმა’ ტემპს იქვე მოუმატა, ვახტანგ ამირანაშვილმა ხაზი გაჭრა, შებოჭილმა ზურაბ ძნელაძეს ოფლოუდი გაუხერხა და მისი ლელო ბექა წიკლაურმა მე-8 წუთზე გარდასახა. ‘ლოკომოტივი’ სრულად დაეუფლა სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას, ტაიმის შუაში მოლი ააგორა და ის ირაკლი ქვათაძის ლელოთი დასრულდა, ხოლო წიკლაური არც ამჯერად შეცდა.

4 წუთში ჩემპიონებმა დერეფნიდან კარგი კომბინაცია გაითამაშეს, ბურთი ხაზზე სწრაფად გაიტანეს, ლევან გოგოლაშვილმა ხაზი სუფთად გაჭრა და ლელომდე 35 მეტრი ირბინა, ხოლო წიკლაურმა ანგარიში 21:3 გახადა. ტაიმი ასე დასრულდა, თუმცა მანამდე, გაწითლებულ დროზე, გუნდური ჩხუბი ატყდა და ლაშა გედეხაური და შალვა ზვიადური წითელი ბარათებით დაისაჯნენ.

მეორე ტაიმი პირველის მსგავსად დაიწყო, ოღონდ ამჯერად კობახიძემ ორი ჯარიმა გაიტანა და სხვაობა 12 ქულამდე დაიყვანა. მალე დაჩი კოპაძე სინბინით დაისაჯა, თუმცა კაცნაკლულმა ‘ლოკომოტივმა’ მოახერხა ინიციატივის დაუფლება, ხოლო მეორე ტაიმის შუაში, ორი წუთის ინტერვალში, ‘არმიამ’ სინბინით თორნიკე გოგლიძე და საბა ნიკოლავა დაკარგა. 14-მა რკინიგზელმა ორკაციანი უპირატესობა 67-ე წუთზე გამოიყენა და ზვიად მაისურაძემ 5-მეტრიანი შერკინების შემდეგ ლელო გაიტანა, ხოლო წიკლაურმა გარდასახა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 28:9.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
დავუჯეროთ Opta-ს? - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
"პსჟ კარგი გუნდია, მაგრამ..." - დომინიკ სობოსლაი
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
შევალიე ტრანსფერს ითხოვს, ლუის ენრიკეს საფონოვის არ სჯერა - რას გეგმავს პსჟ?
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ლოკომოტივმა" "ყოჩებს" 20 წუთში 23 ქულა ამოუქაჩა და გაიმარჯვა
ჭაბუკთა "ა" ლიგა | "ლელომ" ტიტული უმძიმეს ბრძოლაში დაიცვა
დიდი 10: "აკადემიამ" "ლოკომოტივი" 25:5 დაამარცხა
"ლოკომოტივმა" "ლელო-სარასენსი" გაწითლებულ დროში დაამარცხა
დიდი 10: "ლოკომოტივმა" "ხარებს" მოუგო
დიდი 10: "არმიამ" მიჯრით მესამე შეხვედრაში იმარჯვა
"არმია" "ბათუმთან" დამარცხდა და ბოლო ადგილზე რჩება
"არმაზმა" ჩემპიონს სძლია და საჩემპიონო რბოლას გამოთიშა
"არმიამ" "ლელო-სარასენსი" დაამარცხა
ქართული ჯარი - მესამედ მსოფლიო თასზე
დიდი 10: "არმიამ" "ვეფხვებს" გაწითლებულ დროში სძლია
დიდი 10: "ჯიქმა" "ლოკომოტივი" დაამარცხა