თბილისის ‘არმიამ’ 2019 წელს ჩატარებული ექვსი მატჩიდან ოთხი მოიგო, ჯამში გამარჯვებები ხუთამდე გაზარდა და მინიმუმ მე-16 ტურის ბოლომდე, ცხრილის ფსკერს თავი დააღწია.

დიდ 10-ში დასარჩენად მებრძოლი არმიელები თბილისის ‘ლელო-სარასენსს’ „ავჭალაზე“ მასპინძლობდნენ. ნომინალურმა სტუმრებმა, რომელთა მიზანი საფლეიოფო ექვსეულში დამკვიდრებაა, პირველი ტაიმი 10:6 მოიგეს, თუმცა ‘არმიამ’ მეორე ნახევრის 30 წუთში 23 უპასუხო ქულა მოიხვეჭა და ახლა კონკურენტების შედეგს ელოდება.

თამაში ‘ლელო-სარასენსის’ შეტევებით დაიწყო და მერაბ კვირიკაშვილმა ჯარიმით გახსნა ანგარიში. მას მე-16 და მე-20 წუთებზე ბახვა კობახიძემ ორი ზუსტი დარტყმით უპასუხა. ტაიმი მაინც სტუმრებმა მოიგეს. 27-ე წუთზე სანდრო მამამთავრიშვილმა დერეფანში მოიგო ბურთი და ის შერკინების შემკვრელად გიორგი ჭყოიძეს გაატანა, რომელმაც დაახლოებით 10 მეტრი იარა და ლელომდე სულ ცოტა დააკლდა, რაქიდან კვლავ მამამთავრიშვილმა შეუტია და მისი ლელო კვირიკაშვილმა გარდასახა, რომელსაც შესვენებამდე ორი ჯარიმა გაუფუჭდა.

აღსანიშნავია, რომ ტაიმის დასრულებამდე ‘ლელო-სარასენსს’ კიდევ სამჯერ შეეძლო ლელოს გატანა, მათ ტემპს უმატეს და ფრთებზე უპირატესობების შექმნა შეძლეს, თუმცა ორჯერ თავად შეცდნენ, ერთხელ კი ‘არმიამ’ ბოლო მომენტში მოახერხა თავის დაცვა.

მეორე ტაიმი კობახიძის ზუსტი დარტყმით დაიწყო და სხვაობა მინიმუმამდე დავიდა, 50-ე წუთზე კი, ‘არმია’ წინ გაიჭრა. მათ ცენტრიდან წამოიწყეს ხელდახელ შეტევა, გოდერძი ჭინჭარაულმა ხაზი გაჭრა, იერიში სანდრო მერკვილიშვილმა გააგრძელა და ლელო დავით ლაზარიშვილმა გაიტანა. კობახიძემ ზუსტი გარდასახვის შემდეგ 57-ე წუთზე ჯარიმა ცენტრიდან, რთული პოზიციიდან გაიტანა - 19:10.

მალე ხაზი ალექსანდრე ნახუცრიშვილმა გაჭრა, მარცხენა ფრთაზე ნიკა ცირეკიძეს პასი არ დაუგვიანა და თბილისელთა შუამარბმა ლელომდე ირბინა. კობახიძემ ამ გარდასახვას რამდენიმე წუთში კვლავ ჯარიმა მიაყოლა. ‘ლელო-სარასენსმა’ 75-ე წუთზე მეორე ლელო გაიტანა, თავი აკაკი ტაბუცაძემ გამოიჩინა, თუმცა მეტი ქულის აღება ვეღარ მოახერხა და ‘არმია’ 29:15 მოგებით, მე-9 ადგილამდე აღზევდა.

ხვალ ექვსეულისთვის მებრძოლი ‘არმაზი’ რუსთავის ‘ხარებს’ მასპინძლობს, ხოლო ‘აია’ ‘ჯიქს’ დაუხვდება. ზეგ ‘ვეფხვები’ ‘აკადემიას’ ეთამაშება, ხოლო ‘ლოკომოტივი’ ‘ბათუმს’ შეხვდება.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ჭაბუკთა "ა" ლიგა | "ლელომ" ტიტული უმძიმეს ბრძოლაში დაიცვა
გიორგი ჭყოიძე: ლელო ჩემი ოჯახია!
დიდი 10: "ლელო-სარასენსმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
დიდი 10: დაუმარცხებელი არავინ დარჩა
დიდი 10: "ყოჩებმა" და "ლელო-სარასენსმა" ქულები გაიყვეს
დიდი 10: "არმიამ" მიჯრით მესამე შეხვედრაში იმარჯვა
"არმია" "ბათუმთან" დამარცხდა და ბოლო ადგილზე რჩება
ქართული ჯარი - მესამედ მსოფლიო თასზე
დიდი 10: "ლელო-სარასენსმა" "აკადემია" 14:13 დაამარცხა
დიდი 10: "არმიამ" "ვეფხვებს" გაწითლებულ დროში სძლია
დიდი 10 ჩხუბით და "ლოკომოტივის" გამარჯვებით განახლდა
დიდი 10: "აიამ" "ლელო-სარასენსს" 4 ლელო გაუტანა