საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია "ფეისბუქზე" განცხადებას ავრცელებს, სადაც ბოლოდროინდელ მოვლენებზე ეხმაურება.

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

"საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია დეტალურად იკვლევს ინციდენტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 11 იანვარს, თბილისის სპორტის სასახლეში. ამავდროულად, ყურადღებით ვაკვირდებით ჩვენს წინააღმდეგ აგორებულ შავ პიარს, რომელიც ძალიან გავს წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციას.

ჭიდაობაში სიტუაციის არევის მსურველი ადამიანების ფანტაზიას საზღვარი არ აქვს და ყოველ დღე, მიზანმიმართულად ცდილობენ ახალ-ახალი "ნაღმის" დადებას. მათი მიზანია, დაძაბულობის მუხტი უფრო და უფრო გაიზარდოს და ნაბიჯ-ნაბიჯ, საჭიდაო სამყაროში მოტრიალე ხალხიც შეიყვანონ შეცდომაში.

გუშინ - 25 იანვარს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა ამ არხის სპორტული კორესპონდენტის დავით ერაძის საცხოვრებელი სახლის აივნის კარზე ნატყვიარს.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა მარიამ გაფრინდაშვილმა ირიბად მიანიშნა, რომ ეს შემთხვევა შეიძლება უკავშირდებოდეს დავით ერაძის მიერ ერთი კვირის წინ მოჭიდავეების სკანდალზე მომზადებულ რეპორტაჟს.

ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ კი პირდაპირ ახსენა 5 ათასი ლარის გირაოთი წახალისებული მოძალადეები, რომლებიც ჟურნალისტებზე თავდასხმის ორგანიზებას ახდენენ.

ტელეკომპანია რუსთავი 2-მა დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია და ფაქტია, ხელი გამოიშვირა ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისა და პირადად მისი პრეზიდენტისკენ.

მოვუწოდებთ მას-მედიის წარმომადგენლებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ისეთი ინფორმაციების გავრცელებისგან, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება და ნუ შეეცდებიან, ქართული ჭიდაობის სამყაროში დღეს არსებული დაძაბული სიტუაცია კიდევ უფრო მეტად დაძაბონ.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია მაქსიმალურად ცდილობს, არ ჩაერთოს ადამიანთა გარკვეული ჯგუფისა და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ მიზანმიმართულად აგორებულ პროვოკაციაში და თავი აარიდოს ყოველდღიურად მომზადებულ შეურაცხმყოფელ დარტყმაზე კონკრეტული პასუხების გაცემას.

კარგად ვიცით, რომ სატელევიზიო სიუჟეტებში მხოლოდ ერთი მხარის საუბრის გამოქვეყნებით თავს არათანაბარ პირობებში ვიყენებთ და შესაძლოა ბევრმა მაყურებელმა ცალმხრივი სიუჟეტების ნახვის შემდეგ არასწორი დასკვნაც გამოიტანოს, მაგრამ... ჩვენი მთავარი საქმე სპორტის სიყვარულია და არა სკანდალური განცხადებები.

სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა იმ ისტორიული წარმატებების მიღწევა, რომლებსაც ბოლო წლებში მივაღწიეთ. 2018 წელს ჩვენმა მოჭიდავეებმა აქამდე არნახული შედეგიანობით გაგვახარეს. ეროვნულმა და ასაკობრივმა ნაკრებებმა მედლების რეკორდული რაოდენობა მოიპოვეს. ქართველი მოჭიდავეები საქართველოში წლის შემაჯამებელ ყველა გამოკითხვაში მოწინავეთა შორის იყვნენ, საერთაშორისო ფედერაციის ჯილდოც მივიღეთ და რაც ყველაზე გამორჩეულად სასიხარულოა, საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია ახლახან დასახელდა საქართველოს 2018 წლის საუკეთესო ფედერაციად.

სწორედ ამ შედეგიანობას ვერ ეგუება ბევრი მტრულად განწყობილი, პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანი და სამწუხაროა, რომ ბინძურ პროვოკაციებში სპორტსმენების გარევასაც არ ერიდებიან.

მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, დაიცვან ფედერაცია მოსალოდნელი პროვოკაციებისგან. 25 იანვარს ადგილი ჰქონდა პირდაპირი დადანაშაულების ფაქტს, რაც მიზანმიმართული ბინძური კამპანიის ნაწილია", - წერია ჭიდაობის ფედერაციის განცხადებაში.

ნაცების ტროლებს
სად არის კოდორი ? საერთოდ აფხაზეთი და სამაჩაბლო? დეზერტირების მოდგმავ ! ერთი ნაკაწრიც რომ არა აქვთ არცერთ თქვენგანს, არც თქვენს ლიდერებს მიშასგან დაწყებული კეზერაშვილით... თქვენც კლავიატურის ,,მებრძოლები'' ხართ, არც ვაჟკაცობა გაქვთ, არც ჭიდაობა იცით და საერთოდ რაიმეს თავი თუ გაქვთ! საცოდაოებო ... დაანებეთ თავი მოჭიდავეებს! უსაქმურებო ...
მოგვახსენეთ! საიდან ამდენი მედალი ?
გეგა გ.დიქტატორული მეთოდებით მართავს არა მარტო ს.ჭ.ფ არამედ ამასთან ერთად მსოფლიო საჭიდაო სამყაროში იმპერატორის უფლებებითაც სარგებლობს და საქართველოში ჩამოაქვს უამრავი ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო. მოვითხოვთ შეწყდეს უმსგავსობა. (სანდრო წყაროები გვატყობინებენ, რომ ამის ყველაფრის თავიდათავია მუღამისტ-მოტივატორი ძმა ლადო, რომელიც ფლობს რაღაც ზონდერულ საიდუმლო ელექსირს, რომლითაც გააქვავა ყველა და პანტაპუნტით ეცემიან ბეჭებზე. არიან თვითმხილველებიც). უნდა გადადგეს ფედერაცია და მოვიდეს ინტრიგან-ჩორგოლიანები, რათა ბოლო მოეღოს ამას ყველაფერს!!! გესლისნთხევით დაბოღმილთა გაურკვეველ/გარკვეულთა ჯგუფი.
gio
სრულად გეთანხმები!
აზრზე მოდით sos
რ2 ერთადერთია საქართველოში სადაც დღეს სიმართლის გაგება შეიძლება.თუ არადა უყურეთ როგორ აუბედურებს ვიღაცის დავალებით საქართველოს ბიძინა.რატომ ეჯავრება ასე საქართველო.რატომ ნიშნავს თანამდებობზე ხალხს რომლებსაც ორ ბატს ვერ ჩააბარებ.
სოსო
ეს რომელი ფედერაციის განცხადებაა,პრეზიდენტს 7 თანამდებობა რომ უკავია,იმ ფედერაციის?რუსთავი 2 რომ პროვოკატორი და ცრუა,სიმართლეა,მაგრან ჩანაწერში ჩემი თვალით ვნახე,როგორ ურტყავს გეგეშიძე დათუნაშვილს,შემდეგ კი იფიცებოდა,ხელი არ დამიდიაო.მაგას დავუჯერო და ჩემ თვალებს არა?ან როცა პრეზუმპციაზე ლაპარაკობს,მოჭიდავეების დარაზმვა,არ არის საზოგადოებრივ აზრზე და სასამართლოზე ზეწოლის მცდელობა?მიზანსაც მიაღწია,ძიებაში მყოფი,პრეზიდენტის მოვალეობს შესრულებას აგრძელებს და კიდებ 6 სხვა თანამდებობისას.მთელი ფედერაცია ერთი კაცი ყოფილა და ამის აღიარებისაც კი არ რცხვენია,თავისი თანამდებობიდან ვერ მოახდენს ზეწოლას მოჭიდავეებზე?ფაქტია რომ ახდენს და სასამართლომ რამდენადაც მე ვიცი,ამ შემთხვევაში კანონი დაარღვია,ის რომ დროებით, მოვალეობის შესრულებისაგან არ გაათავისუფლა. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტებმა,აქაოდა ჩვენც პრეზიდენტები ვართო,დაიჯერეს,რომ მათთვის ყველაფერი ნებადართულია,ტყვიის სროლა,თავში ჩარტყმა,ვიღაცის დაჩაგვრა,იმ ავად სახსენებელი პრეზიდენტის მიბაძვით,ამათაც დაიჯერეს თავისი იუპიტერობა და კანონზე მაღლა დგომა და სხვათა შორის,ამათაც ჯერჯერობით ყველაფერი შერჩათ.მე წინასწარმეტყველი არა ვარ,მაგრამ ძიუდოისტების დროს ვთქვი,რომ კონფლიქტები გაგრძელდება მეთქი და ასეც ხდება.ასე იქნება მანამ,სანამ სამართალი არ გაიმარჯვებს,ან ერთპარტიული დიქტატურა არ დამყდარდება და ყველა პროტესტს ჩაახშობს.დიქტატურას ხალხი აღარ დაუშვებს,სამართლიანობას კი, ეს სასამართლო.ჰო და ვიცხოვრებთ ასე ქაოსში.

რუსთავი 2-ის კამპანია ყველასთვის გასაგებია, მაგრამ ეგ როდესაც იცით, რატომ აძლევთ მიზეზს ? გეგეშიძე არ უნდოდა და ხელი ვინმემ მოაქნევინა ? მიღწეულ წარმატებას თვითონვე ყრით წყალში. ამიტომ ჯობია კანონს დაემორჩილოთ და გულშემატკივარს როგორმე გული მოუბრუნოთ
გიორგი
ფედერაცია არ ხართ, ხართ ორგანიზებული დანაშაულის გენერატორი. მოჭიდავეების მიღწევებს ეფარებით კიდევ, "ცეპებით" ხელში.
გიორგი
რუსთავი 2 -ს პროვოკაცია რომ არ გაუჭირდება ეგ თქვენ ვერ გაგამართლებთ. ფედერაციაში არსებულ ფინანსურ დარღვევებზე, არჩევნების გაყალბების და ძალაუფლების მიტაცების პრესკონფერენციებზე გახმოვანებულ ფაქტებზე რატომ არ აკეთებთ კომენტარს? ეგაც რ-2 -ია? რაღა თქვენ და რაღა რ-2? წარმატებები რომ აქვთ ჩვენს მოჭიდავეებს საერთაშორისო არენაზე მაგას არავინ ნორმალური არ გააპროტესტებს; კანონი უნდა ასრულდეს! ძნელია ამის გაგება? მაშინ უფრო გასაგებად ვიტყვი--სამართალმა უნდა პური ჭამოს!
კახა
გვარამიას ფარჩაკი გაკოტრებული ნაცმოძი მაგრამ ესენიც რომ ნელნელა ემსგავსებიან რა ფედერაცია ჩამოიქცევა რა ქვეყანა დაიქცევა ადეკვატურად მოიქეცით თვითონ თუ არ მიდის მიუთითეთ კარისკენ გაახურეს ამ ლობისტებით ქვეყანაში 10 წესიერი კაცი არ მოიძებნა რომ ჩაუდგეს ამ სამინისტროებს სათავეში და მიხედონ საქმეს რა უბედურება გვჭირს.
გიორგი
უნდა გადადგეს. ამაში არაა ორი აზრი. არც ქვეყანა დაიქცევა უმაგისოდ არც ჭიდაობა.
Georgian
სამარცხვინოები ხართ თქვენი პრეზიდენტის, თამაზ გეგეშიძის თამადობით!
grego
მელამ თავის კუდი მოწმედ მოიყვანაო, რაის ინცინდედტის შემსწავლელები ხართ ან რა შესწავლა მაგას უნდა. წადით პრეზიდენტიან გუნდიანად და ეგ იქნება ადეკვატური რეაქცია მომხდარზე. ნუ გადარიეთ ეს სპოტსმენები. ვეღარ გაუგიათ იცინონ თუ იტირონ
ნუ უყურებთ მატყუარებს.
მე ზურას მხარეს ვიჭერ,ვიცი საერთოდ აპოლიტიკური ადამიანია,ეს ერორელები ცდილობენ ყველაფერი სათავისოდ გამოიყენონ.ფედერაციის პრეზიდენტი უნდა გადადგეს და ცრუსთავი უნდა დაიხუროს,ჩვეულებრივი მატყუარები არიან.ეხლა არ დამიწყოთ ეს არხი რომ არა ზურა ვერაფერს იზამდაო.ზურა მიზანს მიაღწევს ხალხის და სიმართლის ხარჯზე.
ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?