ბუნდესლიგის მე-19 ტურს არაფერი შეუცვლია გათამაშების ცხრილის ზედა ნაწილში. ლიდერები ერთმანეთს იმაში შეეჯიბრნენ - რომელი უფრო დიდი ანგარიშით მოიგებდა თავის მატჩს.
საბოლოოდ, "დორტმუნდმა" "ბაიერნზე" ერთით მეტი გაიტანა, ორივემ უპრობლემოდ აიღო სამი ქულა და სხვაობა ისევ ექვსი ქულა დარჩა.
"ბაიერნისა" და "შტუტგარტის" მატჩში ყველაფერი იყო - ავტოგოლი, რომელიც მეოთხეა ამ სეზონში "შვაბებისთვის", აგრეთვე, რობერტ ლევანდოვსკის გაფუჭებული პენალტი. პოლონელმა მხოლოდ მესამედ ვერ გაიტანა 11-მეტრიანი ბუნდესლიგაში 24 ცდიდან.
შეხვედრაში დებიუტი ჰქონდა კანადელ ალფონსო დევისს, რომელმაც 86-ე წუთზე კინგსლი კომანი შეცვალა. "ბაიერნისთვის" ეს ზედიზედ მეშვიდე მოგება იყო.
27.01.19. ბაიერნი-შტუტგარტი 4:1
"დორტმუნდი" შინ კვლავ დაუმარცხებელია ამ სეზონში. რთული წარმოსადგენი იყო, რომ "ჰანოვერი" შეაჩერებდა ამ ბრწყინვალე სვლას. აუტსაიდერმა იმდენი მოახერხა, რომ პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, მაგრამ მე-60 წუთიდან 67-მდე "დორტმუნდმა" სამი გოლი გაიტანა. აქედან ორი მარიო გიოტცესა და მარკო როისს ეკუთვნოდათ - მათ პირველად გაიტანეს ერთად 2013 წლის შემდეგ.
1:5-ის შემდეგ "ჰანოვერმა" დაითხოვა მთავარი მწვრთნელი ანდრე ბრაიტენრაიტერი და მისი თანაშემწე ვოლქან ბულუთი.
26.01.19 დორტმუნდი - ჰანოვერი 5:1
ფაქტები
"შალკე" ოთხი მატჩია სტუმრად არ აგებს.
"შალკე" ერთადერთი გუნდია ამ სეზონში, რომელსაც დაწინაურების შემდეგ თამაში არ წაუგია.
"დორტმუნდი" შინ 10 მატჩია არ მარცხდება: +9=1.
"ჰანოვერი" რვა ტურია ვერ იგებს.
"ჰანოვერს" ბუნდესლიგაში 22 მატჩია სტუმრად არ მოუგია. ბოლო გამარჯვება გასვლაზე 2017 წლის 21 ოქტომბრით თარიღდება.
"ჰანოვერმა" ზედიზედ მესამედ წააგო.
პირველად 2013 წლის შემდეგ, ერთ მატჩში გაიტანეს მარიო გიოტცემ და მარკო როისმა.
როისმა "დორტმუნდში" პირველად გაიტანა სეზონის პირველ 19 მატჩში 12 გოლი.
"დორტმუნდში" ექვსი გოლი მცველებს აქვთ გატანილი, რაც ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია.
"გლადბახმა" შინ ზედიზედ მე-12 მატჩი მოიგო, რაც საკლუბო რეკორდის (1983-84) გამეორებაა.
"გლადბახი" საკუთარ მოედანზე 14 მატჩია არ მარცხდება.
"აუგსბურგი" 10 ტურია ვერ იგებს. ამით მან საკლუბო რეკორდი გაიმეორა.
"აუგსბურგმა" ზედიზედ მესამედ წააგო.
"გლადბახი" ამ სეზონის ლიდერია "მშრალი" მატჩების რაოდენობით.
"ჰოფენჰაიმმა" შეწყვიტა შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია.
"ფრაიბურგმა" "ჰოფენჰაიმთან" ბოლო 11 მატჩში მხოლოდ ერთხელ მოიგო, არადა, რვაში დაწინაურებული იყო.
"ნიურნბერგმა" ზედიზედ მეექვსედ წააგო.
"ნიურნბერგს" 13 ტურია არ მოუგია.
"მაინცს" ზედიზედ 23 პენალტი აქვს გატანილი. კიდევ ერთი ზუსტი 11-მეტრიანი და კლუბი გაიმეორებს 1978-82 წლებში "ბოხუმის" რეკორდს.
ნიურნბერგელი მარგრაიტერის გოლი მე-500 იყო ბუნდესლიგის წლევანდელ სეზონში. გასულ სეზონში ეს რიცხვი 21-ე ტურში დაფიქსირდა.
"ლევერკუზენმა" "ვოლფსბურგს" ზედიზედ 33-ე მატჩში გაუტანა.
"ლევერკუზენისა" და "ვოლფსბურგის" დაპირისპირებაში არასოდეს ყოფილა ფრე 0:0.
"ვერდერი" ერთადერთი გუნდია ამ სეზონში, რომელსაც ყველა მატჩში გოლი აქვს გატანილი.
ჰალერი 11 გოლითა და რვა პასით საუკეთესოა ლიგაში "გოლი+პასი" სისტემით.
"ბაიერნმა" ზედიზედ მეშვიდედ მოიგო.
"შტუტგარტმა" ზედიზედ მეოთხედ წააგო.
"შტუტგარტი" სტუმრად ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა.
გენტნერის ავტოგოლი მეოთხე იყო "შტუტგარტისთვის" მიმდინარე სეზონში.
შეწყდა "ფორტუნას" ოთხმატჩიანი მოგებათა სერია.
ბუნდესლიგა. XIX ტური
ჰერტა-შალკე 2:2
გოლები: 0:1 კონოპლიანკა (17), 1,1 გრუიჩი (39), 1:2 უტი (44), 2:2 იბიშევიჩი (45+4)
შალკე: ნიუბელი - კალიჯური, სანე, ნასტასიჩი, ოშჩიპკა - სტამბული (33. ბენტალები), რუდი - შიოპფი (27. სერდარი), უტი, კონოპლიანკა - სკრჟიბსკი (76. ქუთუჩუ).
დორტმუნდი-ჰანოვერი 5:1
გოლები: 1:0 ჰაკიმი (24), 2:0 როისი (60), 3:0 გიოტცე (62), 4:0 რაფაელ გერეირო (67), 4:1 ბაკალორცი (86), 5:1 ვიტცელი (90)
დორტმუნდი: ბიურკი - პიშჩეკი (70. შმელცერი), ვაიგლი, დიალო, ჰაკიმი - ვიტსელი, დილეინი (79. დაუდი) - სანჩო, როისი, რაფაელ გერეირო - გიოტცე (66. პაკო ალკასერი).
გლადბახი-აუგსბურგი 2:0
გოლები: 1:0 ვენდტი (78), 2:0 ჰერმანი (90+3)
გლადბახი: ზომერი - ლანგი, გინტერი, ელვედი, ვენდტი - ნოიჰაუსი (63. კუიზანსი), შტრობლი, ჰოფმანი - ტრაორე (77. ჰერმანი), შტინდლი, პლეა (84. ზაკარია).
ფრაიბურგი-ჰოფენჰაიმი 2:4
გოლები: 0:1 ჟოელინტონი (19), 1:1 ჰიოლერი (42), 1:2 კრამარიჩი (60-პენ), 1:3 კრამარიჩი (72), 2:3 ნიდერლეხნერი (77), 2:4 დემირბაი (85)
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი - კადერჟაბეკი, ფოგტი, ჰიუბნერი, შულცი (89. ბრენე) - გაიგერი (77. ამირი), გრილიტში, დემირბაი - კრამარიჩი - შალაი (64. პოში), ჟოელინტონი.
მაინცი-ნიურნბერგი 2:1
გოლები: 1:0 ბროსინსკი (12-პენ) 1:1 მარგრაიტერი (43) 2:1 კუაისონი (73)
ვოლფსბურგი-ლევერკუზენი 0:3
გოლები: 0:1 ჰაფერცი (45-პენ), 2:0 ფოლანდი (62), 0:3 ბრანდტი (88)
ლევერკუზენი: ჰრადეცკი - ლ. ბენდერი, ტა, ს. ბენდერი, ვენდელი (78. ვაიზერი) - ჰაფერცი, არანგისი, ბრანდტი - ბელარაბი, ფოლანდი, ბეილი (76. ბაუმგარტლინგერი).
ვერდერი-აინტრახტი 2:2
გოლები: 1:0 ეგერშტაინი (27) 1:1 რებიჩი (35) 2:1 ჰარნიკი (52) 2:2 ჰალერი (68-პენ)
ბაიერნი-შტუტგარტი 4:1
გოლები: 1:0 ტიაგო ალკანტარა (5), 1:1 დონისი (26), 2:1 გენტნერი (55-საკ. კარში), 3:1 გორეტცკა (71), 4:1 ლევანდოვსკი (85)
ბაიერნი: ნოიერი - კიმიხი, ზიულე, ჰუმელსი, ალაბა - ტიაგო ალკანტარა, ხავი მარტინესი (46. გნაბრი) - მიულერი (75. ხამეს როდრიგესი), გორეტცკა, კომანი (86. დევისი) - ლევანდოვსკი.
ფორტუნა-ლაიპციგი 0:4
გოლები: 0:1 პოულსენი (2), 0:2 კონატე (9), 0:3 პოულსენი (16), 0:4 ლემერი (68)
ლაიპციგი: გულაში - კლოსტერმანი, ორბანი, კონატე, ჰალშტენბერგი - ლემერი, დემე (73. ფორსბერგი), ადამსი - ზაბიტცერი (85. კუნია), პოულსენი, ვერნერი (84. ოგუსტენი).
ბომბარდირები: 13 - იოვიჩი (აინტრახტი); 12 - როისი (დორტმუნდი), პაკო ალკასერი (დორტმუნდი), ლევანდოვსკი (ბაიერნი); 11 - ჰალერი (აინტრახტი), ვერნერი (ლაიპციგი).
მომდევნო ტური
1-ლი თებერვალი: ჰანოვერი-ლაიპციგი
2 თებერვალი. ჰოფენჰაიმი-ფორტუნა, ლევერკუზენი-ბაიერნი, აინტრახტი-დორტმუნდი, ჰერტა-ვოლფსბურგი, ნიურნბერგი-ვერდერი, შალკე-გლადბახი
3 თებერვალი: აუგსბურგი-მაინცი, შტუტგარტი-ფრაიბურგი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
[VIDEO] გოლი 97-ე წუთზე - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგი" "დორტმუნდს" ფრედ ეთამაშა