გუს ჰიდინკი: „მოურინიო უკვე აჭარბებს " თავისი განცხადებებით ის უბრალოდ ცდილობს, საფეხბურთო სამყაროს ყურადღება თავისი გუნდის თამაშისგან გადაიტანოს
თურქეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუს ჰიდინკმა მადრიდის „რეალის“ თავკაცი ჟოზე მოურინიო გააკრიტიკა იმ განცხადებებისდა გამო, რომელიც „განსაკუთრებულმა“ გააკეთა „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის შემდეგ - " წერს ესპანური გამოცემა „ასი“.

შეგახსენებთ, რომ მოუმ უეფას „ბარსელონას“ მიმართ მსაჯების დახმარება დააბრალა, რის შესახებაც ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ასე ისაუბრა:

„მოურინიო უკვე აჭარბებს " თავისი განცხადებებით ის უბრალოდ ცდილობს, საფეხბურთო სამყაროს ყურადღება თავისი გუნდის თამაშისგან გადაიტანოს. „რეალის“ სრული კრახი მან 2009 წელს „ჩელსის“ დაცემას შეადარა, მაგრამ დიდი სხვაობა იმაშია, რომ მაშინ არავინ საუბრობდა კორუფციაზე. რასაკვირველია, იმ დროს ფინალის საგზური მოგვპარეს, მაგრამ თავს იმდენის უფლება არ მივეცით, ასეთი განცხადებები გაგვეკეთებინა. მიკვირს, ამდენი ხანი რატომ არ ითხოვენ მადრიდელები მის გაშვებას“.

უეინ რუნი " მესიზე უკეთესი

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალგაზრდა თავდამსხმელმა, მექსიკელმა ხავიერ ერნანდესმა განაცხადა, რომ აღფრთოვანებულია მისი თანაგუნდელის უეინ რუნის თამაშით. ჩიჩარიტოს სიტყვების ციტირებას გაზეთი „სანი“ ასე ახდენს: „მე ადრეც ძალიან მომწონდა უეინი, მაგრამ ახლა ვტკბები მის გვერდით თამაშით " ის უბრალოდ უნიკალურია. ორი აზრი არ არსებობს: რუნი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, როგორც ბომბარდირი, ლიონელ მესის სჯობს, როგორც ლიდერი " კრიშტიანო რონალდოსაც. უეინ რუნი მესისა და რონალდოს ნაზავია“.

შვაინმა, ბავარიული ფეხბურთი ვაჩვენეთო

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა და ლიდერმა ბასტიან შვაინშტაიგერმა თქვა, „შალკესთან“ (4:1) მატჩში ჩვენ ისეთი ფეხბურთი ვითამაშეთ, როგორიც მიუნხენის „ბაიერნს“ შეეფერებაო. „ამ მატჩში დავანახეთ ყველას, თუ როგორ შეუძლია „ბავარიას“ თამაში " ამბობს შვაინი " ყოველ შემთხვევაში, პირველი 35 წუთი ამის ნათელი დადასტურება გახლდათ. სამწუხაროდ, ამ სეზონში არც ისე ხშირია შემთხვევები, როდესაც ასეთ ფეხბურთს ვაჩვენებთ“. „ბასტიმ“ იმავე „შალკეს“ მეკარე მანუელ ნოიერის ტრანსფერზეც თქვა ორიოდ სიტყვა: „არ მესმის, რატომ არის ზოგიერთი ჩვენი ქომაგი ასე ნეგატიურად განწყობილი ნოიერისადმი. მანუელი ბრწყინვალე გოლკიპერი და ადამიანია. ვიმედოვნებ, ის მომდევნო სეზონში ჩვენთან იქნება“.

კვირის გმირები

კვირის გმირებად, ჩვენ, რასაკვირველია დორტმუნდის „ბორუსიას“ ფეხბურთელებს ვასახელებთ, რომელთაც ამ უქმეებზე გაინაღდეს გერმანიის ბუნდესლიგის „ვერცხლის სინის“ მოგება " დაამარცხეს რა „ნიუნგრბერგი“ სახლში 2:0. იურგენ კლოპის შეგირდებმა ეს დაიმსახურეს " მთელი სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარეს და დაუფასდათ ეს ღვაწლი!

კვირის სიმბოლური

(4-4-2): ალი ალ-ჰაბსი (უიგანი) " საშა რიტერი (ვოლფსბურგი), ტომაშ უიფალუში (ატლეტიკო), ტიაგო სილვა (მილანი), ლორან კოშილნი (არსენალი) " ალვარო სეხუდო (ოსასუნა), მარკო როისი (გლადბახი), სანდრო (ტოტენჰემი), აარონ რემსი (არსენალი) " სერხიო აგუერო (ატლეტიკო), პიტერ ოდემვინგიე (ვესტ ბრომვიჩი).

გიორგი ფულარიანი

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა