იოჰან კრუიფმა თავისი მორიგი სვეტი გაზაფხულის 4 "კლასიკოს" ზოგად შეფასებას უძღვნა. ჩვენც მას ოდნავი შემოკლებით გთავაზობთ
იოჰან კრუიფმა თავისი მორიგი სვეტი გაზაფხულის 4 "კლასიკოს" ზოგად შეფასებას უძღვნა. ჩვენც მას ოდნავი შემოკლებით გთავაზობთ:

საპასუხო მატჩი "ბარსამ" იდეალურად ითამაშა, გული დამწყდა, რომ ვერ მოვიგეთ, თუმცა ეს არც იყო საჭირო. კარგი იქნება, ჟოზე მოურინიო თუ ჩაინიშნავს თავის ბლოკნოტში: "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის სეზონის ანტირეკორდი დაამყარა, მისი ფეხბურთელები 31-ჯერ დაჯარიმდნენ. 0:2-ის შემდეგ პორტუგალიელმა ძალიან ბევრი "რატომ" თქვა. ვფიქრობ, მოურინიოს ახლა ყველა რატომზე პასუხი აქვს - იმიტომ, რომ თქვენი გუნდი თამაშში 31-ჯერ უხეშობს. ამ საღამოსაც იმსახურებდა მოურინიო 10 კაცით (ლასანა) და, თუნდაც 9 კაცით (ადებაიორი) დარჩენილიყო. რატომ? - როცა ბურთს მეტოქეს აძლევ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის პასს პასზე გააკეთებს, შენ კიდევ უნდა ირბინო, დაიღალო, სადღაც ვერ მიასწრო და დაჯარიმდე. და სანამ ისინი ამ სტილში ითამაშებენ, გაძევების რისკი მუდმივად მაღალი ექნებათ. მოურინიომ ამის შესახებ ძალიან კარგად უწყის.

1. კასილიასმა ისევ არ გაუშვა ბევრი: "ბარსამ" თითქმის იდეალურად ითამაშა, თითქმის, რადგან არ მოუგია. ჩვენმა გუნდმა არ მოიგო, რადგან კასილიასი კვლავ ძალიან მაგრად იდგა კარში. გუნდი კარგად აკონტროლებდა თამაშის რიტმს, ჩვენ არ გვესაჭიროებოდა თავქუდმოგლეჯილი შეტევა, სიტუაცია სხვანაირი იყო, მაგრამ "ბარსა" 180 წუთის უმეტესი დრო სრულად აკონტროლებდა სიტუაციას ამ წყვილში.

2. როგორც იქნა, "ბარსა" დიდი უპირატესობით გავიდა ფინალში: როცა მუნდიალიდან დაღლილი ფეხბურთელები მოდიან, როცა ლა ლიგას დიდი სხვაობით იგებ, მაშინ ლიგის ფინალში გასვლა დიდი გმირობაა. პეპი, ბიჭები მზად იყვნენ მსოფლიო ფეხბურთში ჰეგემონიისთვის და ამიტომაც გავედით ფინალში. მოურინიოს შეუძლია დაუსრულებლად ილაპარაკოს, მაგრამ მადრიდელებს 180 წუთიდან ერთხელაც არ მისცემიათ შანსი "ბარსას" ლიგიდან გამოგდებისა. ამ დაპირისპირებამ აჩვენა, ვინ არის საუკეთესო.

3. ჩუქნი ბურთს, უშვებ მეტ შეცდომას: "რეალმა" მხოლოდ ერთი ტურნირი მოგვიგო, ისიც დამატებით დროში. სხვა დანარჩენ სამ მატჩში "მასპინძელი" "ბარსა" იყო. მან საქმით გაამყარა მსოფლიო ფეხბურთის მეწინავეობა. "რეალიც" სადღაც ახლოსაა ელიტასთან, თუმცა დღეისათვის "ბარსას" ჟოზე მოურინიოს გუნდი ბევრად ჩამორჩება. თუ როგორ დაეწიოს "ბლაუგრანას", მოურინიომ უკვე იცის... ლიგის ნახევარფინალიდან გავარდნის მერე.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა