ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

კარში გიორგი ლორია?! - როგორ აფასებენ გერმანული გამოცემები ქართველის დებიუტს [VIDEO]

კარში გიორგი ლორია?! - როგორ აფასებენ გერმანული გამოცემები ქართველის დებიუტს [VIDEO]

გუშინ, 29 იანვარს გიორგი ლორიას გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში დებიუტი ჰქონდა. მას პირველივე შეხვედრაში ადგილი ძირითად შემადგენლობაში ანდეს და მისმა კლუბმაც სექტემბრის შემდეგ პირველად გაიმარჯვა, "მაგდებურგმა" საკუთარ მოედანზე "აუე" დაამარცხა (1:0).

გერმანული გამოცემები გიორგი ლორიას დებიუტს გამოეხმაურნენ:

Kicker.de: "სტუმრების "უწყინარობის" წყალობით, გიორგი ლორიას თამაშში სერიოზული ჩარევა არ დასჭირვებია. მან ალექსანდერ ბრანსტის ადგილი დაიკავა, რომელმაც ზამთრის შესვენებამდე 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა."

volksstimme.de: "მაგდებურგის" სპორტულმა დირექტორმა ყველა გააცურა, როდესაც თქვა, რომ ლორია ალექსანდერ ბრანსტის დუბლიორი იქნებოდა.

სამშაბათ საღამოს სხვა რამ გამოჩნდა: გუნდის მწვრთნელმა მიხაილ ოენინგმა "აუესთან" მოგებულ მატჩში ძირითად შემადგენლობაში ლორია დააყენა, ბრანსტს კი ცივ სკამზე ჯდომა მოუწია.

მწვრთნელის გადაწყვეტილების სისწორეში მაშინ დავრწმუნდით, როდესაც მატჩის მე-10 წუთზე ლორიამ ემანუელ იოჰას დარტყმული ბურთი აიღო. ის საკუთარ თავში დარწმუნებულია და ფეხით თამაშიც შეუძლია."

az-online.de: "მაგდებურგის" მწვრთნელ მიხაილ ოენინგს კითხვები არ გასჩენია, რა შემადგენლობით უნდა გასულიყო მოედანზე. გასაოცარი იყო მისი არჩევანი მეკარის პოზიციაზე. ალექსანდერ ბრანსტი სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მის მაგივრად კი სწრაფ და მოულოდნელ დებიუტს ქართველი მეკარე გიორგი ლორია ზეიმობდა.

ახალმა მეკარემ თავი მატჩის მე-10 წუთზე გამოიჩინა, როდესაც ემანუელ იოჰას 20 მეტრიდან დარტყმული ბურთი აუღო. გიორგი ლორიამ მატჩი უნაკლოდ ჩაატარა."

liga-zwei.de: "გასაკვირი იყო, რომ ძირითად შემადგენლობაში გიორგი ლორია ვიხილეთ, რომელმაც უმუშევრობას თავი კვირანახევრის წინ დააღწია. "მაგდებურგის" გულშემატკივრები დამწუხრებულები იყვნენ იმით, რომ ალექსანდერ ბრანსტს, გაშვებული გოლების მიუხედავად, მაინც ენდობოდნენ.

ლორიამ მშვიდად და კარგად ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საქმე არ ჰქონია, ყველაფერი კარგად გააკეთა. ის აუცილებლად ძირითად შემადგენლობაში იქნება პარასკევს, 1-ელ თებერვალს, "ინგოლშტადთან" გასამართ მატჩში."

სტატისტიკურმა საიტმა Whoscored.com-მა გიორგი ლორიას სადებიუტო თამაში 6.9 ქულით შეაფასა.

• გელა

იღბალი ამას რომ ჰქონდა ისეთი უნდა, მერეე? დაიწყო კინოებში გადაღება, ქალები და დროსტარება, არაპროფესიონალია და დაასრულებს კარიერას საქართველოს საშუალო გუნდში სადღაც ( მაქსიმუმ!)

• დაა

აუფ ბიჯო არ შეშფოთდა მთელი გერმანია თითქოს ნოიერი ამოაგდო ძირითადიდან.დდ

• აკო

ძვლივს არ აგვეხილა თვალები?!

• თბილისი

ვასო, შენი 11-ეული შეგიძლია გამიზიარო? ჩავთვალოთ რო ყველა ჯანმრთელადაა.

• დიმიტრი

არ გაუმართლა კლუბებში, თორემ სადაც იყო არსად შეურცხვენია თავი. ცოტა იღბალი რომ მის მხარეს ყოფილიყო დღეს ბევრად უფრო დიდი ფეხბურთელი იქნებოდა, წარმატებები მადერსბურგში! გერმანიის თუნდაც მეორე ბუნდესლიგა ბევრად უფრო კარგი ასპარეზია, ვიდრე რუსეთის პრემიერლიგის მოჩანჩალე გუნდებში თამაში, ფეხბურთელის გასავითარებლად და საკუთარი პოტენციალის გამოსავლენად.

• სამართლიანობა

არაბიძე ხომ გამოიძახეს, არ დარბის ეს ბიჭი, ბურთს უაზროდ დაათრევს და რომ დაკარგავს ეგრევე ჩერდებაო, ეს არის ვაისის სიტყვები, ამით ყველაფერი ნათქვამია, ჩაკვე რამდენს დარბის უბურთოდ ზომ ხედავ?! უბრალოდ შევადარე. ებრალიძემ ძალიან მოუკლო, მის პოზიციაზე უკეთესები გვყავს ამ ეტაპზე, არაბული ძალიან დაბალი დონეა, გაბედავა უნდა გამოიძახონ უეჭველად, ალბათ გამოიძახებენ რადგან უცხოეთში წავიდა. ლობჟანიძე თუ გამოსაძახებელი იყო, ეგ შარშან უნდა გაეკეთებინათ, წელს ცუდი სეზონი აქვს, კაკაბაძე აუცილებლად უნდა შემცვლელი, უამრავ შეცდომას უშვებს, პაპუნაშვილი კარგია და იძახებენ კიდეც, 20 ფეხვურთელს ხომ ვერ დააყენებს მწვრთნელი?

• ვასო

რატო არ გამომიქვეყნეთ პასუხი. აი ესაა

• ვასო

კი ვთქვი აზრი არაქვსთქო. 2 წელი სჭირდება საბუთების მოგვარებას? არ უნდათ და მორჩა. არაბული და ბერიძე კი არ შევადარე, პირველის გუნდი გასავარდნ ზონაშია და არაბულს იძახებენ, რომეიც საერთოდ არაა ნაკრების დონე და იმ ბანძ გუნდშიც 100 პროცენტიანი დრო არა აქვს, ხოლო ბერიძის გუნდი ზედა ხუთეულშია და თვითონ თითქმის 100 პროცენტიანი პრაქტიკა აქვს, თან გოლებიც კარგად დაუგროვდა. რაც შეეხება პოზიციას, არაბულს რომ ლობჟანიძე სჯობს, ამაზეც ვიდავოდ? ებრალიძე, როცა ფორმის პიკზე იყო, მაშინ უნდა გამოეძახებინათ. მან ყველაფერი გააკეთა, რომ ნაკრებში შანსი მისცემოდა. რომ მისცემოდა დღეს უკეთეს გუნდში იქნებოდა. არაბიძეს როდის უნდა ეთამაშა და რომელ გუნდში სტაბილურად, 18 წლის ასაკში შახტარში? აბა სხვაგან არ ყოფილა და მანამდე აკვანში იყო. მაგის მწვრთნელის კომპეტენცია საკითხავია კიდე. ეზარება თურმე. ჩეხეთთან მაგის თამაშის მერე რომ მჭვრთნელი ნაკრებში არ დაგიძახებს, გული არ გეტკინება? ერთხელ ძირითადს არ იმსახურებდნენ ეს ბიჭები? ვინ არაა სტაბილური, პარუნაშვილი? გუნდს თავდამსხმელი არ ყავს, სხირტლაძეს შანსი არ უნდა მისცემოდა? რატომ აპიარებთ სულ ისეთ ფეხბურთელებს, ერთი და იმავეს, მჭედლიძეს, ოქრის, ჯანოს, ნავალას, კვეკვეს, გვილიას, ლორიას, რომლებიდანაც ნახევარი, წელიწადში ერთ თამაშს თუ ატარებს, ხოლო მეორე ნახევარმა ფეხბურთის თამაში არ იცის. რა ხდება, ვერ ხედავთ? რაღაცა ხომ უნდა შეცვალო. მჭედლიშვილი რატო არაა სტაბილური, ტრამვა რომ ქონდა მიტო? ერთი თვე ჩაუვარდა, მანამდე რატო არ გამოიუძახეს?. ლაკვეხელიანი არ იმსახურებდა შანს? კაკაბაძის ადგილზე კაცი გყავთ? ვის ათამაშებთ მარტში? მე გეტყვით. ეხლა ოქრის რამე გუნდს მოუძებნიან, მჭედლო იტალიის მეორე ლიგის ბოლოადგილოსან გუნდში გადადის, და სასტავში ვიხილავთ, ისევ ძველ გვარდიას, ნიჭიერებს, მაგრამ არაფრის მაქნისებს-მარად პერსპექტიულებს. არ დაიღალეთ? მიეცით შანსი სხვებსაც. არაა ფორმაში? შეცვალე, რო გამოიძახებ ათამაშე, შე დალოცვილო. დაბევებული გაქვთ ადგილი? მე ვარ არაკომპეტენტური და თქვენ კომპეტენტური? გავარჩიოთ ძმაო ბაზარი არაა, ვიკამათოთ. ყველას პატივს ვცემ, მე არავის ბიჭობას არ ვეხები და არც რაიმე ეგეთი არ მითქვამს არასდროს, უბრალოდ საიტია, გულშემატკივარი ვარ და მინდა ღირსეული ნაკრები მყავდეს, ისევე როგორიც სამშობლო. არც ერთია, არც მეორე. ესაა სიმართლე. აღდგომა და ხვალეო. აგერაა მარტიც. ღმერთმა ხელი მოგიმართოდ. ნეტა ვცდებოდე.

• TINTO BRAS

მართთლაც რომ ძელმა მოიგერია და ცოტა გვიან გადახტა, იმედია კარგად ათამაშდება და ნაკრებშიც სტაბილურად ითამაშებს.

• emigranti

ლორიაზე კი რა გითხრათ, ერთხელ დაურტყეს კარიში და ისიც ნახტომი დააგვიანა. კარგად თუ დააკვირდებით ბურთი მან კი არა, ძელმა მოიგერია.

• emigranti

ის მაინც გაარკვიეთ რა ხდება მახარაძის გარშემო, მოგვარდა თU არა საკითხი.

• Modric

ვასო, ვფიქრობ, ძალიან არაკომპეტენტური კომენტარი დაწერეთ: 1. მახარაძეს საბუთების პრობლემა აქვს და მაგიტომ ვერ თამაშობს. 2. ებრალიძის სტაბილური თამაში სად ნახეთ?? სკამზე იჯდა სულ სულ და ბოლოს გამოუშვეს კიდეც კლუბიდან(რომელიც ჩემპიონატიდან ვარდება!!). 3. ბერიძე ფლანგის შემტევია და მისი შედარება არაბულთან უაზრობაა. არაბული იმიტომ გამოიძახეს, რომ თავდასხმაში გვაკლდა ხალხი. ბერიძის პოზიციაზე კი მასზე უკეთესები გვყავს. 4. არაბიძის საყრდენ ზონაში თამაში საერთოდ საოცრებაა. სად გინახავთ არაბიძე საყრდენად???

• სამართალი

ვასო შენ ვინც ჩამპთვალე მათგან მხოლოდ პაპუნაშვილი არის ნაკრევის დონე და ათამაშებენ კიდეც ხანდახან. დანარჩენები არ არიან სტაბილურები და ნაკრებში ერთი არასტაბილური თამაშიც გადამწყვეტია და ამის გარისკვა რთულია თან როცა უკეთესი (ცოთათი) მაგრამ მაინც არჩევანი გაქვს.კლუბს ბევრი თამაში აქვს და იქ არ არის იმდენად გადამწყვეტი არასტაბილურობა, არაბიძე უნიჭიერესი იყო და არის მაგრამ წინ კიარა უკან მიდის ეს მისი განვითარება, მწვთნელიბრომ ღიად იტყვის ამ ფეზბურთელს სიარულიც კი ეზარებაო მანდ დამთავრდა ყველაფერი, ვერც ერთ გუნდში მან ვერ გამოიჩინა თავი

• lasha

ვასო ახლა რასაც წერ მართლა გჯერა მაგეების თუ ვინმემ გთხოვა ასე დაწერეო?

• ვასო

მეგობრობა რომ გამორჩეული გრძნობაა ქართველისთვის ცხადია და მისასალმებელია, მაგრამ სამართლიანობა მაინც წინა პლანზე მდგომია. ლორიას დაეხმარნენ, რომ სამსახური ჰქონოდა და თავისთავად ნაკრებსაც მომზადებული შეხვედროდა, მაგრამ რჩება შტაბეჭდილება, რომ სწორედ იმის გამო, რომ ლორია მეგობარია, და რომ ის უმუშევარია, არ მიეცა თამაშის საშუალება მახარაძეს, რომელიც ყველა სტატისტიკური კომპონენტით სჯობდა მას,. იგივე სიტუაციაა არაბიძესთან, პარუნაშვილთან და ებრალიძესთან, გნებავთ ზარანდიასთან და ლობჟანიძესთან დაკავშირებით, მჭედლიშვილთან თუ ბერიძესთან დაკავშირებით. ეს უკანასკნელი 90 წუთი თამაშობს, ყოველ მეორე თამაშში გოლი გააქ, დუბლიც, გუნდი ხუთეულშია და მაგ ქვეყნის ჩემპიონატიდან გასავარდნ ზონაში მყოფი გუნდის არაბულს იძახებენ, თან რომელსაც სრული დრო არ აქვს. ესაა სიმართლე. ნავალოვსკი კი დარბის, მარა ბურთს ვერც ეწევა და ვერც წვდება, ხოლო მჭედლიშვილს არ იძახებენ. გვილიას შეტევაში ათამაშებენ, ებრალიძეს, რომელიც პორტუგალიაში სტაბილურია არ იძახებენ. რატომ არ ეხმარებიან არაბიძეს? მოუძებნონ გუნდი სადაც განვითარდება და პრაქტიკა ექნება, არა ქოლავენ, რადგან მერე იძულებული იქნებიან, რომ მისიანის მაგივრად ათამაშონ. კვეკვესკირს საყრდენ ზონაში არ აჯობებს? აჯობებს. მაგრამ ჩვენში უკუღმაა ყველაფერი. ჯერ მეგობრობა, მერე სიმართლე და საქმე. მერე გვიკვირს რატომ ვერ თამაშობს ნაკრები. ვიცი თყუილად ვწერ, ლორიაც კაია ფორმაში თუა, მარა დამიბეჭდეთ მაინც, იქნებ მოხდეს სასწაული და აგეხილოთ თვალები.

• irakli

პრაქტიკის მქონე ფეხბურთელი ნაკრებს სჭირდება და კარგია კლუბში პრაქტიკა რო აქვს, ოქრი და ჭანტურია არიან მარტო უკლუბოდ და ქვილითია უთამაშებელი არადა შვეიცარიასთან თამაში გვიახლოვდება

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს

რას გვიმზადებენ ქართული კლუბები ევროტურნირებზე? - პოზიტიური დინამიკის გაგრძელება თუ მორიგი წარუმატებლობა?!

"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა

Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს

საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ

გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა