მადრიდში ქალების ტურნირზე მთავარი მოვლენა რუსი ვარსკვლავების სრული კრახი გახდა
მადრიდში ქალების ტურნირზე მთავარი მოვლენა რუსი ვარსკვლავების სრული კრახი გახდა.

ამ დღეს სრულდებოდა მეორე წრე და მესამეში რაუნდშიც რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. მათ შორის ერთ-ერთი ვერა ზვონარევასა და პეტრა კვიტოვას დაპირსპირება იყო. ბოლოს მათ ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალში ითამაშეს და მაშინ რუსმა შეძლო ჩეხის შეჩერება.

ავსტრალიის შემდეგ კვიტოვამ პარიზის ტურნირი მოიგო - ფინალში კიმ კლაისტერსი დაამარცხა, ამას მოჰყვა მცირე ჩავარდნა და ახლა, როგორც ჩანს, პეტრა ისევ ფორმაში შევიდა. მან თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და პირველ სეტში მხოლოდ ერთი გეიმი მისცა მეტოქეს. ჩეხი მეორე სეტშიც აგრძელებდა დომინირებას და ზვონარევამ მხოლოდ ბოლოსკენ შეძლო ბრძოლა მოეხვია თავს მეტოქისთვის, ანგარიშიც გაათანაბრა, მაგრამ იქვე მეოთხედ წააგო მატჩში საკუთარი გეიმი და დამარცხდა - 1:6, 4:6. კვიტოვა შემდეგ ეტაპზე სლოვაკ დომინიკა ციბულკოვას ეთამაშება და გამარჯვების შემთხვევაში პირველად მოხვდება რეიტინგის პირველ ათეულში.

თავად ციბულკოვამ დღის ბოლო მატჩში მარია შარაპოვას მოუგო. ამ ჩოგბურთელების ბოლო მატჩი 2009 წლის როლან გაროსზე გაიმართა და მაშინ სლოვაკმა 6:0, 6:2 გაანადგურა რუსი. ამჯერად რევანში არ შედგა, თუმცა ბრძოლა იყო. პირველი პარტია ციბულკოვამ ბოლოსკენ მოიგო, მეორეში 4:0 დაწინაურდა, რის შემდეგაც ზვონარევას მსგავსად მარიამ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ წარმატება ვეღარ განავრცო - 5:7, 4:6.

ამ დღეს კიდევ ორი რუსი გამოეთიშა ბრძოლას. მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი დინარა საფინა შტუტგარტის ტურნირის ტრიუმფატორ იულია გორჯესთან დამარცხდა სამ სეტში. რუსს ისევ დააღალატა საკუთარმა მოწოდებამ - 14 ორმაგი შეცდომა დაუგროვდა. მეტოქეებმა ვერ აჩვენეს თავიანთი საუკეთესო თამაში და ჯამში 113 (!) უნებლიე შეცდომა დააგროვეს. საბოლოოდ, გერმანელმა სამ სეტში გამარჯვება შეძლო - 6:4, 4:6, 6:4.

ასევე დამარცხა ალისა კლეიბანოვა. მან წინა კვირას ბარსელონას ტურნირის ტრიუმფატორ რობერტა ვინჩისთან დათმო ძალიან იოლად მეორე წრის მატჩი. იტალიელი რუსს 72 წუთში გაუსწორდა - 6:2, 6:2. ვინჩიმ ზედიზედ მეშვიდე შეხვედრა მოიგო, რაც მისთვის სარეკორდო სერიაა კარიერაში.

WTA

Mutua Madrid Open

მადრირი (ესპანეით). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 4 500 000 ევრო

II წრე

რობერტა ვინჩი (იტა)-ალისა კლეიბანოვა (რუს) 6:2, 6:2; ნა ლი (ჩინ, 6)-ივეტა ბენეშოვა (ჩეხ) 6:1, 6:4; იულია გორჯესი (გერ)-დინარა საფინა (რუს) 6:4, 4:6, 6:4; ლუსი საფაროვა (ჩეხ)-ელენა იანკოვიჩი (სერ, 7) 6:4, 4:6, 7:5.

III წრე

პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 16)-ვერა ზვონარევა (რუს, 2) 6:1, 6:4; დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ)-მარია შარაპოვა (რუს, 8) 7:5, 6:4.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა