"ბარსელონასა" და "ვალენსიას" შორის დაპირისპირება სატურნირო მნიშვნელობის გარეშეც მოვლენაა ლა ლიგაში და ახლა ეს დანიშნულებაც შეიძინა - მარსელინოს გუნდმა შეუმჩნევლად გამოასწორა სატურნირო მდგომარეობა - "ღამურები" უკვე მე-7 ადგილზე არიან, თუმცა ეს ჯერ მათ თამაშში სრულფასოვნად არ ასახულა.

ერნესტო ვალვერდეს გუნდი მორიგი საჩემპიონო ტიტულისკენ ძალიან დამაჯერებლად მიიწევს.

მართალია, კატალონიურ გრანდში ყველაფერი იდეალურად არ არის, მაგრამ "ბარსა" ყველა პრობლემას საბოლოოდ მაინც აგვარებს. ამის ნათელი მაგალითი კი სათასო ბატალიაა "სევილიას" წინააღმდეგ. "ბარსა" ლეო მესის გარეშე "სანჩეს პისხუანზე" 0:2 დამარცხდა და ბევრმა ის ჩამოწერა კიდეც კოპა დელ რეის გათამაშებიდან, მაგრამ ვალვერდეს გუნდმა "კამპ ნოუზე" ოთხშაბათს ანდალუსიელებს კოშმარული საღამო მოუწყო - 6:1 გაანადგურა!

ეს ყველაფერი შეიძლება, არც მომხდარიყო, 27-ე წუთზე ევერ ბანეგას 0:1-ზე პენალტი რომ გაეტანა, ამის შემდეგ "ბარსას" გაჩერება უბრალოდ შეუძლებელი იყო. ამ შეხვედრაში ფილიპე კოუტინიომ დუბლი შეასრულა, მესის ანგარიშზე კი გოლი პლუს პასია.

"ბარსა" ზუსტად 20 ქულით უსწრებს "ვალენსიას", რომელიც ევროზონაში ასვლისთვის იბრძვის. ვალვერდეს გუნდი "ღამურების" წინააღმდეგ 4 ვარსკვლავის გარეშე ითამაშებს. თუ სამუელ უმტიტისა და რაფაელ ალკანტარას არყოფნას ყველა შეეგუა, უსმან დემბელე დიდი დანაკლისია, როგორც სერხიო ბუსკეტსი. ფრანგი ტრავმირებულია, ესპანელი - დისკვალიფიცირებული.

ბუსკეტსის პოზიციაზე ივან რაკიტიჩი ითამაშებს, ასე რომ, დიდი შანსია, მოედანზე ერთად ვიხილოთ ბრაზილიელი არტურიც და ჩილელი არტურო ვიდალიც. დემბელეს პოზიციას კი კოუტინიო შეავსებს და ამ მხრივ, "ბარსას" პრობლემა არ უნდა ჰქონდეს, რადგან ბრაზილიელი ფორმაში შევიდა.

დისკვალიფიცირებული "ვალენსიასაც" ჰყავს - ცენტრალური მცველი მუქტარ დიაქაბი. გონსალო გედეში და ჯეფრი კონდოგბია თამაშს ტრავმის გამო გამოტოვებენ, ხოლო ესეკიელ გარაის თამაში საეჭვოა, მაგრამ მარსელინოს სხვა გზა არ აქვს, არგენტინელი ბრაზილიელ გაბრიელს უნდა შეუწყვილოს.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, ლონგლე, ალბა - ვიდალი, რაკიტიჩი, არტური - მესი, ლ. სუარესი, კოუტინიო

ვალენსია (4-4-2): ნეტო - პიჩინი, გაბრიელ პაულისტა, გარაი, გაია - სოლერი, პარეხო, კოკლენი, ჩერიშევი - როდრიგო, მინა

ტურის სხვა დაპირისპირებებიდან ინტერესს იწვევს "რეალის" შეხვედრა "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ალავესის" წინააღმდეგ. "ალავესმა" აშკარად მოუკლო, თუმცა 32 ქულით ჯერაც მე-5 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. "ბარსას" მთავარი კონკურენტი "ატლეტიკო" სევილიაში ჩადის "ბეტისთან" სათამაშოდ. ამ შეხვედრასაც ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს სატურნირო თვალსაზრისით. არც ტრადიციული ბასკური დერბი დავივიწყოთ სან სებასტიანში, სადაც "რეალ სოსიედადი" "ბილბაოს" უმასპინძლებს. მოკლედ, საინტერესო ტური გარანტირებულია...

ფაქტები

ლა ლიგის ბოლო 8 ტურში "ბარსელონამ" მოიგო, როგორც პირველი ტაიმი, ისე სრული მატჩი.

ბოლო 14 საშინაო დაპირისპირებიდან (ყველა შეჯიბრება) "ბარსელონამ" "ვალენსიას" 12 მოუგო.

ბოლო 8 ტურში "ბარსას" სულ მცირე, 2 გოლი გააქვს თამაშში.

ბოლო 8 ტურიდან 6-ში "ბარსელონას" გოლი არ გაუშვია.

ლა ლიგა. XXII ტური

პარასკევი, 1-ელი თებერვალი

უესკა-ვალიადოლიდი 4:0

გოლები: 1:0 ენრიკი (19), 2:0 პულიდო (50), 3:0 გომესი (53), 4:0 ავილა (77)

შაბათი, 2 თებერვალი

ლევანტე-ხეტაფე 16:00

სოსიედადი-ბილბაო 19:15

ბარსელონა-ვალენსია 21:30

სელტა-სევილია 23:45

კვირა, 3 თებერვალი

ვილიარეალი-ესპანიოლი 15:00

ბეტისი-ატლეტიკო 19:15

ეიბარი-ჟირონა 21:30

რეალი-ალავესი 23:45

ორშაბათი, 4 თებერვალი

რაიო ვალეკანო-ლეგანესი 23:59

ბომბარდირები: 19 - ლიონელ მესი (ბარსელონა), 15 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 12 - კრისტიან სტუანი (ჟირონა); 10 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), ვისამ ბენ იედერი (სევილია), იაგო ასპასი (სელტა).

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კოკა
ნონა რახან ასეთი ქომაგი ხარ ბარსასი, გვიპატიებია.
კოკა
ნონა რახან ასეთი ქომაგი ხარ ბარსასი, გვიპატიებია.
ნონა
უკაცრავად დღე შემეშალა და ამიტომ შევასწორებ უნებლიე შეცდომას. დღევანდელი დღე გამარჯვებით ბარსა! დანარჩენი იგივე სურვილი, ძალაში რჩება.
გია1
ნონა. ბარსას გულშემატკივრების მთელი არმია უერთდება შენს სურვილს. ვისკა ბარსა!
ნონა
ტრადიციულად, ბარსა! ხვალ გისურვებ დამაჯერებელ გამარჯვებას, როგორც ყოველთვის გვჯერა შენი! შენი ერთგული ქომაგი.
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
სეზონს სხვა მწვრთნელი ჩაამთავრებს - "სევილიამ" მატიას ალმეიდა დაითხოვა
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
მიქაუტაძე შევიდა და "თამაში გააკეთა" - როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა