ბუნდესლიგის მორიგ ტურში ორი მთავარი მატჩია. უფრო ტრადიციული მეტოქეების შერკინებით დავიწყოთ. ვნახოთ, შეძლებს თუ არა "ბაიერნი" ძველი მოქიშპის, "ლევერკუზენის" ძლევას. თამაში ნებისმიერ შემთხვევაში საინტერესო უნდა გამოვიდეს. ორივე გუნდი შემტევ ფეხბურთს მისდევს.

"ბაიერნს" დიდად არ ანაღვლებს სანდრო ვაგნერის არყოფნა, ვინც კარიერას ჩინეთში გააგრძელებს.

"რეკორდმაისტერი" ბოლო დროს თამაშისა და ქულების დაგროვების იშტაზე მოვიდა. თითქოს შიდაკონფლიქტებიც ჩაწყნარდა. ახლა უკან დახევის დრო არ არის, რადგან "დორტმუნდი" პირველობისკენ ძალუმად მიილტვის.

"ბაიერნი" ხვდება, რომ სეზონის გადამწყვეტი ჟამი დგება და უმატებს. სულ სხვანაირი, გაცილებით მოტივირებულია რობერტ ლევანდოვსკი. პოლონელი სუპერფორვარდი დაჭრილი მხეცივითაა. ასეთი მხეცი კი ყოველთვის საშიშია.

თავის მხრივ, "დორტმუნდსაც" მძიმე შეხვედრა აქვს "აინტრახტთან". ლუსიენ ფავრმა მართლაც რომ შესანიშნავი გუნდი ჩამოაყალიბა, რომელიც ლაღ, შემტევ ფეხბურთს თამაშობს. ცალკე თემაა ამ გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც თვალსა და ხელ შუა პროგრესირებენ.

ძალიან საინტერესო უნდა იყოს "შალკესა" და "გლადბახის" მატჩი. ორივე ეს გუნდი ძალიან კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, თუმცა არასტაბილურობა ახასიათებთ.

ასევე დიდი სიმჭიდროვეა ცხრილის შუა და ქვედა ნაწილში. ჩემპიონატი უკვე გადამწყვეტ ფაზაში შედის და არც ერთი გუნდი უკვე აღარ დაზოგავს თავს, რათა სასურველ შედეგებს მიაღწიოს.

ფაქტები

"ლაიპციგმა" ზედიზედ 3 მატჩი მოუგო "ჰანოვერს".

"ბაიერნმა" უკანასკნელ 3 დაპირისპირებაში სძლია "ლევერკუზენს".

"დორტმუნდმა" ბოლო 2 შეხვედრაში დაამარცხა "აინტრახტი".

"ჰერტასა" და "ვოლფსბურგის" ბოლო 3 შეხვედრა ფრედ მორჩა.

"ჰოფენჰაიმისა" და "ფორტუნას" ბოლო ორ შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

"შალკესა" და "გლადბახის" ბოლო სამ მატჩში ორივემ გაიტანა.

ბუნდესლიგა. XX ტური

პარასკევი, 1-ელი თებერვალი

ჰანოვერი-ლაიპციგი 23:30

შაბათი, 2 თებერვალი

ჰოფენჰაიმი-ფორტუნა 18:30

ლევერკუზენი-ბაიერნი 18:30

აინტრახტი-დორტმუნდი 18:30

ჰერტა-ვოლფსბურგი 18:30

ნიურნბერგი-ვერდერი 18:30

შალკე-გლადბახი 21:30

კვირა, 3 თებერვალი

აუგსბურგი-მაინცი 18:30

შტუტგარტი-ფრაიბურგი 21:00

ბომბარდირები: 13 - ლუკა იოვიჩი (აინტრახტი); 12 - მარკო როისი (დორტმუნდი), პაკო ალკასერი (დორტმუნდი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 11 - სებასტიან ჰალერი (აინტრახტი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ევროპა ლიგის ფინალში "აინტრახტი" და "რეინჯერსი" გავიდნენ [VIDEO]
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
"ლაიპციგი" ელმასის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს იხდის - "ნაპოლის" პასუხი ცნობილია
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: მბაპემ და მესიმ გაიბრწყინეს - უმოტივაციო "სიტი" გერმანიაში დანებდა
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
"ბაიერნი" "ლაიპციგს" დაუზავდა [VIDEO]
რასისტული შეტყობინებები კამავინგას - გულშემატკივრებმა "რეალის" ნახევარმცველს შეუტიეს
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში