საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდი გამარჯვებით დაასრულა. 2 თებერვალს, ავთანდილ ასათანის გუნდმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დანიას უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში 6:2 დაამარცხა მეტოქე.

მთელი მატჩის განმავლობაში ტერიტორიულ უპირატესობას საქართველოს ნაკრები ფლობდა, თუმცა დანიელები სახიფათო კონტრშეტევების განვითარებას მაინც ახერხებდნენ. პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე - 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში ჩვენმა გუნდმა მეტოქის წინააღმდეგობის დაძლევა შეძლო და 28-ე წუთზე, ეფექტური დარტყმით რონინიომ ანგარიში გახსნა. გატანილი გოლის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და სამწუთიან მონაკვეთში სამჯერ აიღო მეტოქის კარი.

30-ე წუთზე გოლი ვახტანგ კეკელიამ გაიტანა, 31-ეზე თანაგუნდელების რამდენიმესვლიანი კომბინაცია შედეგიანი დარტყმით შოთა თოფურიამ დაასრულა, ამ გოლიდან რამდენიმე წამში კი, დანიელებს სიმი საიოტიმაც გაუტანა. 34-ე წუთზე თალესმა მეტოქე გუნდის მოთამაშეების შეცდომით ისარგებლა და ანგარიშში სხვაობა ხუთამდე გაიზარდა. ამ მომენტიდან ზუსტად ერთი წუთში, თორნიკე ბუკიას მორტენ ლარსენმა გაუტანა და ერთი ბურთი გაქვითა. მატჩის დასრულებამდე გულშემატკივარმა კიდევ ორი გოლი იხილა. 39-ე წუთზე ვახტანგ კეკელიამ დუბლი გაიფორმა, კევინ იორგენსენმა კი, საჯარიმო დარტყმა შეასრულა ზუსტად და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 6:2.

დანია 2:6 საქართველო

თბილისი, ოლიმპიური სასახლე

დანია: ანდერსენი, ელ-უაზი, ფალკი, ვეისი, ბადრანი

სათადარიგო შემადგენლობა: ჰააგი, ლუხტი, იოჰანსონი, ლარსენი, იორგენსენი, მელსენი, ვესტეგარდი, რასმუსენი

მთავარი მწვრთნელი: ნიკოლაი კლეინ სააბიე

საქართველო: კუპატაძე, რონინიო, ფუმასა, სიმი საიოტი, თალესი

სათადარიგო შემადგენლობა: ბუკია, თოფურია, კეკელია, თოდუა, ჯვარაშვილი, ზედელაშვილი, კურტანიძე, ნიყვაშვილი

მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

გაფრთხილება: 11' ბადრანი, 30' იოჰანსონი, 39' კეკელია

გოლები: 0:1 რონინიო (27:22), 0:2 კეკელია (29:17), 0:3 თოფურია (30:12), 0:4 სიმი საიოტი (30:43), 0:5 თალესი (33:40), 1:5 ლარსენი (35:30), 1:6 კეკელია (38:07), 2:6 იორგენსენი (38:36)

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის 'დ' ჯგუფის სამივე შეხვედრა დამაჯერებელი ანგარიშებით მოიგო, 9 ქულა დააგროვა და ჯგუფის ერთპიროვნული გამარჯვებული გახდა. ავთანდილ ასათიანი გუნდმა მეტოქეებს 18 გოლი გაუტანა, საკუთარ კარში კი, მხოლოდ სამი ბურთი მიიღო. დაფიქსირებული შედეგიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრები მეინ-რაუნდის პირველ ჯგუფში ესპანეთის, პოლონეთისა და ფინეთის ეროვნულ ნაკრებ გუნდებთან ერთად იასპარეზებს. ჯგუფურ ეტაპს პოლონეთი უმასპინძლებს და მატჩები მიმდინარე წლის 22-27 ოქტომბერს გაიმართება.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მინდია
რონინია, კეკელია, თოფურია, ბუკია, შეგვჭამა ამ მეგრელებმა.
ნჯიტაპი
ჯერემი ჯერემი...ჰერ იერიმიიი
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა