"ჩელსის" მოთამაშეებმა მიიღეს მაურიციო სარის კრიტიკა იმაზე, რომ ისინი კართან ზურგით თამაშობენ და შეტევის ფრონტს ვერ შლიან (ყველაზე მეტი მოხვდათ აზარსა და ვილიანს). ამის გამო "ჩელსი" კარგავს საჯარიმოში ვარიანტებს. შესაბამისად, მეტოქეებს უადვილდებათ დაცვა.
როგორც აღმოჩნდა, პრობლემების გამოსწორებისთვის საჭირო იყო იგუაინის ტრანსფერი.
"ჰადერსფილდთან" არგენტინელმა იდეალურად აამოძრავა შეტევის ფრონტი და დუბლით ხელი შეუწყო მეტოქის განადგურებას.
გონსალომ ტონი მისცა მატჩს - მე-16 წუთზე ელეგანტურად დაუსხლტა თამაშგარეს და მაღალი დაარტყა. შესვენებამდე აზარმა პენალტი გამოიყენა და მეორე ტაიმში ბრწყინვალედ გაიხსნა ბარკლის პასის დროს. იგუაინმა დუბლი გაიფორმა 25 მეტრიდან გასროლით, მატჩის ბოლოს კი წერტილი დასვა დავიდ ლუიშმა.
02.02. 19. ჩელსი-ჰადერსფილდი 5:0
"ტოტენჰემისა" და "ნიუკასლის" მატჩში ძალიან ბევრი იყო ჩაწოდება, კუთხური და სტანდარტულები. პირველი ტაიმის შუაში ამან კინაღამ გოლი მოიტანა - ლამელამ ძელს გაარტყა ვერტონგენის ჩაწოდების შემდეგ. მეორე ტაიმში იმავეთი უპასუხა რონდონმა, მოგვიანებით კი შერმა გამოიტანა ბურთი ხაზიდან.
"ტოტენჰემი" ქულების დაკარგვას გადაარჩინა წარმატებულმა შეცვლამ. ლორენტემ თავით გატანა ვერ შეძლო, სამაგიეროდ, სონზე ბურთის დაგდება წარმატებული გამოვიდა. კორეელმა ფინტით ორი მცველი მოიცილა და 20 მეტრიდან გაიტანა. 1:0 - "ტოტენჰემი" ისევ მეორეა.
02.02.19. ტოტენჰემი - ნიუკასლი 1:0
ამასობაში, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ხუთეულში შეაღწია. სოლსკიაერის გუნდი სტუმრად ხვდებოდა "ლესტერს", რომელმაც ამ სეზონში შინ "ჩელსისა" (1:0) და "მანჩესტერ სიტის" (2:1) მოუგო. თუმცა, მარკუს რეშფორდმა თავისი მე-100 მატჩი პრემიერლიგაში გოლით აღნიშნა, რომელიც ერთადერთი აღმოჩნდა.
04.02.19. ლესტერი-მანჩესტერი 0:1
"იუნაიტედის" ხუთეულში შესვლა კი იმის ხარჯზე მოახერხა, რაც "სიტიმ" ტურის მატჩში მოუგო "არსენალს" - 3:1.
ლონდონელები უშანსოდ იყვნენ და მეორე ტაიმში დარტყმის მცდელობაც არ ჰქონიათ. სერხიო აგუერომ კი პრემიერლიგაში მე-10 ჰეთ-თრიკი შეასრულა და ჩამორჩება მხოლოდ ალან შირერს, რომელსაც 11 მატჩში გაუტანია სამი გოლი.
04.02.19. მან.სიტი-არსენალი 3:1
ფაქტები
გონსალო იგუაინი "ჩელსის" პირველი მოთამაშეა, ვინც თავის პირველ საშინაო მატჩში დუბლი შეასრულა. ბოლოს ასეთი რამ 2000 წლის აგვისტოში მარიო სტანიჩმა შეძლო "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ.
ედენ აზარს კარიერაში 200 გოლში აქვს მიღებული მონაწილეობა - 116 გოლი და 84 შედეგიანი პასი. აქედან 129 გოლი "ჩელსიში" გამოსვლაზე მოდის.
იგუაინს 37 მატჩში 37 გოლი აქვს გატანილი მაურიციო სარის ხელმძღვანელობით.
"ჩელსის" ბოლო 16 საშინაო მატჩში მხოლოდ ერთი აქვს წაგებული (+9=6-1).
"ჰადერსფილდმა" მე-13 მატჩში ვერ შეძლო გოლის გატანა, რაც მიმდინარე სეზონის ანტირეკორდია.
"ჩელსიმ" პირველად გაიტანა ხუთი გოლი პრემიერლიგის მატჩში 2017 წლის დეკემბრის შემდეგ.
ნ'გოლო კანტემ კარიერაში პირველად შეასრულა ერთ მატჩში ორი საგოლე პასი.
"ნიუკასლმა" ზედიზედ მერვედ წააგო "უემბლიზე". ბოლოს, ამ გუნდმა ლეგენდარულ სტადიონზე 1955 წელს მოიგო. ეს იყო ინგლისის თასის ფინალი "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ.
"ტოტენჰემმა" 29-ე მატჩი ჩაატარა ფრეს გარეშე და პრემიერლიგის ახალი რეკორდი დაამყარა.
"ტოტენჰემს" თებერვალში პრემიერლიგის ბოლო 27 მატჩიდან მხოლოდ ერთი აქვს წაგებული (+19=7-1).
ფერნანდო ლორენტემ ბოლო რვა ოფიციალურ მატჩში შვიდ გოლში მიიღო მონაწილეობა - ხუთი გოლი და ორი შედეგიანი პასი.
"ბრაიტონი" ზედიზედ სამი ოფიციალური მატჩია გოლს ვერ იტანს - პირველად 2016 წლის იანვრის შემდეგ.
"უოტფორდს" არც ერთი ზუსტი დარტყმა არ ჰქონია.
"ბრაიტონს" არასოდეს წაუგია თებერვალში პრემიერლიგის მატჩი (+2=2-0). კიდევ ერთი გუნდი ისტორიაში, რომელსაც კალენდარულ თვეში მატჩი არ აქვს წაგებული - "ბლეკპულია" (+2=0-0, დეკემბერში).
"ბრაიტონს" ბოლო 10 მატჩში მხოლოდ ერთი მოგება აქვს.
"ბარნლის" თებერვალში ბოლო 14 მატჩი არ მოუგია.
"საუთჰემპტონს" სტუმრად ბოლო ოთხი მატჩია არ წაუგია.
"საუთჰემპტონი" ხუთი მატჩია არ აგებს - ასეთი სერია გუნდს 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ არ ჰქონია.
"ბარნლის" ახალწვეულმა პეტერ კრაუჩმა პრემიერლიგაში მეშვიდე კლუბში ითამაშა. მან გაიმეორა კრეიგ ბელამის, ენდრიუ კოულის, უეინ რუტლეჯისა და ტალ ბენ ჰაიმის მაჩვენებელი. რეკორდსმენი მარკუს ბენტია, რომელსაც ინგლისში უმაღლეს დონეზე რვა კლუბში უთამაშია.
"ფულჰემმა" ზედიზედ მერვე ლონდონური დერბი წააგო. ასეთი რამ პირველად მოხდა პრემიერლიგის ისტორიაში.
"ფულჰემს" ყველაზე მეტი გოლი აქვს გაშვებული გასვლაზე (32).
"კრისტალ პალასმა" ბოლო 12 ლონდონური დერბიდან მხოლოდ ორი მოიგო (+2=3-9) და ორივე "ფულჰემთან".
"ევერტონს" ამ სეზონში მხოლოდ ერთი მატჩი აქვს მოგებული ცხრილში მასზე ზემოთ მყოფ გუნდებთან.
"ვულვზმა" მე-11 მატჩი მოიგო სეზონში და პირადი რეკორდი გაიმეორა.
"ბორნმუთმა" პრემიერლიგაში ზედიზედ მეშვიდე გასვლითი მატჩი წააგო ისე, რომ თითოში მინიმუმ ორ გოლს უშვებდა.
ბობი რიდი პირველი მოთამაშეა 2016 წლის დეკემბრის შემდეგ, ვინც თავის დაბადების დღეზე დუბლი შეასრულა.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად მოიგო ზედიზედ ხუთი გასვლითი მატჩი (ყველა ტურნირზე).
"ლესტერს" ყველაზე მეტი მატჩი პრემიერლიგაში "მანჩესტერ იუნაიტედთან" აქვს წაგებული (17).
"მანჩესტერ სიტიმ" 1937 წლის შემდეგ პირველად მოუგო "არსენალს" ზედიზედ ოთხი მატჩი.
პეპ გვარდიოლას არასოდეს წაუგია უნაი ემერისთან.
პრემიერლიგა XXV ტური
ტოტენჰემი-ნიუკასლი 1:0
გოლი: 1:0 სონი (83)
ტოტენჰემი (3-4-2-1): ლორისი - დავინსონ სანჩესი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი - ტრიპიერი, უინქსი, სისოკო, ლუკას მოურა (60. ლორენტე) - ერიკსენი, ლამელა (78. როუზი) - სონი (89. დაიერი).
ბარნლი-საუთჰემპტონი 1:1
გოლები: 0:1 რედმონდი (55), 1:1 ბარნსი (90+4-პენ)
ჩელსი-ჰადერსფილდი 5:0
გოლები: 1:0 იგუაინი (16), 2:0 აზარი (45+1-პენ), 3:0 აზარი (66), 4:0 იგუაინი (69), 5:0 დავიდ ლუიზი (86)
ჩელსი (4-3-3): არისაბალაგა - ასპილიკუეტა, კრისტენსენი, დავიდ ლუიზი, ალონსო - კანტე (83. ლოფტუს-ჩიკი), ჟორჟინიო (70. კოვაჩიჩი), ბარკლი - ვილიანი, აზარი (77. ჰადსონ-ოდოი), იგუაინი.
კრ. პალასი-ფულჰემი 2:0
გოლები: 1:0 მილივოიევიჩი (25-პენ), 2:0 შლუპი (87)
ევერტონი-ვულვზი 1:3
გოლები: 0:1 ნევესი (7-პენ), 1:1 გომესი (27), 1:2 ხიმენესი (45), 1:3 დენდონკერი (66)
კარდიფი-ბორნმუთი 2:0
გოლები: 1:0 რეიდი (5-პენ), 2:0 რეიდი (46)
ლესტერი-მანჩესტერ იუნ 0:1
გოლი: 0:1 რაშფორდი (9)
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - იანგი, ბაილი, ლინდელიოფი, შოუ - ერერა, მატიჩი - ლინგარდი (90. ჯოუნსი), პოგბა, ალექსის სანჩესი (67. მარსიალი) - რაშფორდი (78. ლუკაკუ).
მანჩესტერ სიტი-არსენალი 3:1
გოლები: 1:0 აგუერო (1), 1:1 კოსიელნი (11), 2:1 აგუერო (44), 3:1 აგუერო (61)
სიტი (4-3-3): ედერსონი - უოლკერი, ფერნანდინიო, ოტამენდი, ლაპორტი - დე ბრუინი (88. მაჰრეზი), გიუნდოგანი, დავიდ სილვა - სტერლინგი, ბერნარდო სილვა, აგუერო (81. გაბრიელ ჟეზუში).
არსენალი (4-4-2): ლენო - ლიხტშტაინერი, მუსტაფი (79. მავროპანოსი), კოსიელნი, მონრეალი - ივობი (66. რემზი), ტორეირა, გენდუზი, კოლაშინაცი (66. საურესი) - ლაკაზეტი, ობამეიანგი.
ბრაიტონი-უოტფორდი 0:0
ორშაბათი, 4 თებერვალი
ვესტ ჰემი-ლივერპული 23:59
ბომბარდირები: 16 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 15 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი); 14 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 12 - ედენ აზარი (ჩელსი).
მომდევნო ტური
9 თებერვალი: ფულჰემი-მანჩესტერ იუნაიტედი, კრისტალ პალასი-ვესტ ჰემი, ჰადერსფილდი-არსენალი, ლივერპული-ბორნმუთი, საუთჰემპტონი-კარდიფი, უოტფორდი-ევერტონი, ბრაიტონი-ბარნლი
10 თებერვალი: ტოტენჰემი-ლესტერი, მანჩესტერ სიტი-ჩელსი
11 თებერვალი: ვულვზი-ნიუკასლი
გიორგი თვალია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
მარტინელიც თურქეთის სუპერლიგაში? - "გალათასარაიმ" "არსენალს" წინადადებით მიმართა
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
"როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვა? ეს აღმაშფოთებელია" - რიოლომ ლუის ენრიკე გააკრიტიკა
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს