გამოქვეყნდა იმ მოთამაშეთა სია, რომლებმაც NBA-ს წლევანდელ დრაფტზე განაცხადი შეიტანეს

ამერიკულ ვებ-ვერდებზე გამოქვეყნდა იმ მოთამაშეთა სია, რომლებმაც NBA-ს წლევანდელ დრაფტზე განაცხადი შეიტანეს. სია გაფართოვებულია და მასში 89 კალათბურთელია, რომელთა შორისაც ერთი ქართველია: საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური "პეპინსტერის" 19 წლის ფორვარდი თორნიკე შენგელია.

ცხადია, 89 კალათბურთელი დრაფტის დღეს (23 ივნისს) სიაში არ იქნება. ახალგაზრდებს 13 ივნისის დღის 4 საათამდე უფლება აქვთ, საკუთარი გვარი სიიდან ამოიღონ. სწორედ ასე მოიქცა 2 წლის წინ გიორგი შერმადინი, რომელმაც დრაფტზე მონაწილეობის მსურველთა სიიდან საკუთარი გვარი დედლაინის ბოლო დღეს ამოშალა.

დრაფტზე დადგომა 22 წლამდეა შესაძლებელი. პერსპექტიული მოთამაშეები NBA-ს გუნდების გამოცხადებულ სპეციალურ ვარჯიშებზე დადიან, კლუბებს თავს აწონებენ და თუკი გარანტიას მიიღებენ რომელიმე გუნდისგან, იმ შემთხვევაში დგებიან დრაფტზე. თუკი მოთამაშე ძალიან ნიჭიერია, მას არსად სიარული არ სჭირდება. ასეთს ისედაც გარანტირებული აქვს დრაფტზე წარმატება.

აქვე ბელგიის ჩემპიონატში შენგელიას გუნდის მორიგი თამაშის შესახებ მოგახსენებთ. "პეპინსტერმა" "ოოსტენდესთან" შინ 70:81 დათმო. ქართველმა ფორვარდმა 7 წუთი ითამაშა და ერთი დაფარება მიითვალა.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა