ფაჩულიას "ატლანტასთან" მატჩში დერეკ როუზმა დაამტკიცა, რომ საუკეთესოდ ტყუილად არ დაუსახელებიათ
მატჩის წინ ჩიკაგოელ დერეკ როუზს NBA-ის წლევანდელი სეზონის MVP-ის ჯილდო გადასცეს. 22 წლის როუზი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელად შევიდა, ვისაც ეს ტიტული მოუპოვებია. "ატლანტასთან" მატჩში კი დაამტკიცა, რომ საუკეთესოდ ტყუილად არ დაუსახელებიათ - გამარჯვებაში 25 ქულიანი და 10-პასიანი წვლილი შეიტანა.

მესამე პერიოდის დასაწყისში "ჩიკაგომ" 13-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა (50:37), თუმცა ჯონსონი-ტიგი-სმიტის ტრიომ მეოთხე რაუნდის წინ ჩამორჩენა 7 ქულამდე დაიყვანა. როგორც წესი, "ატლანტას" მწვრთნელი ზაზა ფაჩულიას მოედანზე მესამე პერიოდის ბოლოს აბრუნებს, თუმცა ამჯერად მეორე ტაიმში ქართველი საერთოდ არ გამოუყვანია.

"ჩიკაგომ" მატჩი გამარჯვებამდე მაინც მიიყვანა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 1:1. ცხადია ეს მოგება მასპინძელთა დამსახურებაცაა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ სამქულიანებით გამორჩეულმა "ატლანტამ" 48 წუთში მხოლოდ 13 სამიანი ისროლა და 3 ჩააგდო.

სერიის მესამე შეხვედრა 6 მაისს ატლანტაშია.

ჩიკაგო-ატლანტა 86:73

ზაზა ფაჩულია: 08:00 წუთი, 0 ქულა (1-დან 0 ორქულიანი), 2 მოხსნა, 1 ფოლი, 1 შეცდომა

ქრონოლოგია

I პერიოდი

03:00 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა

00:48 ფოლი: 1

00:36 ორქულიანი: არაზუსტი

II პაროდი

10:23 მოხსნა: შეტ-0, დაც-1

07:22 მოხსნა: შეტ-1, დაც-1

07:04 შეცდომა: 1

07:00 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა