შვედეთში რამდენიმე ქართველი ყმაწვილის გვარი "მილანისა" და"იუვენტუსის" სკაუტებსაც ჩაუნიშნავთ
გუშინ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს 15 და 14-წლამდელთა ნაკრებების თავკაცების, ნოდარ აკობიასა და გოჩა ტყებუჩავას პრესკონფერენცია გაიმართა.

ახლახან ორივე გუნდმა შვედეთში, უეფას ექსპრეზიდენტ ლენარტ იუჰანსონის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზა, სადაც უფროსები თავის ასაკში ჩემპიონები გახდნენ, უმცროსებმა კი მესამე ადგილი დაიკავეს.

ორივე მწვრთნელმა დასაწყისში მწუხარება გამოთქვა შვედეთში ლეგენდარული ქართველი მეკარის, სერგო კოტრიკაძის გარდაცვალების გამო, რის შემდეგაც ტურნირის პერიპეტიები გაიხსენეს. ჩვენი გუნდების შვედურ ასპარეზობას ყოველდღიურად ვაშუქებდით და დეტალების გახსენებით თავს აღარ შეგაწყენთ.

აკობიამ საკუთარი გუნდიდან ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი ჯობავა, ნიკა ლაშხია, ნიკა ქორიძე და მეკარე ბექა ქურდაძე გამოარჩია. ამ უკანასკნელის მომზადებაში სერგო კოტრიკაძეს დიდი წვლილი შეუტანია. 15-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა ბიჭების მტკიცე ხასიათს გაუსვა ხაზი - ტურნირი ჩვენებმა მარცხით დაიწყეს, მაგრამ მაინც პირველ ადგილზე გავიდნენო.

რამდენიმე ქართველი ყმაწვილის გვარი ცნობილი ევროპული კლუბების სკაუტებს ჩაუნიშნავთ, რომელთა შორის "მილანისა" და "იუვენტუსის" წარმომადგენლებიც არიან.

28 მაისიდან 6 ივლისის ჩათვლით კი საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები ჰოლანდიაში, უტრეხტის საერთაშირისო ტურნირში იასპარეზებს. უტრეხტამდე აკობიას გუნდი არნემში ჩავა, სადაც ვიტესელ თანატოლებთან ორ მატჩს ჩაატარებს.

ტყებუჩავამ კმაყოფილება გამოთქვა იმით, რომ მის ფეხბურთელებს პროფესიული თვისებები უყალიბდებათ. ქართველ 14-წლამდელებს ნახევარფინალში განცდილი მარცხი ძალიან განუცდიათ, რაც მწვრთნელებს სასიკეთო ნიშნად მიაჩნიათ. ტყებუჩავამ ისიც აღნიშნა, რომ ამ ასაკში ახალი კადრების ძიებას აგრძელებს და ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებებს არ გამორიცხავს.

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა