ამ ტურში ბუნდესლიგის თითქმის არც ერთ შეხვედრას არ აკლია ინტრიგა, მაგრამ ორი მატჩი მაინც უნდა გამოვარჩიოთ. დავიწყოთ "დორტმუნდით". ლუსიენ ფავრის მიერ გაწვრთნილი გუნდი "ჰოფენჰაიმს" ეთამაშება.

ვერაფერს იტყვი, გვარიანად რთული თამაში ელის ჩემპიონობის მთავარ ფავორიტს. დორტმუნდელთა სასარგებლოდ მეტყველებს ის გარემოება, რომ მეტოქისგან განსხვავებით, მათ პრაქტიკულად არ აქვთ დანაკლისი. ასეა თუ ისე, ერთმანეთს ხვდება ორი ზეშემტევი გუნდი და სრული საფუძველი გვაქვს, თვალსასეირო სანახაობის მოლოდინი გვქონდეს.

"ბაიერნი" რთულ გამოცდას ჩააბარებს "შალკესთან". გელზენკირხენელები რიგ შემთხვევებში კარგ თამაშებს "შემოაგდებენ" ხოლმე. ასე შეიძლება იყოს ახლაც - ერთ კონკრეტულ თამაშში წინააღმდეგობის გაწევა ნებისმიერი გუნდისთვის შეუძლიათ.

რა თქმა უნდა, "რეკორდმაისტერი" ფავორიტია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ნიკო კოვაჩის გაწვრთნილ გუნდს შესაძლოა რამდენიმე ლიდერი დააკლდეს. განსაკუთრებული ძალისხმევა მოუწევს "ბაიერნის" საწვრთნელ შტაბს იმისთვის, რომ საბოლოოდ გამოაჯანმრთელოს ფრანკ რიბერი და არიენ რობენი.

ყველაფერ ამას ემატება ისიც, რომ წინა ტურში "ბაიერნმა" ძალიან მწარე ალიყური (1:3) იწვნია "ლევერკუზენისგან". თუ ჩემპიონობა სურს (და რა თქმა უნდა, სურს), "რეკორდმაისტერმა" ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოიგოს და საერთოდაც, ქულების დაკარგვის დრო აღარ არის.

ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს "ლაიპციგისა" და "აინტრახტის" მატჩისგან. ესეც ორი შემტევი გუნდის დაპირისპირებაა და, წესით, საინტერესო სანახავი უნდა გამოდგეს. ამ გუნდებმა სხვანაირი ფეხბურთი არ იციან.

დიდებულ ფორმაშია "გლადბახი". ეს გუნდი ზედიზედ იგებს თამაშებს და მეორე ადგილზეც არ არის შემთხვევით. თუმცა "ჰერტასთან" იოლი გამოცდა ნამდვილად არ ელის.

ფაქტები

"ლევერკუზენმა" ზედიზედ 2 მატჩი მოუგო "მაინცს".

"გლადბახმა" მოიგო ბუნდესლიგის ბოლო 3 მატჩი.

"დორტმუნდსა" და "ჰოფენჰაიმს" შორის უკანასკნელ 8 დაპირისპირებაში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.

"ჰანოვერისა" და "ნიურნბერგის" ბოლო 4 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.

საწინააღმდეგო მაჩვენებელი დაფიქსირდა "ლაიპციგისა" და "აინტრახტის" ბოლო 4 თამაშში.

"ბაიერნმა" ზედიზედ 3 შეხვედრაში აჯობა "შალკეს".

"ვერდერმა" ბოლო 2 მატჩში დაჯაბნა "აუგსბურგი".

"ფორტუნასა" და "შტუტგარტის" ბოლო 3 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.

ბუნდესლიგა. XXI ტური

პარასკევი, 8 თებერვალი

მაინცი-ლევერკუზენი 23:30

შაბათი, 9 თებერვალი

დორტმუნდი-ჰოფენჰაიმი 18:30

ლაიპციგი-აინტრახტი 18:30

გლადბახი-ჰერტა 18:30

ჰანოვერი-ნიურნბერგი 18:30

ფრაიბურგი-ვოლფსბურგი 18:30

ბაიერნი-შალკე 21:30

კვირა, 10 თებერვალი

ვერდერი-აუგსბურგი 18:30

ფორტუნა-შტუტგარტი 21:00

ბომბარდირები: 14 - ლუკა იოვიჩი (აინტრახტი); 13 - მარკო როისი (დორტმუნდი); 12 - პაკო ალკასერი (დორტმუნდი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 11 - სებასტიანი ჰალერი (აინტრახტი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

aburjga
მეორე ბუნდესლიგაში დრო გაჩერდა, თამაშები აღარ იმართება?! საინტერესოა ლორიას კლუბს რა შედეგები აქვს, ლორია როგორ თამაშობს?!
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: "მანჩესტერ სიტიმ" "შალკე" და გერმანია შეარცხვინა VIDEO]
"ლევერკუზენმა" 21 წლის ნიდერლანდელი ფორვარდი დაიმატა
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
უარი ხავისგან - "ლევერკუზენი" ახალი მწვრთნელის ძიებაშია
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
"შალკემ" "ბარსელონას" მცველი ორწლიანი იჯარით აიყვანა
გრანიტ ჯაკა პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
"ბაიერნი" "ლაიპციგს" დაუზავდა [VIDEO]
რასისტული შეტყობინებები კამავინგას - გულშემატკივრებმა "რეალის" ნახევარმცველს შეუტიეს
"ლევერკუზენმა" გრანიტ ჯაკას საუდის არაბეთში გაყიდვაზე უარი განაცხადა
"მანჩესტერ სიტისთან" დამარცხების შემდეგ "შალკეს" მწვრთნელი გადააყენეს
ბუნდესლიგა. XXXIII ტურის წინ: საჩემპიონო ინტრიგას თუ გამოვიგონებთ...
"ლაიპციგი" ელმასის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს იხდის - "ნაპოლის" პასუხი ცნობილია
ბუნდესლიგა. XXXI ტურის წინ: სასწორზე ბევრია - დერბი და ჩემპიონობა!
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: მბაპემ და მესიმ გაიბრწყინეს - უმოტივაციო "სიტი" გერმანიაში დანებდა
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ევროპა ლიგის ფინალში "აინტრახტი" და "რეინჯერსი" გავიდნენ [VIDEO]
ორკაცნაკლული "დორტმუნდი" რურულ დერბიში დამარცხდა [VIDEO]
ლუკას ვასკესი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს