8 თებერვალს დილით "ბორჯღალოსნები" 2019 წლის პირველი მატჩისთვის კლუჟში გაემგზავრნენ და თან რუმინეთთან საზიარო "ანთიმოზ ივერიელის თასი" წაიმძღვარეს.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი შეხვედრა 9 თებერვალს, საქართველოს დროით 16:00 საათზე დაიწყება და მატჩის პირდაპირი ტელე-რეპორტაჟი პირველ არხზე, ასევე რაგბი ტვ-ზე იქნება.

"ბორჯღალოსნები" პირველად ითამაშებენ "კლუჟ არენაზე", რომელიც 2011 წელს გაიხსნა და 31 479 მაყურებელს იტევს.

საქართველოს ნაკრებმა კაპიტნის ვარჯიში გამართა, რის შემდეგაც ტრადიციული, წინასამატჩო პრესკონფერენცია გაიმართა.

მილტონ ჰეიგი: "რუმინეთში დაბრუნებით გახარებულები ვართ, მით უმეტეს, რომ ახალ ქალაქში გვიწევს თამაში. უცნაურია, რომ რუმინეთთან, რომელსაც ტრადიციულად რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურში ვეთამაშებოდით, ამჯერად პირველსავე ტურში შევხვდებით. რუმინეთთან თამაში ყოველთვის რთულია და გამონაკლისი არც ეს შემთხვევა იქნება. ეს თამაში 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოთამაშეთა შერჩევას ემსახურება და ახალგაზრდებს დავაკვირდებით.

კარგად ვიცით, რომ, რუმინეთს მსოფლიო თასზე უნდა ეთამაშა, მაგრამ. ვფიქრობ, ეს იქნება ერთგვარი მოტივაცია და რუმინეთი შეეცდება მთელს მსოფლიოს დაუმტკიცოს, რომ მათი ადგილი იაპონიაში იყო".

გიორგი ნემსაძე: "როგორც წესი, ჩვენ და რუმინეთი განსაკუთრებულად ვემზადებით ერთმანეთთან შესახვედრად. პირველად ხდება, რომ ერთმანეთს პირველივე ტურში ვეთამაშებით და სიტუაცია ამ მხრივ განსხვავებულია. მოუთმენლად ველოდებით ამ დღეს".

რუმინელთა მოლოდინები

"ბორჯღალოსნებთან" მატჩში რუმინეთის მთავარი მწვრთნელის რანგში დებიუტი ექნება მარიუს ტინკუს, რომელსაც ქართველების წინააღმდეგ არაერთხელ უთამაშია:

"მნიშვნელოვანი თამაში გველის. შარშანდელის შემდეგ არ გვითამაშია და ძლიერ მეტოქესთან, სასარგებლო შეხვედრა გვექნება. რამდენიმე მორაგბეს "სტეჟარში" დებიუტი ექნება, გამოცდილებს კი მათ გარშემო გადაწყობის შანსი ეძლევათ. ვიმედოვნებ, რომ თითოეული მათგანი გამარჯვებისთვის იბრძოლებს. მთავარი მწვრთნელის რანგში დებიუტი მექნება და ვღელავ. პირველი არჩევანი ყოველთვის დასამახსოვრებელია".

მიჰაი მაკოვეი: "საქართველოსთან თამაში ყოველთვის გამორჩეული მომენტია, ერთგვარი დერბი, რომელიც იოლი არასდროს გამოდის. თუ არ ჩავთვლით ტრავმირებულ მორაგბეებს, მათ საუკეთესო შემადგენლობა შეკრიბეს და მძიმე თამაში გველის. ხვალ რუმინულ რაგბში ახალი ერა იწყება და მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მიროსან
რაა ეს ან რა შემადგენლობაა, ან რა თამაშია... ფეხებს მოვიგებთ ასე... ნარიაშვილი რატო არ ყავთ? რას ექსპერიმენტობენ ამდენს რააა...:-\
სპორტ ფაზა
რას გავს 9 ნომერის თამაში....
გოგა
მოვიგებთ აუცილებლად, მაგრამ მე დიდი სხვაობით მინდა მოუგოთ
ჰეი
რუმინეთი პირველადაა რომ მსოფლიო თასზე არ ითამაშებს, 2019-ში.
ბესო
გამარჯვება ბიჭებს
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ბოლო წუთს გადაწყდება - უნგრელთა ვარსკვლავი თბილისში მოდის, მაგრამ...
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
[VIDEO] "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს და რაგბი ევროპის ფინალში გავიდნენ!
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
რაგბი ევროპა | ნახევარფინალი რუმინეთთან - "ავჭალაზე"
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
რაგბი ევროპა | 31-ედ რუმინეთთან, 26-ედ "ანთიმოზ ივერიელის თასისთვის"
რაგბი ევროპა | წლის პირველი თასისთვის რუმინეთთან
რაგბი ევროპა | განახლებული შემადგენლობა რუმინეთისთვის
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
რაგბი ევროპა | შვიდი ცვლილება და ერთი დებიუტანტი რუმინეთთან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო