ბორჯღალოსნები დღეს „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეიკრიბნენ და 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩისთვის მზადებას შეუდგნენ.

ჩვენი გუნდი, რომელმაც ა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, 8 მარტს „ავჭალაზე“ რუმინეთს ეთამაშება. შეხვედრა 15 საათზე დაიწყება და ფინალის საგზურთან ერთად, ტრადიციულად გუნდებს შორის „ანთიმოზ ივერიელის თასიც“ გათამაშდება. მეორე ნახევარფინალში პორტუგალია ესპანეთს ლისაბონში დაუხვდება.

სამწვრთნელო შტაბმა მომავალი შეხვედრისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები განახორციელა. გუნდს დაემატა 20-წლამდელთა მესამეხაზელი მიხეილ შიოშვილი, რომელსაც გასულ უქმეებზე ‘ტულონის’ შემადგენლობაში ტოპ 14-ში დებიუტი ჰქონდა. ბორჯღალოსნებს შეუერთდა ‘პოს’ მესამეხაზელი ბექა გორგაძეც. მწვრთნელებმა წელს ნაკრებში პირველად უხმეს 9 ნომრებს - თენგიზ პერანიძესა და მიხეილ ალანიას, ხოლო ბურჯი ალექსანდრე ქუნთელია და მესამეხაზელი ილია სპანდერაშვილი გაფართოებულ შემადგენლობაში დააბრუნეს.

რუმინეთთან მატჩისთვის გუნდში გამოძახებული არ არიან ირაკლი აფციაური, გიორგი ცუცქირიძე, ანდრო დვალი, გიორგი სპანდერაშვილი, ნიკოლოზ რეხვიაშვილი.

ნაკრებთან ერთად არიან, თუმცა რუმინეთის წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ გელა აფრასიძე და ლუკა ივანიშვილი. აფრასიძემ ესპანეთთან ტვინის შერყევა მიიღო, ხოლო ივანიშვილი წითელი ბარათით დაისაჯა და დისკვალიფიკაციას იხდის.

Rugby.ge

ორგზის მსოფლიო ჩემპიონი "ბორჯღალოსნებში"
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
U16 | საქართველო 0:1 რუმინეთი
არაგონესის მაჩვენებელს გაუთანაბრდა - სიმეონე 1 მოგების შემდეგ, ლა ლიგაში ყველა დროის რეკორდსმენი გახდება
ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
ბრწყინვალე მორეირა, მიჯრით მე-8 წაუგებელი დერბი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება - მილანი კვლავ შავ-წითელია!
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
დავითაშვილის 68 წუთი - "სენტ-ეტიენი" სტუმრად "გენგამთან" განადგურდა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 იბერია 1999. "მესამე ძალა" ისარგებლებს...
წიტაიშვილი შეცვლაზე და "რაიო ვალეკანოს" დამაჯერებელი გამარჯვება "სელტასთან"
დემეტრაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს, ინანეიშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გამყრელიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. მასპინძელს მეტი შანსი ჰქონდა
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი, აქ გატარებული დრო და მსგავსება მის რეგიონთან - სანიოლი ფრანგულ Youtube არხს ჩვენი ქვეყნის შესახებ ესაუბრა
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
[VIDEO] "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს და რაგბი ევროპის ფინალში გავიდნენ!
რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
ორგზის მსოფლიო ჩემპიონი "ბორჯღალოსნებში"
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
რაგბი ევროპა | 31-ედ რუმინეთთან, 26-ედ "ანთიმოზ ივერიელის თასისთვის"
რაგბი ევროპა | წლის პირველი თასისთვის რუმინეთთან
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
რაგბი ევროპა | შვიდი ცვლილება და ერთი დებიუტანტი რუმინეთთან
რაგბი ევროპა | ნახევარფინალი რუმინეთთან - "ავჭალაზე"