საქართველოს პირველმა ჩოგანმა რეიტინგის ასეულში შესვლის შანსი რუმინელ სორანა ცირსტეასთან მარცხით დაკარგა
საქართველოს პირველ ჩოგანს, 21 წლის ანა ტატიშვილს (105) ერთი თამაშით შეეძლო კარიერის უახლოესი მიზნის მიღწევა - მსოფლიოს მოწინავე ჩოგბურთელთა ასეულში შესვლა - ამისთვის, ჩვენ თანამემამულეს ფრანგულ კან-სურ-მერში (100 ათასი დოლარი) მერვედფინალში მისივე თანატოლი რუმინელი სორანა ცირსტეა (102) უნდა დაემარცხებინა.

პირველ სეტში ყველაფერი რიგზე იყო, ანამ 6:1 მოიგო, მაგრამ შემდეგ მსოფლიოს ყოფილმა 23 ჩოგანმა იძალა - 6:1, 3:6, 3:6. ქართველმა ჩოგბურთელმა 20 სარეიტინგო ქულა მიითვალა და კიდევ უფრო მიუახლოვდება ასეულს. წყვილებში ტატიშვილი რუს ვალერია სავინიხთან (145) ერთად თამაშობს. პირველ წრეში მათ მეტოქეები არ გამოუცხადნენ, მეოთხედფინალში კი ქართველი და რუსი მასპინძლებს (დე გუბერნატისი, ფერანი) ეთამაშებიან.

საქართველოს მე-2 ჩოგანი ოქსანა კალაშნიკოვა (187) ძალიან ცუდ ფორმაშია. ამის დასტურად ბუხარას საერთაშორისო ტურნირში (უზბეკეთი, 25 ათასი დოლარი) მერვედფინალური მარცხიც გამოდგება. მე-2 ნომრად განთესილმა ჩვენებურმა უკრაინელ ტეტიანა არეფიევასთან (314) ორ სეტში დათმო - 1:6, 6:7 (5). კალაშნიკოვა ბუხარაში წყვილებში ყოჩაღობს, სადაც ბელარუს პოლინა პეხოვასთან (461) ერთად თამაშობს. ეს დუეტი ტურნირზე მე-2 ნომრად არის განთესილი და უკვე ნახევარფინალშია, სადაც ჩინელი ლიანისა და კორეელი ჰანის წყვილს ხვდება.

სტამბოლის ტურნირში (10 ათასი დოლარი) პირველ ნომრად განთესილი სოფიო ქვაცაბაია (429) უკვე მეოთხედფინალშია გასული. პირველ წრეში მან ყაზახ იეკატერინა საგიტოვას მოუგო - 6:3, 6:0, მერვედფინალში კი რუმინელი ანა ბოგდანი დაამარცხა - 6:4, 6:4. ახლა ქართველის მეტოქე რუსი იანა ორლოვაა.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა