ლონდონისა და რიო დე ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიადების საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარემ, მაროკოელმა ნავალ ელ-მუტავაკელმა გამორიცხა უახლოეს მომავალში აფრიკის კონტინენტზე ოლიმპიური თამაშების ჩატარება.

ლონდონისა და რიო დე ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიადების საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარემ, მაროკოელმა ნავალ ელ-მუტავაკელმა გამორიცხა უახლოეს მომავალში აფრიკის კონტინენტზე ოლიმპიური თამაშების ჩატარება. 1994 წელს 100 მეტრზე თარჯრბენში ოლიმპიური ჩემპიონი მიიჩნევს, რომ ასეთი შანსი აფრიკას 20-30 წლის შემდეგ მიეცემა.

"ჩინოვნიკებისა და პოლიტიკოსების სურვილის დიდი სურვილის მიუხედავად, აფრიკას კიდევ ბევრი აქვს სამუშაო. ექსპერტების აზრით, ამ კონტინენტს ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა 2030 წლის შემდეგ შეეძლება. მე გავეცანი რამდენიმე უნივერსიტეტის გამოკვლევას, რომელიც ოლიმპიადების მასპინძლობის სპეციფიკას ეძღვნება - იქ კარგად არის დასაბუთებული, თუ რატომ არ შეუძლია აფრიკას 2030 წლამდე ოლიმპიადის მასპინძლობა. ოლიმპიური თამაშები გაცილებით მეტია, ვიდრე ტურნირები რაგბში ან ფეხბურთში", - ამბობს კომისიის ხელმძღვანელი.

"ვიცი, რომ სამხრეთ აფრიკამ შესანიშნავი სამუშაო გასწია ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის მომზადებისთვისა და ჩატარებისთვის. ეს ეხება აეროპორტების მოწყობას, იოჰანესბურგის გარშემო თანამედროვე გზების დაგებას, მსოფლიოს დონის სასტუმროების აშენებასა და ყველა ქალაქში შესაფერისი ინფრასტრუქტურის შექმნას. მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატი - ეს არის ერთი სახეობა ცხრა ქალაქში, ოლიმპიური თამაშები კი 26 სახეობა - ერთ ქალაქში, რომელშიც ორი კვირის განმავლობაში ათი ათასზე მეტი სპორტმენი ეჯიბრება ერთმანეთს, თამაშებს კი მილიარდობით ადამიანი ადევნებს თვალს. აფრიკას კი ჯერ უამრავი საკუთარი პრობლემა აქვს მოსაგვარებელი და ამ კონტინენტს სხვა პრიორიტეტები გააჩნია. ვფიქრობ, ეს კვლევა სიმართლისგან შორს არ არის", - დაასკვნა ელ-მუტავაკელმა.

ლელო

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა