თურქულ შეკრებაზე მყოფმა "ვიტ ჯორჯიამ" პირველი საკონტროლო შეხვედრა გამართა. ვეტერინარებმა სიდეში, სასტუმრო Starlight-ის საფეხბურთო მოედანზე პოლონეთის პირველი ლიგის ზამთრის ჩემპიონის, "რაკოვის" წინააღმდეგ ითამაშეს და ანგარიშით 1:2 დამარცხდნენ.

თამაშში პირველი სახიფათო მომენტი პოლონელებმა შექმნეს, მეცხრე წუთზე კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს თავი მეტოქის ცხრიანმა წაკრა და კარს მცირედით ააცილა. ვიტ ჯორჯიელებმა თამაშის 26-ე წუთზე კუთხური გაითამაშეს, დამასრულებელ ფაზაში კარში კახაბერ კაკაშვილმა დაარტყა და ბურთი კიპერმა კვლავ კუთხურზე მოიგერია. პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე პოლონური კლუბი მცველმა იხსნა, რომელმაც ალეკო ჩაკვეტაძის მიერ დარტყმული ბურთი საკუთარი კარის ხაზიდან გამოიტანა. პირველი ნახევარი ფრედ, გატანილი გოლების გარეშე - 0:0 დასრულდა.

მეორე ნახევრის სტარტზე ცვლილებები ორივე გუნდში განხორციელდა. ტაიმის დებიუტში, 49-ე წუთზე რაკოვი დაწინაურდა, გოლი სადაო ეპიზოდის შემდეგ მატეუშ ზახარამ გაიტანა - 0:1. შეხვედრის 68-ე წუთზე ჩვენი საჯარიმოს სიახლოვეს დანიშნული სტანდარტიდან მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა ბურთი ჩვენს კართან ახლოს დაკიდა, მაღალ ბურთზე თავით ითამაშა ტომაშ პეტრაშეკმა და ანგარიშში სხვაობა გაიზარდა - 0:2. ვეტერინარებმა შეხვედრის 77-ე წუთზე ანგარიშში სხვაობის შემცირება მოახერხეს. საჯარიმო დარტყმით გოლი ნოდარ კიკნაველიძემ გაიტანა - 1:2. გატანილი გოლის შემდეგ ვიტ ჯორჯიელებს ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლოთ, 85-ე წუთზე ზურაბ მუსელიანის მიერ დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, ასევე მეკარემ გადაარჩინა პოლონელთა კარი ვანო კურდღელაშვილის დარტყმის შემდეგ. თამაშის სცენარი ბოლო წუთებში ისე განვითარდა, რომ პოლონელთა კარში გოლი აუცილებლად გავიდოდა, თუმცა... მეტოქე გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში განსაკუთრებული უხეშობით გამოირჩეოდა, რაც თამაშზეც აისახა და მატჩის მიწურულს პოლონელი ფეხბურთელის ზღვარგადასულ ქმედებას მცირედი კონფლიქტიც მოჰყვა, მსაჯმა შეხვედრა ვადაზე ადრე, 88-ე წუთზე დაასრულა.

ვიტ ჯორჯია 1:2 რაკოვი

გოლები: 0:1 ზახარა (49'), 0:2 პეტრაშეკი (68'), 1:2 კიკნაველიძე (77')

ვიტ ჯორჯია: შეროზია (ისერგიშვილი 65'), ლაცაბიძე (კიკნაველიძე 59'), გეთიაშვილი (სეხნიაშვილი 46'), ჩაკვეტაძე, მოსიაშვილი (მაისურაძე 65'), ღუდუშაური (მუსელიანი 65'), ღირდალაძე (კურდღელაშვილი 65'), ვასაძე (ზარიძე 65'), ჩიტიშვილი, საჯაია (გაფრინდაშვილი 65'), კაკაშვილი (ვაზაგაშვილი 65')

რაკოვი: გლივა, ნოიშევსკი (პეტრაშეკი 46'), გორა (ნიევულისი 46'), ფიგელი (საპალა 46'), კასპერკიევიჩი (კოშიელნი 46'), ლისტოვსკი (შვარცი 46'), აპოლინარსკი (ბარტლი 46'), შჩეპინსკი (დომანსკი 12') (მუსოლიკი 67') (ეზე 78'), მოსოლიკი (ზახარა 46'), მალინოვსკი (ვრობლევსკი 46'), კუნი (მონდეკი 46')

ვიტ ჯორჯია თურქულ შეკრებაზე მომდევნო შეხვედრას 9 თებერვალს გამართავს. მეტოქე ბოსნიური "სარაევო" იქნება, რომელმაც ქვეყნის უმაღლესი ლიგის პირველი ეტაპი პირველ პოზიციაზე დაასრულა.

witgeorgia.ge

Vai tqvens patrons
რამე დაგემატებინა კიდე გადაგირბენიათ გუნდისთვის
ჩვენ ვართ ტორპედო!..
ტორპედომ მესამეც მოიგო შეკრებაზე, იმსახურებს აღნიშვნას;)
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ვლადიმერ ხაჩიძე "ვიტ ჯორჯიას" მომავალზე: ჯერ არაფერია გადაწყვეტილი
ოდესის "ჩერნომორეცმა" სინჯებზე მყოფი გიორგი რობაქიძე გუნდში დაიტოვა
კუთხურიდან ჩახვეული ბურთი, წითელი ბარათები, პენალტები - ე-ლიგა 2-ის პლეი-აუტები დაძაბულად დასრულდა [VIDEO]
ქართველი ფეხბურთელი სინჯებზე "ჩერნომორეცში" იმყოფება
51..9% ხელფასებში - რაში დაიხარჯა 2019 წელს ფეხბურთის განვითარების ფონდის ფული?
სატრანსფერო კარუსელები - რა შეიცვალა ეროვნულ ლიგა 2-ში?