ამ დღეებში სერია A-ს პრეზიდენტმა და შეთავსებით, იტალის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა გაეტანო მიკიჩემ ქვეყნის ფეხბურთის მმართველებს ელიტური დივიზიონში 20-დან 18 კლუბამდე შემცირების იდეა გაანდო.

გუნდების რაოდენობის შემცირების მთავარ მოტივად ლიგის კონკურენტუნარიანობის გაზრდა სახელდება:

"ამით ფეხბურთის თაყვანისმცემლებისა და ექსპერტების დაინტერესების უმაღლეს დონეს მივაღწევთ. აბა, ვის აინტერესებს ის შეჯიბრი, რომელშიც მხოლოდ ერთი გუნდი დომინირებს?", - რიტორიკულად მსჯელობს გაეტანო მიკიჩე Radio Anch'io Sport-ისათვის მიცემულ ინტერვიუში.

ესე იგი, გამოდის, რომ იტალიელები ბოლო დროს ტურინის "იუვენტუსის" ჰეგემონიით დაიღალნენ?

სინამდვილეში ყველას კარგად ესმის, რომ იტალიური ფეხბურთის ძირითად პრობლემას თამაშის დონე და მისი ხარისხი წარმოადგენს, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად დაეცა და მესამე როლს ასრულებს, ინგლისისა და ესპანეთის შემდეგ.

მოთმინების ფიალა, შეიძლება ითქვას, იმ ბოლო წვეთმა აავსო, როცა იტალიის ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ვერ გავიდა.

სწორედ მაშინ დაიწყეს მეტ-ნაკლებად აქტიური მსჯელობა ადგილობრივი კალჩოს (იტალიური ფეხბურთის) ამჟამინდელ პრობლემებზე. რეფორმა, რასაკვირველია, უმაღლეს დივიზიონსაც შეეხება.

თუ იტალიის ფეხბურთის მამების ლოგიკის მიხედვით ვიმსჯელებთ, მაშინ გუნდების შემცირება იქამდე მიგვიყვანს, რომ ტურინის "იუვენტუსი" სკუდეტოს (ჩემპიონატს) სულ უფრო იშვიათად მოიგებს, ხოლო დანარჩენი ტოპ-კლუბები თანაბრად იბრძოლებენ ჩემპიონის ტიტულისათვის.

ეს იმას ნიშნავს, რომ კლუბური ფეხბურთი უფრო ძლიერი გახდება და შესაბამისად, იტალიელები ევროთასების გათამაშებაში, როგორც მინიმუმ, ისეთ შედეგებს მიაღწევენ, როგორსაც ისინი 2000-იანი წლების შუახანებში აჩვენებდნენ. სწორედ ამაზე ოცნებობენ ფეხბურთის სფეროს ჩინოვნიკები და იმედი აქვთ, რომ ზემოაღნიშნულ იდეას პრაქტიკაში განახორციელებენ.

მაგრამ განა მართლაც ასეა? მოდით, წარმოვიდგინოთ სიტუაცია, რომ ბოლო ხუთ სეზონში იტალიაში 18 კლუბი თამაშობდა, ანუ კლუბებს მე-19 და მე-20 ადგილებზე გასული გუნდების ქულები ავართვათ. აი, როგორ სურათს დავინახავთ:

2014/15 წლების სეზონი:

იუვენტუსი - 80

რომა - 60

ლაციო - 60

ფიორენტინა - 55

ნაპოლი - 53

2015/16 წლების სეზონი:

იუვენტუსი - 84

რომა - 72

ნაპოლი - 70

ინტერი - 59

ფიორენტინა - 56

2016/17 წლების სეზონი:

იუვენტუსი - 79

ნაპოლი - 78

რომა - 75

ატალანტა - 63

ლაციო - 58

2017/18 წლების სეზონი:

იუვენტუსი - 83

ნაპოლი - 79

რომა - 65

ინტერი - 60

ლაციო - 60

2018/19 წლების მიმდინარე სეზონში "იუვენტუსი" მაინც ლიდერი იქნებოდა:

იუვენტუსი - 51

ნაპოლი - 47

ინტერი - 36

მილანი - 32

ატალანტა - 29

როგორც ვხედავთ, მათემატიკურადაც კი რეფორმა სიტუაციას ვერ შეცვლის. იქნებ უმჯობესია იტალიელებმა სხვა საკითხებს გადახედონ? ვთქვათ, როგორ განმტკიცდეს და სტაბილური გახდეს შედარებით სუსტი კლუბების ფინანსური მდგომარეობა, ესპანეთისა და ინგლისის მსგავსად?

ამ მიზნით უფრო პროგრესულ საფეხბურთო ასოციაციებში, ჩვეულებრივ თასებთან ერთად, არსებობს ლიგის თასი, რაც დამატებით შემოსავლების წყაროა არამარტო ლიგის ლიდერებისთვის, არამედ საშუალო კლუბებისთვისაც, რომლებიც ნამდვილად არ იტყვიან უარს გრანდებთან მატჩის ტრანსლირებიდან შემოსულ თანხაზე.

საკითხი უფრო ღრმად განსახილველია და საჭიროა არა მხოლოდ ტოპ-კლუბებზე ორიენტირება, არამედ ზოგადად, ფეხბურთის განვითარებაზე მუშაობა. ფედერაციას შეუძლია უფრო მონდომებით იმუშაოს ფინანსურად სუსტი კლუბებისთვის ინვესტორების მოზიდვაზე და არა მარტო სერია A-ში.

შეხედეთ, რა ხდება "პალერმოში", არადა, საშუალო დონის კლუბებს არაფრით ჩამოუვარდება.

შეიძლება სხვა ვექტორის არჩევაც: განვითარდეს მარტო ტოპ-კლუბები და აქცენტი მათ კონკურენციაზე გაკეთდეს და შეიქმნას მეგა-მძლავრი კლუბები, რომლებიც ევროთასებზე ნამდვილი მონსტრები იქნებიან, როგორც ამას ესპანეთში აკეთებენ.

თუმცა, პირველ რიგში, ადგილობრივი ფედერაცია რეალურ პრობლემებზე უნდა დაფიქრდეს, ხელისუფლების მხრიდან რეალური ინტერესი გამოავლინოს და დაიწყოს ინფრასტრუქტურის მოდერნიზება, იმის მაგივრად, რომ საფეხბურთო ბიზნესში ფინანსური მაქინაციები აწარმოოს.

"ნაპოლი" იტალიის ტოპ-კლუბია, რომელიც "სან-პაოლოს" სტადიონზე თამაშობს. ამ სპორტულ არენას რეკონსტრუქცია 1989 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის წინ გაუკეთდა. "სან სიროს" სტადიონიც იგივე სიტუაციაშია. იტალიის მთავარი საფეხბურთო არენა - "სტადიო ოლიმპიკო" უკანასკნელად მხოლოდ 1990 წელს გაარემონტეს. მხოლოდ "იუვენტუსს" აქვს ახალი სტადიონი.

პრობლემა პრეზიდენტებშია? ასე ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვით.

აბა, რა უნდა თქვას კაცმა, როცა ტოპ-კლუბებიც ისეთ ლეგენდარულ სტადიონებზე თამაშობენ, რომლებიც უკვე სამუზეუმო ექსპონატებად უნდა ჩაითვალოს, ვიდრე თანამედროვე სპორტულ კომპლექსებად. აუტსაიდერების სტადიონებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, მათ უარესი მდგომარეობა აქვთ. იტალიისაგან განსხვავებით, ინგლისში სულ სხვა დამოკიდებულებაა ფეხბურთის ინფრასტრუქტურისადმი: იქ ჩემპიონატის ცხრილის "შუათანებს" ახალი სტადიონები აქვთ, სადაც ცხრილის ლიდერი რომ მიდის, ღირსეულად ხვდებიან და ცხარე ბრძოლას უმართავენ. გარდა თანამედროვე სტადიონებისა, ინგლისურ საშუალო კლუბებს საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა და მოთამაშეები ჰყავთ, რომელთა ფასი 50-60 მილიონი ევროსაც კი აღწევს.

ეს ჩემპიონატის დონესა და ხარისხზე მეტყველებს. სწორედ ამიტომ სურს ბევრ ფეხბურთელს ინგლისში თამაში (ხშირად კლუბს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ინგლისში ითამაშოს), იმიტომ, რომ დარწმუნებულნი არიან - იქ აუტსაიდერისგანაც კი სტაბილურად მიიღებს ხელფასს, თვითონ მოთამაშეები კი თანამდროვე სპორტულ ბაზებზე მოემზადებიან. ასეთი მიდგომა სუსტ კლუბს დაეხმარება, მაღალხარისხიანი ფეხბურთელი ჰყავდეს, რომელიც შემდგომ სოლიდურ ფასად გაიყიდება, აუტსაიდერის კვალობაზე.

იტალიელებს, უპირველეს ყოვლისა, არ უნდა შეეშინდეთ ფულის ჩადება თავიანთ ფეხბურთში და მისცენ შესაძლებობა კლუბებს, გამოიმუშავონ ფული და ეს ფული არ უნდა წაართვან თავიანთი "არასწორი" გადაწყვეტილებებით. საერთოდ, როგორ გავზომავთ ლიგის სიძლიერეს, თუ მასში არ იქნებიან პირობითად "ფროზინონე" და "კიევო", მაგრამ იქნებიან "ემპოლი", სპალ-ი და "პარმა"? დაბოლოს, იტალის ფეხბურთის ფედერაციამ (FIGC) რეალური მოქმედება უნდა დაიწყოს და არა რეფორმების ილუზია შექმნას.

როგორც უნდა ბანალურად ჟღერდეს, ფეხბურთის განვითარებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან დეტალს საბავშვო და ჭაბუკთა ფეხბურთი წარმოადგენს. სამწუხაროდ, იტალიაში დუბლების ჩემპიონატიც კი არ ტარდება. არის მხოლოდ 19-წლიანების (U-19) ჩემპიონატი, რომლის შემდეგაც ფეხბურთელები, რომლებმაც უკვე 20 წელს მიაღწიეს, იდეაში დიდების ფეხბურთისთვის მზად უნდა იყვნენ.

და თუ ასე არ გამოვიდა? თუ ფეხბურთელი 22 წლისთვის იქნება მზად? მაშინ მან განვითარება სერია B-ში ან C-ში უნდა გააგრძელოს, სადაც საფეხბურთო მმართველების არაკომპეტენტურობის გამო მომზადებისთვის სათანადო პირობები არ არის.

ამასთან ერთად, სერია A-ს რამდენიმე კლუბს თუ აქვს შესაძლებლობა U21 ან U23 გუნდების შექმნის, რომ საკუთარი ფეხბურთელები დაბალ დივიზიონებში გაუშვას მათი განვითარების მიზნით.

გამომდინარე აქედან, სერია A-ს პრობლემა ლიგაში სუსტი კლუბების რაოდენობაში კი არა, არამედ აუტსაიდერების დონეზეა დამოკიდებული.

ასე რომ, ვიფიქროთ: იქნებ იტალიის ფეხბურთის "ა" სერიის პრობლემები უმაღლეს დივიზიონში სუსტი კლუბების რაოდენობაში კი არ არის, არამედ ამავე დივიზონის აუტსაიდერების ხარისხშია?

ავტორი: სიმონ კილაძე

მომზადებულია football.ua-ს მიხედვით

[VIDEO] "ნაპოლის" მესამე უგოლო მატჩი და მარცხი "ბოლონიასთან"
დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
დერბი ვერ მოიგო, თუმცა 1000-იანთა კლუბში შევიდა - სპალეტის მორიგი მიღწევა სამწვრთნელო კარიერაში
საქართველო 5:0 ესტონეთი
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია
14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო
დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
დერბი ვერ მოიგო, თუმცა 1000-იანთა კლუბში შევიდა - სპალეტის მორიგი მიღწევა სამწვრთნელო კარიერაში
ალვარესი "ატლეტიკოში" მხოლოდ ორ შემთხვევაში დარჩება - ფეხბურთელმა პსჟ-ში ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა
“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგმა" რთულ მატჩში გაიმარჯვა
მიქაუტაძის გარეშე - "ვილიარეალმა" მოიგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] ორი გოლი პროტესტის ფონზე! "იბერია 1999" პირველ ადგილს ინარჩუნებს...
[VIDEO] ზივზივაძის 33 წუთი და "ჰაიდენჰაიმის" 0:6 "ბაიერთან"
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
[VIDEO] გოლი 97-ე წუთზე - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგი" "დორტმუნდს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] უცვლელი ამოცანები! "თელავს" ძალა და კლასი არ ეყო...
დღეს - პარიზელები ლიდერობის დასაბრუნებლად და "მამარდას" დიდი მატჩი
110 000 გულშემატკივარი და სამართალდამცველები რომიდან - ნეაპოლი სკუდეტოს აღსანიშნავად ემზადება
კიელინი: "ვესტ ჰემი" სერია A-ს საუკეთესო გუნდის დონეზეა
მოურინიო "იუვესთან" წაგების მერე: ბრწყინვალედ ვითამაშეთ! [VIDEO]
სერია A-ში შესაძლოა გუნდების რაოდენობა შეამცირონ
საუკეთესო ბოლო 65 წელში! "მილანის" მორიგი გამარჯვება [VIDEO]
სერია A 19 სექტემბერს აიღებს სტარტს
"იამალი თუ გიულერი?" - კასანომ არჩევანი გააკეთა
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
ფანტასტიკა სამუდამოდ დარჩება "ბიანკონერის" ფოლკლორში - ალესანდრო დელ პიერო
"ნა***რო ციგანო, დაცვა სიკვდილისგან ვერ გიხსნის" - სერბს ემუქრებიან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
Gazzetta dello Sport: მამარდაშვილი "იუვენტუსის" პრიორიტეტი აღარაა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია