12 თებერვალს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა ჩატარდა.

კომიტეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:

1. სფფ-ის XXIX საარჩევნო ყრილობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ;

2. 2019 წლის კლუბების ლიცენზირების შედეგების შესახებ;

3. საქართველოს 2019 წლის XXXI ჩემპიონატის და დავით ყიფიანის სახელობის თასის XXX გათამაშების დებულების და სადისციპლინო კოდექსის დამტკიცების შესახებ;

4. კლუბების ეროვნული ლიცენზიების დებულებების 2019 წლის რედაქციის დამტკიცების შესახებ;

5. შიდა ტრანსფერებისას ფეხბურთელების წვრთნის და აღზრდის კომპენსაციების რეგულაციების დამტკიცების შესახებ.

აღმასკომმა მიმდინარე აქტუალურ საკითხებზეც იმსჯელა.

დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლიდან, საქართველოს სუპერთასს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, სლავა მეტრეველის სახელი მიენიჭა. ახალი დიზაინით შექმნილი, სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის მფლობელი 24 თებერვალს გორში გამოვლინდება. სუპერთასისთვის ქვეყნის ჩემპიონი "საბურთალო" და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი ქუთაისის "ტორპედო" იბრძოლებენ.

აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა შეხვედრაზე განხილულ მთავარ თემებზე კომენტარი გააკეთა:

"მოახლოებული 29-ე საარჩევნო ყრილობისთვის დამტკიცდა საჭირო საპროცედურო რეგლამენტი. აგრეთვე დამტკიცდა ეროვნული ჩემპიონატისა და დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების დებულება. მოვისმინეთ ლიცენზირების კომიტეტის მოხსენება 2018 წლის ლიცენზირების შედეგებთან დაკავშირებით და აგრეთვე დამტკიცდა ახალი, 2019 წლის დებულება საკლუბო ლიცენზირების კუთხით.

აგრეთვე, გამოვარჩევდი ერთ-ერთ მთავარ საკითხს - 2018 წელს მუშაობდა ჯგუფი, პირველი ვიცე-პრეზიდენტის, კახა ჭუმბურიძის ხელმძღვანელობით, სადაც ჩართულები იყვნენ ლიცენზირების განყოფილების უფროსი და გენერალური სამდივნოს ხელმძღვანელი. ჯგუფის მუშაობის შედეგად და სხვადასხვა საფეხბურთო კლუბის, საფეხბურთო სკოლის თხოვნებისა და სურვილების გათვალისწინებით, ფეხბურთელების წვრთნისა და აღზრდის კომპენსაციის რეგულაციები ახალი რედაქციით იქნება წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ ყველაფერი მორგებულია საფეხბურთო კლუბებისა და სკოლის თხოვნასა და სურვილზე. შესაბამისად, ახალი სეზონიდან ახალი რეგულაციები გვექნება, რაც ხელს შეუწყობს საფეხბურთო სკოლებისა და კლუბების განვითარებას".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 15 თებერვალს, 29-ე საარჩევნო ყრილობას მართავს, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება და მას სასტუმრო "ჰუალინგი" უმასპინძლებს.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
[VIDEO] უბრალოდ შეუჩერებელია - კვერნაძემ სერია A-ში ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა
[VIDEO] ჭიკაძე ბრიტოსთან ნოკაუტით დამარცხდა
აბუაშვილის "მეცი" დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" დაუზავდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
გულიაშვილის "რასინგი" "ბალაიდოსზე" განადგურდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "ჰამბურგთან" მარცხი განიცადა
[VIDEO] ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი და "უდინეზეს" მარცხი "კალიარისთან"
[VIDEO] წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ოსასუნას" დაუზავდა
ქვილითაიამ გერმანიაში პირველად ითამაშა - "ჰოლშტაინმა" "ოსნაბრიუკთან" ქულები გაიყო
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"რატომ არ არის ეს ფეხბურთელი "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში?!" - ენრიკემ გაკვირვება ვერ დამალა
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
პსჟ-ის მფლობელმა კომპანიამ ბელგიური კლუბი შეიძინა
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
კურტუამ კარიერის დასრულების სავარაუდო დრო და შემდეგი გეგმები დაასახელა
კეინმა დუბლი შეასრულა და "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთი" მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელ კვარაცხელიას ეკუთვნის!" - დემბელემ ხვიჩას მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა
"შავი ლომი" | ინგლისური გაკვეთილი "ნორთჰემპტონისგან"
საკალათბურთო სუპერთასის მატჩი 12 ოქტომბერს გაიმართება
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე
სუპერთასის დღე! - "კვარა" და პსჟ მორიგი ტიტულისკენ!
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
ტორპედო VS ჩიხურა - დავიწყოთ სუპერთასით!
საქართველოს სუპერთასი 24 თებერვალს თბილისში გაიმართება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ზუსტად 60 წლის წინ - სლავა მეტრეველმა და მიხეილ მესხმა სსრკ-ს ევროპის ჩემპიონობა მოუტანეს [VIDEO]
ევრო 2016. დარჩა 2 დღე: ვინ არ უნდა იყოს ევროპაზე?
1960 წლის ევროპის ბოლო ჩემპიონიც გარდაიცვალა
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
როგორც პელე - გამოცემა sports.ru-მ რევაზ ჩელებაძეს წერილი მიუძღვნა
[VIDEO] გოლი-სასწაული! აუცილებლად ნახეთ, რა ბურთი გაიტანა დავით მუჯირმა ჩემპიონის კარში!
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
ხვიჩასა და პსჟ-ის მორიგი სუპერთასის დღე!
ქართველები ევროპის ჩემპიონატებზე - იყო დრო, ჩემპიონებიც გვყავდა და ვიცეჩემპიონებიც!
მადრიდის "რეალმა" უეფას სუპერთასისთვის განაცხადი გამოაქვეყნა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა