ჰოკეი. მსოფლიოს ჩემპიონატი

რუსეთის ნაკრებმა კიდევ ერთხელ ანერვიულა საკუთარი გულშემატკივარი. ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო, მაგრამ კვლავ მეტად არადამაჯერებელი თამაში აჩვენა, თანაც გუნდთან, რომელმაც პირველ ეტაპზე ჩეხეთისგან და ფინეთისგან ჯამში 11 შაიბა გაუშვა. ამიტომაც ყველას ეგონა, რომ დანიას არც რუსეთთან აცდებოდა განადგურება, მაგრამ სკანდინავიელებმა ღირსეული თამაში აჩვენეს და პირველი პერიოდი მოიგეს კიდეც, თუმცა კლასის ხარჯზე რუსებმა შეძლეს რთული სიტუაციიდან გამოძრომა და სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში.

რუსების კარს კვლავ ნაბოკოვი იცავდა, მაგრამ NHL-ის ყოფილმა მეკარემ ისევ ვერ გაამართლა მწვრთნელის იმედები და ის ბარულინით შეცვალეს. ეს სვლა სწორი აღმოჩნდა. წინ კი შესანიშნავად გამოიყურებოდა ფორვარდი ზინოვიევი, რომელმაც ამ ჩემპიონატზე პირველი ჰეთ-თრიკი დააფიქსირა. სწორედ მან შეიტანა თამაშში გარდატეხა და ბოლო ორ წუთში დანიის შტურმის გამკლავების შემდეგ, რუსებმა მოახერხეს ურთულესი გამარჯვების მოპოვება.

ნორვეგიის ნაკრებმა მორიგი სენსაცია შემოგვთავაზა, თუმცა პირველ ეტაპზე შვედეთის დამარცხების შემდეგ, ამ გუნდისგან შვეიცარიის ძლევა, შესაძლოა, ბევრს აღარ გაკვირვებია.

ბრწყინვალე ფორმაში შევიდა ნორვეგიელთა ფორვარდი ოლიმბი, რომელმაც წინა მატჩში ხუთი ქულის დაგროვების შემდეგ ამჯერად ორი საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. სწორედ ამ გადაცემების ხარჯზე მოიპოვა ნორვეგიამ ორშაიბიანი უპირატესობა, რომელიც საფინალო სირენამდე აღარ გაუშვია ხელიდან.

ამ მოგებით ნორვეგიელებმა ხუთი ქულა დააგროვეს, გაუთანაბრდნენ პირველ ადგილზე მყოფ კანადას და მინიმუმ ერთი დღით ცხრილის სათავეში იქნებიან. რაც მთავარია, სკანდინავიურ გუნდს პლეი ოფში გასვლის რეალური შანსი გაუჩნდა.

E ჯგუფი

რუსეთი-დანია 4:3

1:2, 2:0, 1:1

გოლები: 1:0 ზინოვიევი-2 (ნიკულინი-1, ზარიპოვი-2), 1:1 ჰარდტი-2 (სტარკოვი-1), 1:2 ბედკერი-1 (ჰერსბიუ-1), 2:2 ზინოვიევი-3 (მოროზოვი-1, ზარიპოვი-3), 3:2 ზინოვიევი-4 (ზარიპოვი-4, მოროზოვი-2), 4:2 არტიუხინი-2 (კორნეევი-2, კალინინი-1), 4:3 ჰარდტი-3 (სტარკოვი-2).

თ მ ო-მ წ ო-წ შ ქ

1. ჩეხეთი 2 2 0 0 0 8-1 6

2. გერმანია 2 2 0 0 0 6-3 6

3. რუსეთი 3 2 0 1 0 8-8 6

4. ფინეთი 2 1 0 1 0 6-3 3

5. სლოვაკეთი 2 0 0 2 0 6-8 0

6. დანია 3 0 0 3 0 4-15 0

F ჯგუფი

შვეიცარია-ნორვეგია 2:3

0:2, 1:0, 1:1

გოლები: 0:1 ჰოლესი-2 (ბონსაქსენი-1, ოლიმბი-7), 0:2 სკრიოდერი-1 (ჰოლესი-1, ოლიმბი-8), 1:2 მონე-1 (შპრუნგერი-1, ზეგერი-1), 1:3 ფორსბერგი-1 (ჰოლტეტი-2), 2:3 დიასი-2 (რიუტემანი-4).

თ მ ო-მ წ ო-წ შ ქ

1. კანადა 2 1 1 0 0 13-4 5

2. ნორვეგია 3 1 1 1 0 10-10 5

3. შვედეთი 2 1 0 0 1 10-7 4

4. აშშ 2 1 0 1 0 6-8 3

5. შვეიცარია 3 0 1 1 1 6-7 3

6. საფრანგეთი 2 0 0 1 1 1-10 1

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა