წყალბურთის კლუბი თბილისის "დინამო" მნიშვნელოვნად გაძლიერდა.

კლუბმა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის მიზნით რამდენიმე ძლიერი წყალბურთელი დაიმატა. ჩვენ კლუბის დირექტორს, გიორგი ხვედელიანს დავუკავშირდით და კლუბში მიმდინარე პროცესებზე ვესაუბრეთ.

სატურნირო მდგომარეობა

- თბილისის "დინამომ" საქართველოს ჩემპიონატში პირველი წრის ორი ჯგუფური ეტაპის შეხვედრები ჩაატარა და ამჟამად მეორე ადგილზე ვართ. გეგმა არის საქართველოს ჩემპიონობა. ჩვენ დავიმატეთ ორი უცხოელი მოთამაშე და ირაკლი რაზმაძე დავიბრუნეთ, რომელიც მონტენეგროს "ბუდვაში" თამაშობდა.

ახალი ლეგიონერები

რაც შეეხება ლეგიონერებს, ეს არის წყალბურთის ფედერაციისა და თბილისის "დინამოს" საერთო პროექტი. ერთი წყალბურთელი არის ბორის ვაპენსკი, რომელსაც სერბეთის ნაკრებში და მაღალი დონის კლუბებში აქვს ნათამაშები. "ცრვენა ზვეზდაში" ის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა, ერთ-ერთი უძლიერესი მარჯვენა შემტევი მოთამაშეა.

რაც შეეხება ჩვენს ცენტრალურ თავდამსხმელ ფაბიო ბალარდის, მას იტალიის ნაკრებში აქვს ნათამაშები. იტალიის ნაკრებიც და სერბეთის ნაკრებიც ტოპ-სამეულში შედიან. იქ რომ აქვს ნათამაშები, შესაბამისად, ამ ნაკრების დონის მოთამაშეები არიან.

ისინი დიდ ძალას შემატებენ არა მარტო კლუბს, არამედ საქართველოს ნაკრებს. მათ მიიღეს საქართველოს მოქალაქეობა. მათი ვალდებულებაა, რომ იცხოვრონ იმ ქვეყანაში, რომლის მოთამაშეებიც არიან. ამის შემდეგ ნაკრებში თამაშის უფლება ექნებათ. ისინი მეგა-ვარსკვლავები არა, მაგრამ ტოპ-მოთამაშეები არიან.

ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონობის შემდეგ ვაპირებთ ჩემპიონთა ლიგის შესარჩევის თამაშს და ჯგუფურ ეტაპზე გასვლას, ან პირდაპირ შეიძლება ვიყიდოთ wild card-ი, რომლითაც სამი წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშებთ. ჩემპიონთა ლიგა ყველაზე მაღალი დონის ტურნირია კლუბებს შორის. ორი შესარჩევი ეტაპი უნდა გაიარო, რათა ეტაპზე მოხვდე. ეს ტურნირი სექტემბერში იწყება.

სავარჯიშო პირობები და აკადემია

თბილისის "დინამო" ამჟამად სპორტკომპლექს "ოლიმპიკში" ვარჯიშობს. ჩვეულებრივი ვარჯიშები გვაქვს, ყოველდღიური. ახალგაზრდული ნაკრებიდან ბევრი პერსპექტიული მოთამაშე გვყავს, თუნდაც გიორგი ერისთავი, რომელიც მონტენეგროში თამაშობდა. ასევე- დაჩი თევდორაშვილი, რომელზეც დიდ იმედებს ვამყარებ. ჩვენი სურვილია, კლუბი სრულად დაკომპლექტდეს გუნდის მიერ აღზრდილი მოთამაშეებით.

სამ სხვადასხვა აუზზე აკადემიები გვაქვს. სამი წლიდან ვიღებთ ბავშვებს. ჩვენს აკადემიაში ირიცხება 800-დან 1000-მდე ბავშვი.

Geo_Dinamo
ძალიან კარგია ასე რომ გაძიერდა დინამო, მარა საკვირველია მეორე ადგილზე როგორღაა ის პირველი გუნდი უფრო მეტად გაძლიერდა? ან რა გუნდია პირველ ადგილზე ეგეც მაინტერესებს უკვე))
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წყალბურთი: "დინამოს" დაბრუნება "ივენთჰოლში" აღნიშნეს
ეროვნული ლიგა. XI ტური: "სამტრედიამ" "სიონთან" ფრე ითამაშა და 10 ტურია მოუგებელია
წყალბურთის კლუბმა თბილისის "დინამომ" ორი უძლიერესი ლეგიონერი დაიმატა
ლეგიონი ევროპის ლიგაზე: აქაც კრახი!
ᓡᓐᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓝᓡ ᓬᓧᓐᓚᓑᓣᓠᓗᓔᓚᓗᓐ ᓜᓐᓙᓠᓔᓑᓘ ᓔᓕᓠᓝᓞᓘᓡ ᓩᓔᓛᓞᓘᓝᓜᓐᓢᓖᓔ ᓠᓣᓡᓔᓗᓗᓐᓜ ᓓᓐᓛᓐᓠᓪᓮᓓᓐ
ლეგიონი ევროპალიგაზე: ვერც ცხადაძემ მოიგო, ვერც ბერიძემ
[ლეგიონის უქმეები] ხუთი გოლი და სამწუხარო ამბავი... [VIDEO]
რევაზ ჩომახიძე: მთავარი იყო ნაკრების წყალბურთელთა შეთამაშება და ეფექტიანი ტაქტიკის შემუშავება
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თამაში დაგვრჩა - ქართველი წყალბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის კომენტარი თურქეთის დამარცხების შემდეგ
[ლეგიონი ევროპალიგაზე] ორი გოლი და მწვრთნელების წარმატება [VIDEO]
"საბურთალო" "ვენტსპილსის" ნახევარმცველით გაძლიერდა