გიორგი ბეჟანიშვილის მორიგი წარმატებული მატჩი ამერიკის სტუდენტურ ლიგაში - დაძაბულ შეხვედრაში "ილინოისმა" Big Ten-ის კონფერენციაში ზედიზედ მე-4 გამარჯვება მოიპოვა. სტუმრად შეხვდნენ მათზე 1 გამარჯვებით წინ მყოფ "ოჰაიო სტეიტს", რომელიც 63:57 დაამარცხეს, ქართველი ფორვარდი კი გამარჯვებულთაგან საუკეთესო იყო.

ბეჟანიშვილი, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში გახლდათ და მოედანზე 33 წუთი გაატარა. ქართველმა მეფარემ 9-დან 6 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. გიორგის ანგარიშზე საბოლოოდ 13 ქულა, 7 მოხსნა, 4 დაფარება, 2 ჩაჭრა და 1 პასი დაგროვდა. ბეჟანიშვილს პასივში 5 დაკარგვა და 1 პერსონალური ჰქონდა.

ილინოესელთაგან 15-15 ქულა მოაგროვეს აიო დოსუნმუმ და ტრენტ ფრეიზერმა, თუმცა საერთო სარგებლიანობით გამარჯვებულთაგან საუკეთესო ქართულ-ავსტრიული მოქალაქეობის მქონე მოთამაშე – გიორგი ბეჟანიშვილი გახლდათ.

5 მოგებითა და 8 მარცხით "ილინოის ფაითინ ილინი" 14-გუნდიან Big Ten-ის კონფერენციაში მე-8 ადგილს ანალოგიური შედეგის მქონე "მინესოტასთან" ინაწილებს. კონფერენციას კი 11-11 მოგებით "მიჩიგანი" და "მიჩიგან სტეიტი" ლიდერობენ. შემდეგ მატჩს ბეჟანიშვილის გუნდი 19 თებერვალს, სტუმრად "ვისკონსინთან" გამართავს.

მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით

აჩი
ტაბლოზე აშკარად 63:56 წერია ბოლოს და არა 63:57...
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გიორგი ბეჟანიშვილს "დენვერმა" "Exhibit 10" კონტრაქტი გაუფორმა
გოგას 38 და გიორგის 25 ქულა - ქართველების ბრწყინვალე მატჩი G ლიგაში [VIDEO]
მამუკელაშვილი გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ყალიბდება [VIDEO]
"და ხალხი ამ არჩევანზე იცინოდა..." - "მამუს" კარიერის საუკეთესო შეხვედრა [VIDEO]
ეს ბიჭი შანსს იმსახურებს - ბეჟანიშვილი შესანიშნავად თამაშობს [VIDEO]
ბითაძე VS ბეჟანიშვილი - ქართველების შედეგიანი თამაში ერთმანეთის პირისპირ [VIDEO]