ბაქოს "დიდი პრიზის" ტურნირის ფინალში ჩვენებურმა მონღოლი ბოლბაატარ ჩიმედ-იონდოლი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
ამირან პაპინაშვილმა (60) ბაქოს "დიდი პრიზის" ტურნირი მოიგო. ფინალში ჩვენებურმა მონღოლი ბოლბაატარ ჩიმედ-იონდოლი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა, თუმცა არანაკლებ რთული ორთაბრძოლა მესამე წრეში გადახადა მასპინძელ ილგარ მუშკიევთან.

მუშკიევი თბილისის მსოფლიოს თასის წლევანდელი გამარჯვებულია, სახლში კი მსაჯებით შეგულიანებული კიდევ უფრო საშიში მეტოქე ჩანდა. საბედნიეროდ, პაპინაშვილი მოწოდები სიმაღლეზე აღმოჩნდა და ვაზარ-იუკო აართვა.

ჩვენებურმა სხვა შეხვედრებიც ძლიერად ჩაატარა - ყაზახი აშხატ ტელმანოვი ვაზარის შემდეგ დააიპონა, ნახევარფინალში კი ფინელ ვალტერ იოკინენს ორი ვაზარით მოუგო წმინდად.

უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ პაპინაშვილი წონაში ანგარიშგასაწევ მოჭიდავედ ჩამოყალიბდა. მას რატომღაც გაუჭირდა დამკვიდრება წონაში, თუმცა ეტყობა, ფსიქოლოგიური ბარიერი უკვე გადალახა და საბოლოდ ირწმუნა საკუთარი შესაძლებლობებისა. ვფიქრობთ, მისგან უკვე თამამად შეიძლება ველოდოთ წარმატებას. ბაქოს ტურნირი მის კარიერაში მოგებული მერე "დიდი პრიზია" - შემოდგომაზე როტერდამშიც გაიმარჯვა. ევროპის ჩემპიონატზე არცთუ წარუმატებლად გამოვიდა - ბრინჯაოსთვის იჭიდავა, თუმცა დამარცხდა და მეხუთეზე დარჩა. ბაქოში მოპვებული წარმატებით მან სალიცენზიო რეიტინგში 120 ქულს შეიმატა და სალიცენზიო რეიტინგში მეშვიდე-მერვე ადგილებს იყოფს.

დღეს ბაქოში კიდევ ერთმა ქართველმა იჭიდავა - შალვა ქარდავამ (66), მაგრამ ის პირველივე შეხვედრაში მონღოლ კიშიგბაიარ ბუუვაიბაატართან დამარცხდა და გავარდა. ხვალ ჩვენებურთაგან ნუგზარ ტატალაშვილი, თენგიზ პაპოშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური (81) იჭიდავებენ, ვალერი ლიპარტელიანი (90), ალექსანდრე მსხალაძე, კონსტატინე მუკვანი (100) და ნოდარ მეტრეველი (+100) კი ზეგ იასპარეზებენ.

kopala
ყოველთვის მეიმედებოდა ეს ბიჭი
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა